არქივი

ლუდ-პონგი (Beer Pong)

3a3664fcebea

მინდა გაგაცნოთ მეტად სახალისო თამაში… ვფიქრობ რომ უმეტესობას მოეწონება, ბევრმა შეიძლება იცოდეს. თამაშისთვის მოიმარაგეთ ბეეეეევრი ლუდი, ლუდის ჭიქები, პინგ-პონგის ბურთი და გრძელი მართკუთხა მაგიდა…

დღეს დღეისობით Beer Pong_ს თამაშობენ ჩრდილოეთ ამერიკაში უნივერსიტეტებში და კოლეჯებში (უფრო წვეულებებზე). თამაშის ძირითადი აზრი კი გამახვილებულია ალკოჰოლზე.. ამ თამაშს არასრულწლოვნებისათვის რაღათქმაუნდა კრძალავენ,მაგრამ მთელი ქვეყნის მაშტაბით მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს…

თამაშს საფუძველი ჩაეყარა “საკრამენტოს უნივერსიტეტის საძმოს” მიერ 1950-60 წლებში,სადაც მიიღო სოციალური კულტურის სახე უნივერსიტეტისა…იდეა იქნა აღებული ორიგინალური თამაშის “პინგ-პონგის” მიხედვით მაგრამ შეცვლილია იმით რომ აქ ჩოგნების მაგივრად პონგის ბურთს და 10 ცალ ლუდის ჭიქას იყენებენ… რომლებიც ნახევრად სავსეა ლუდით…+ 1 ჭიქა თითოეულ მოთამაშე იმისთვის რომ უკვე ჩაგდებული ბურთებს წყალი გაავლონ.

ვინაიდან და რადგანაც ეს თამაში “ჩოგნების” გარეშე იყო , სწორედ ამიტომ “Beer-Pong”_ ი შემოიღეს ამერიკის სხვადასხვა შტატებშიც 1980 წელს..

2ab2799a4add

“Beer-Pong”_ში როგორც ჩოგბურთში აქაც ორი მოთამაშე არის წარმოდგენილი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.. გუნდს შეუძლია ჰყავდეს რამოდენიმე მოთამაშე მაგრამ თამაშით ერთი თამაშობს…. თითოეული გუნდი თამაშის დაწყებისას დგება მზა პოზიციაში,ანუ მაგიდის უკან სადაც განთავსებულია გუნდის ჭიქები. თამაშში შეგიძლია გამოიყენო ისეთი ცრუ მოძრაობები (სროლები) როგორიცაა მაგალითად :კარზე მორტყმით თუ ჩავარდა მოწინააღმდეგის ჭიქაში, კედლიდან, თვალახვეული და მრავალი სხვა… აუცილებლად სათამაშო მაგიდა უნდა იყოს გრძელი მართკუთხედის ფორმის…

ffefcc908cfe

ხშირად ალკოჰოლის გამო თამაშის ლუდი იცვლება სხვა ნებისმიერი უალკოჰოლო სასმელით. მაგალითად იუტას უნივერსიტეტში, სადაც სასწავლო დასწესებულების ტერიტორიაზე ალკოჰოლის შეტანა იკრძალება, რადგან ხშირია მომენტები, როდესაც სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და ამ თამაშში ჩართულნი არიან არასრულწლოვნები..

არსებობს ცოტა, მაგრამ უნივერსალური წესები ან შეგვიძლია ოფიციალურიც ვუწოდოთ…
1. როდესაც ერთი მხარე გზავნის ბურთს წაინააღმდეგო მხარეს… თუ ბურთი მოხვდა ჭიქაში მაშინ,ჭიქის მფლობელი მხარე იძულებულია დალიოს შიგ არსებული სასმელი,
2. აცდენის შემთხვევაში შეტევა გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს
3.აცდენად ჩაითვლება ასევე თუ ბურთი ჭიქის თავთან ტრიალებს და თუ მას ერთი სულის შებერვით და მოასწრებ ამოგდებას
4.მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ (ზემოთაღნიშნული) ცრუ ანუ არაორდინალური სტყორცნები
5. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის ნასროლი ბურთი ჩავარდება ბოლო რიგში მყოფ რომელიმე ჭიქაში,მას აქვს უფლება მოწინააღმდეგეს დაალევინოს ის ჭიქა რომელშიც ბურთი ჩაუგდო და მისი სურვილისამებრ
აურჩიოს კიდევ ერთი ჭიქა ბონუსის სახით და რათქმაუნდა ისი უნდა დალიოს ამ შემთხვევაში დაზარალებულმა
6. თუ მოთამაშე შეამჩნევს მოწინააღმდეგეს მალულად რომ ის ჩვეულებრივ სხვამს ჭიქით ლუდს და გართულია ლაპარაკში(არ აქვს მნიშვნელობა ის იმ მომენტში თამაშობს თუ არა
ანუ თუ ის იმყოფება და ითვლება გუნდის რიგებში) .. მას შეუძლია განახორციელოს შეტევა მოწინააღმდეგის ხელში არსებულ
ჭიქაზე და ბურთის ჩავარდნის შემთხვევაში გუნდი იმარჯვებს…
7. ასევე , ვინც პირველი დააცლევინებს მოწინააღმდეგეს ჭიქებს ის გუნდი იმარჯვებს…
8.წაგებული გუნდი ასრულებს იმ დავალებას რაც თამაშამდე იყო შეთანხმებული…. (რაღათქმაუნდა “ჩათრობა” იგულისხმება) ან რაიმე სახის პრიზი,მაგრამ წაგებული ფხიზელი ვერც ერთ
ვარიანტში წავა სახლში
9.ჭიქები ივსება ნახევრამდე…

cd55a88b8cb3

ძირითადი სტყორცნები სამი სახისაა :
1. “ნახტომით სროლა” _ ანუ როდესაც ბურთი ხვდება მაგიდას და შემდგომ ვარდება ჭიქაში
2.”სწრაფი ბურთი” _ ანუ როდესაც სროლა პირდაპირ ჭიქისკენ ხორციელდება
3.”რკალური სროლა” _ ანუ როდესაც ბურთი ზედა რადიუსიდან ვარდება ჭიქაში

“დაათვრე სანამ დაგათრობენ” <– მემგონი სწორი დევიზია? ( წყარო მე..ნუ დევიზი)
მემგონი ცუდად არ ავხსენი რავიცი.. მინდოდა მეჩვენებინა და მომეთხრო ამ მეტად კარგი თამაშის შესახებ…
P.S_ ეხლა ქართველების ამბავი რომ ვიცი მაინცდამაინც თუ გადაწყვეტთ თამაშს, და თუ შეთვერით ერთმანეთს ნუ გალახავთ : “ეე ბიჭო შენ ვის ჭიქაში აგდებ ბურთსო” :matraxi: (არ გამიკვირდება)
და მერე მე არავინ მიმაწყევლოს :D :D ეს იყო და ეს…

აი ლინკი სადაც ფლეშ თამაშიცაა “Beer-Pong”_ ზე

c7fe0d50fe23
თამაშის დროს ჭიქების განლაგების სქემა

98f39dcbb59b

7f3e01aaefb4

ძაანაც ნუ მიბაძავთ

8624d9350909

კინოც გახლავთ ამაზე სახელწოდებით ” Road Trip. Beer Pong ” შეგიძLიათ უყუროთ

მსგავსი ამბები

Back to top button