არქივი

სიკვდილი და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

313bc04a9a6d

რა ხანია პოსტი არ დამიდია საიტზე…არც მეცალა.როგორც იქნა მოვიცალე ცოტა.იმედია დაგაინტერესებთ.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,ისევე როგორც სიცოცხლეს.ყველამ ვიცით რომ სიცოცხლის ბოლო არის სიკვდილი.მინდა ცოტაოდენი მოგიყვეთ მასზე…
1.სიკვდილის “მახარობელნი”
სხვადასხვა ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ცხოველი,ან ბუნებრივი მოვლენა..ზოგადად მიაჩნიათ,რომ ეს შეიძლება ცხოველი იყოს,რომელის მდგომარეობა შეიცვლება,თუ პატრონის სიკვდილი ახლოვდება.ხშირად ცუდ ნიშნად მიაჩნიათ მუქი ფერის ცხოველები,მაგალითად ყვავები,ყორნები…რომლებიც ამა თუ იმ სახლზე დაჯდებიან

2.ცეცხლი
ფოსფორიზირებული ცეცხლი,რომელიც მომაკვდავთ ხშირად ელანდებათ,რომელიც ცაში ღრუბლებივით დაცურავს.მათი ფერი შეიძლება იყოს წითელი,ცისფერი ან თეთრი.მათი დანახვა შესაძლებელია როგორც შენობაში ასევე გარეთაც.ისინი გადაადგილდებიან ან ძალიან ახლოს მიწასთან,და განწირულთა სახლებს ეხებიან,ან ძალიან ახლოს ჩნდებიან უბედურთან…ინგლისურში ასეთი ცეცხლისთვის,რომელიც სიკვდილის ასახავს არის ბევრი ტერმინი corpse candles, jack-o’-lantern, ignis fatuus, corposant, fetch-candles, fetch-lights…ბევრს სწამს,რომ ეს ცეცხლი ზუსტად სიკვდილის მომასწავებელია.


3.მოლანდებები

მომაკვდავ ადამიანს ხშირად ელანდება მისი გარდაცვილილი ნათესავები,მეგობრები და ის ადგილი სადაც იგი აღმოჩნდება სიკვდილის შემდეგ.ბევრს მიაჩნია რომ ასეთი მოლანდებები ამტკიცებს ცხოვრებას სიკვდილის შემდგომ.მოლანდებები დამოკიდებულია ადამიანის სოციალურ,რელიგიურ,რასობრივ და კულტურულ სტატუსზე.ასეთი მოლანდებები ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც კი გვხვდება,მაგალითად ფრედერიკ მაიერსის,ერმუნდ გერნის რომლებიც ამას მე19-ე და მე-20-ე საუკუნეებში ასახავდნენ თავიანთ ნაწარმოებებში.

4.ადამიანის დამარხვის რიტუალები და წეს-ჩვეულებები
საზოგადოებაში მიცვალებულის მოსაშორებლად ბევრი ხერხი არსებობს,რომლებიც რათქმა უნდა დაკავშირებულია წეს-ჩვეულებებთან,რელიგიასთან,კულტურასთან…ზოგ ქვეყანაში ადამიანს მიწაზე ტოვებენ,ან ხის ტოტებზე კიდებენ,ზოგში-სპეციალურ სახლებში ასვენებენ,ზოგში- წვავენ ადამიანის სხეულს…

5.სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ამას თითქმის ყველა რელიგია აღიარებს,რომ ადამიანს სული გააჩნია,გარდა ბუდიზმისა-მათ მიაჩნიათ რომ ადამიანი უსულოა.ბევრ ფსიქოლოგს არ სჯერა სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ.ერთ-ერთი ანთროპოლოგი აღნიშნავს რომ,ადამიანის სულის შენარჩუნება,სიკვდილის შემდეგ სჯეროდათ ოდესღაც,ისევე როგორც სჯეროდათ ადამიანის სულის გარდსახვა ცხოველში ან ფრინველში..სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ- ეს ისაა რაც ყველას სჯერა,და ამის მიზეზს შორეულ წარსულში მივყავართ..

6.რეინკარნაცია
ეს არის წარმოდგენა იმის შესახებ,რომ ადამიანი როდესაც კვდება,მისი სული გადავა სხვა სხეულში და დაიწყებს ახლიდან ცხოვრებას.ამის არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნებში სჯერათ,არამედ ევროპის ბევრს ქვეყანაშიც.გამოკითხვის თანახმად,რომელიც 1981 წელს ჩატარდა,აშშ-ს მოსახლეობის 26% სჯერა რეინკარნაციის.არის ასევე ასეთი მოსაზრება,რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული იყოფა ორ ნაწილად,ერთი აგრძელებს ცხოვრებას,ხოლო მეორე კი აგრძელებს ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ(სამოთხეში ან ჯოჯოხეთში).

სულ ესაა რისი მოყოლაც მინდოდა,არის კიდევ ბევრი მოსაზრება,სიცოცხლეზე,სიკვდილზე,სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ,მაგრამ თავს არ მოგაწყენთ.
მადლობა ყველას ვინც შემოიხედა და წაიკითხა :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button