პროექტი “Natal” Xbox 360-სათვის
როდისმე წარმოიდგენდით კონსოლზე თამაშს თითების გარეშე? ზუსტად თქვენთვის, ვინც მომავლისკენ იხედებით და ახალ ტექნოლოგიებს მიესალმებით, კომპანია მაიკროსოფტი მუშაობს ახალ და სრულიად ინოვაციურ პროექტზე “ნატალი”. ნატალი იქმნება სპეციალურად და ექსკლუზიურად X-Box 360-ისათვის.
“ნატალი”-ს ყველაზე მთავარი პრინციპი არის თქვენი საყვარელი თამაშის გმირის მართვა ყველანაირი კონტროლერის გარეშე. თქვენ ხმოვანი ბრძანებების თქმაც კი არ მოგიწევთ. ნატალს ექნება ასევე ვიზუალურად ადამიანის განსხვავების უნარი, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს მის პროფილში შესვლა საკუთარი სახის ამოცნობით.
როგორც ხედავთ იმას, რასაც ფილმებში ვუყურებთ ნელ-ნელა რეალობად იქცევა. მართალია ამ პროექტის გაშვების თარიღი უცნობია, მაგრამ მაიკროსოფტს არ სჩვევია “Fake” სიახლეები.
ეხლა კი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეობი, თუ რა შეუძლია რეალურად ამ ალბათ მომავალ მე-8 საოცრებას :)
Project Natal Demo
Milo – For Project Natal
Ricochet demo
Painting Demo