გართობა

ღია ზოოპარკი სინგაპურში

325ec50213b1
სინგაპური- დინამიური ქალაქია მკაფიო ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით; სინგაპური სხვადასხვა სტილის კულტურათა მიქსით, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზით გამორჩეული ქალაქია.
ხოლო სინგაპურის ზოოპარკი საუკეთესოა მსოფლიოში. სინგაპურში არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და უჩვეულო ღია ზოოპარკი მთელ მსოფლიოში. ყველა, ვინც კი ოდესმე ეწვია ამ ზოოპარკს დარჩნენ აღფრთოვანებულები, მოხიბლულები და აღტაცებულნი.
164029ee89f9

ეს ზოოპარკი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დიდი ღია ტიპის -გალიების გარეშე- ზოოპარკია მსოფლიოში. მისი ფართობი არის ტროპიკული ტყით დაფარული 28 ჰექტარი.
ზოოპარკის შესასვლელში ყოველთვის რიგებია, მაგრამ აქ მოგემსახურებიან სწრაფად, ასე რომ ბილეთის შეძენა არ არის პრობლემა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 3 ვარიანტი: შესვლა, შესვლა და ნავი, შესვლა და შეუზღუდავი მგზავრობა ტრამვაი-ელექტრომობილით, რომელშიც ხალხი ზის.

d1b8fe333a47
ამ ზოოპარკში ცხოველების უნიკალური კოლექციაა. ასეთი კოლექციით ევროპული ზოოპარკებიც ვერ დაიკვეხნიან. მნახველებს აქ სთავაზობენ ბუნებრივ პირობებში არა მარტო ცხოველების დათვალიერებას, არამედ ნავით, მინიატურულ მატარებელში ან სკუტერით სეირნობას. ასევე მსურველებს შეუძლიათ აქ აღნიშნონ დაბადების დღე, რომელიმე დღესასწაული და ქორწილიც კი გადაიხადონ.
ამ ზოოპარკში ბინადრობს ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი, დაახლოებით 1500 განსხვავებული სახეობა. მათი საერთო რიცხვი 13 ათასზე მეტია.
ზოოპარკში არის 200-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი, 150 სახეობის ფრინველი , 82 რეპტილია და 5 ამფიბია

4b4fbe90e568
სინგაპურის ზოოპარკი გაიხსნა 1973 წელს და მიუხედავად იმისა, რომ მას მოკლე ისტორია აქვს, ეს ღია ზოოპარკი ნამდვილი საოცრებაა. გამორჩეულია თავისი შესანიშნავი ლანდშაფტით. ის ანვითარებს ღია პარკის კონცეფციას: ცხოველები არ არიან ტრადიციულ გალიებში, არამედ მათთვის შექმნილია ღია გარემო. აქ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე დიდი დატყვევებული ორანგუტანგი, სახელად Old Oak „ოლდ ოუკი“.
ზოოპარკის მახასიათებელია გასართობი ატრაქციონები. შეგიძლიათ ისიამოვნოთ საუზმით ცხოველებთან ახლოს

9d9ad03b2245
ასევე ზოოპარკში არის აკვარიუმი და რეპტილიების პარკი.
2008 წელს ზოოპარკს ეწვია 3 მილიონზე მეტი ვიზიტორი.

eed177d9832c
იმისათვის რომ ავღწეროთ ზოოპარკის და მისი ბინადარების მთელი სილამაზე , არ გვეყოფა სიტყვები, ასე რომ თავად ნახეთ სურათები…
4fc4df2bddde

d09adc7eb5a8

8db4f5f1cd19
3d4c489e4576
81c3720516b0
df8233c3544d
b560653620e2
4c637c8df490
e87d35e056c8
3d6b49c10c1c
89716f62e31b
dee979d2c5da
73aa81d59fd6
1c06de10057d
42db85e7f0e6
b1c6743b4c84
a38f696755de
cc2ee4e07abb
58e13746cb42
be9558f9f457
66fc2c9b30dc
300eba390227
27600f476254
bf2d69a9b7e4
fadb2a6db153

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button