ყველაზე ძვირი საწოლი დამზადებულია ქაშმირისა და აბრეშუმისაგან მისი ღირებულება 59,750 დოლარს შეადგენს
ყველაზე ძვირი აბაზანა აბაზანა დამზადებულია სუფთა სპილენძისაგან და მისი ღირებულება 67,557 დოლარია
ყველაზე ძვირად ღირებული მაგიდა დამზადებულია კომპანია “Parnian Furniture Design”-ის მიერ და ის 6 ეგზოტიური ხისგან არის შექმნილი. მისი ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს
ყველაზე ძვირი სკამი (ტაბურეტკა :lol2: ) დამზადებულია ოქროსგან და 1.3 მილიონი დოლარი ღირს
როკოკოს სტილის მაგიდა შექმნილია მუხის ხისგან დიზაინერ Carlo Mollino მიერ 1949 წელს. ის გაიყიდა Christie ის აუქციონზე. მისი საწყისი ფასი 3.8 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ მაგიდა 4.6 მილიონ დოლარად გაიყიდა
დრაკონის სკამი – ყველაზე ძვირად ღირებული სავარძელი – შექმნილია ირლანდიელი დიზაინერის Eileen Gray-ის მიერ 1917-1919 წლებში. ფიქრობდნენ, რომ ის 2-3 მილიონ ევროდ გაიყიდებოდა, მაგრამ ყველას გასაოცრად ის 21.9 მილიონ ევროდ გაიყიდა
ყველაზე ძვირი კარადა ეკუთვნოდა Henry Somerset-ს. მან 1726 წელს ფლორენციაში ამ კარადის დამზადება შეუკვეთა. კარადას 6 წლის განმავლობაში 30 კაცი ამზადებდა. ეს კარადა ლონდონის აუქციონზე 36.7 მილიონ დოლარად გაიყიდა.