ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

დიდი აღმოჩენები (ნაწილი 2)

აღმოჩენები ლეპისის მიდამოებში

სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით სოფელ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუასაუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით:
“დარანი არის – სახლი მიწას ქვეშ ნაგები ან კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი”.
დარნული არქტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს,
აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით
წელს პირველად დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები,
რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული,
რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა,
რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად,
სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუასუკუნეებში
მტრისაგან თავისდასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.
ქვეყნის არქიტექტურის ისტორია სათავეს ისტორიულ თრიალეთში იღებს.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა
და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით,
ისტორიულ თრიალეთში მეგალითური ძეგლების
სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

…უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან
მშრალი წყობით ნაგები ძეგლებით უმთავრესად, ქვემო ქართლი,
სამცხე-ჯავახეთი და აფხაზეთი გამოირჩევა.
თუმცა ციკლოპური ნაგებობების რაოდენობითა და
მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი იქცევს ყურადღებას,
სადაც 50-ზე მეტი მეგალითური ძეგლია დაფიქსირებული
და აქედან მხოლოდ წალკის რაიონში
ციკლოპური ნაგებობის 20-ზე მეტი უნიკალური ნიმუში გვხვდება.
ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქიტექტურა ძვ-წ.აღ III-II ათასწლეულით თარიღდება.

არსებული ძეგლების სიძველისა და შესაბამისად მათი ისტორიული
თუ მხატვრული მნიშვნელობის მიუხედავად,
მეგალითური ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული საუკუნის შემდეგ,
საქართველოს კულტურის,
ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და
გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით,
წელს პირველად დაიწყო.

წყარო თსუ–ს ფორუმი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close