საკითხავისასარგებლო

შთამბეჭდავი სამარხები

bf3fb215b2da

უძველესი სამარხების მომნუსხველობა მრავალი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს ახალი შთამბეჭდავი სამარხების აგებისკენ უბიძგებდა. ამის შედეგად მდიდარ ქვეყნებში ,რომელთაც კარგად განვითარებული არქიტექტურა და ხელოვნება ჰქონდათ,არაერთი ულამაზესი ნაგებობა შეიქმნა.

cd9ecc80297e

ნაპოლეონის საფლავი

ევროპის დიდი ნაწილის დამპყრობელი ნაპოლეონი გარდაიცვალა 1821 წელს ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც ის გადასახლებაში იმყოფებოდა .მოგვიანებით მისი ცხედარი პარიზში გადაიტანეს,სადაც 1861 წელს ინვალიდების სასახლეში დაკრძალეს აკლდამაში, რომლის კედლებსაც მისი სახელოვანი აღწერა ამშვენებდა. ნაპოლეპონის ცხედარი 6 ერთმანეთში ჩატანებულ კუბოში ჩადეს.შიდა კუბო რკინისაა და მოთუნუქებულია, მეორე -წითელი ხისაა, მესამე და მეოთხე- ტყვიის, მეხუთე- აბანოზის ხის, ხოლო მეექვსე- მუხის ხის. დღეს ნაპოლეონის საფლავი საფრანგეთის სხვა ცნობილი სამხედრო მოღვაწეების საფლავებითაა გარშემორტყმული.

c75e051f1385

ნინტოკუს სამარხი

დიდი პირამიდისა და ტერაკოტის მეომრების შემდეგ,იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარე ეს სამარხი,რომელიც, როგორს ფიქრობენ,მეოთხე საუკუნის იაპონელ იმპერატორს , ნინკოგუს ეკუთვნის ,სიგრძეში 486 მეტრს,ხოლო სიმაღლეში 35 მეტრს აღწევს, გიგანტური კლიტის ჭუჭრუტანის ფორმის მიწაყრილისა და მის გარშემო მდებარე 3 თხრილისგან შედგება.იმპერატორი,სავარაუდოდ,მიწაყრილის ცენტრში დაკრძალეს , ხოლო მასთან მისასვლელი ვიწრო გვირაბი ამოქოლეს.მე-19ე საუკუნეში არქეოლოგებმა მიწაყრილი გათხარეს და სარკოფაგში უამრავი განძეული აღმოაჩინეს.

25c4bedc3f4c

ტერაკოტის მეომრები

1974 წელს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში,სიანში მუშები მიწის თხრისას მე-20-ე საუკუნის უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენას წააწყდნენ.ეს იყო დიდი ორმო,სადაც ტერაკოტის(გამომწვარი თიხის) მეომრების უზარმაზარი ჯარი იდგა. როგორც გაირკვა,ეს მეომრები ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ ში ჰუანდის საფლავს იცავდნენ. პირველ ორმოში ადამიანის სიდიდის 600 – ზე მეტი ქანდაკება დგას, ხოლო იმ ორ ორმოში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გათხრილი , მეომართა რიცხვი კიდევ უფრო დიდია. მეომრებს სხვადასხვა სახის აბჯარი აცვიათ. როგორც ჩანს,ეს ჯარი გაცილებით მეტი უფრო დიდი სამარხის მხოლოდ ნაწილია.იმპერატორის საფლავი ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს,მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი მიწისქვეშა სასახლეში მდებარეობს.

486f7f1b01c4

ტაჯ მაჰალი

ინდოეთის ყველაზე ცნობილი ნაგებობა, ტაჯ მაჰალი,აგრას მახლობლად, მდინარე ჯუმნას ნაპირებზეა აგებული. ნაგებობა მუმთაზ მაჰალის,მოგული იმპერატორის შაჰ ჯაჰანის საყვარელი ცოლის აკლდამისთვის იყო გამიზნული,მაგრამ საჰიცა და მისი ცოლიც დღეს აქაა დამარხული. მავზოლეუმის ასაგებად იმპერატორმა საუკეთესო არქიტექტორები და 20000-ზე მეტი მუშა დაიქირავა.1643 წლისთვის მშენებლობა დასრულდა.იმის გამო,რომ ისლამური რელიგია ადამიანის გამოხატვას კრძალავს,აკლდამის მარმარილოს კედლებზე მცენარეებია დახატული. ტაჯ მაჰალის განძის ნაწილი მოიპარეს, მაგრამ ინდოელებმა ნაგებობა დიდი სიყვარულით აღადგინეს.

წყარო: ენციკლოპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close