საკითხავისურათები

გამჭვირვალე არსებები


ასეთი პოსტი უკვე იდო, მაგრამ მხოლოდ სურათები, ამიტომაც გადავწყვიტე მცირე ინფორმაციაც დამედო

1. გამჭვირვალე ბაყაყი

ასეთი ბაყაყები გავრცელებულია ვენესუელაში. არიან მწვანე შეფერილობის და ამავე დროს გამჭვირვალეები. გარედან შეგიძლიათ დაინახოთ გული, ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ა.შ.

2. გამჭვირვალე თევზი

ამ საოცარ თევზს ეძახიან Barreleye-ს. მას მხოლოდ თავი აქვს გამჭვირვალე და ცილინდრული თვალები, რომლებსაც ხანდახან შიგნით ყოფს (თავში). ამ დროს თვალები გარედან დაფარულია მწვანე ფერით. თვალები წინ აქვს წამოწეული მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა საკვებს ეძებს. პირის ზევით აქვს ორი ლაქა, რომლებიც თვალებში არ უნდა აგერიოთ. ეს არის ყნოსვითი ორგანოები, ნესტოები.

3. გამჭვირვალე პეპელა

ეს ლამაზი პეპლები არიან ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკაში და პანამაში. ისინი მთლიანად არ არიან გამჭვირვალეები, მხოლოდ ფრთები აქვთ ასეთი. ფრთებზე აქვთ შავი ძარღვები. ერთი შეხედვით მოგაგონებთ მინას.

4. გამჭვირვალე კალმარი

ოკეანის მობინადრე უცნაურ კალმარს აქვს მანათობელი ორგანოები. მას აქვს შესაძლებლობა, რომ ბურთივით დამრგვალდეს, წყლის ზღარბის მსგავსად.

5. ზოლიანი თევზი

ეს თევზი მეცნიერებმა გამოიგონეს 2008 წელს, რათა დაავადებების დროს უკეთესად შეძლებოდათ მისი შესწავლა. ზოლიანი თევზები ძალიან გავრცელებულია სკოლებშიც, ბავშვები აკვირდებიან გარედან და შეისწავლიან მათ ორგანოებს.

6.გამჭვირვალე ყინულის თევზი

ეს თევზები გავრცელებული არიან ცივ წყლებში, ანტარქტიკის გარშემო. იკვებებიან სხვადასხვა თევზებით. მათი სისხლი გამჭვირვალეა , რადგან არ გააჩნიათ ჰემოგლობინი. ტანი მთლიანად გამჭვირვალე აქვთ, მხოლოდ გული აქვთ ვარდისფერი.

7. გამჭვირვალე თევზი

ამ თევზებს უწოდებენ Phronima-ს. ეს უცნაური არსება ნაპოვნია ატლანტის ოკეანეში. იმდენად გამჭვირვალეა, რომ მისი შემჩნევა ძალიან ძნელია, თუმცა მას შეუძლია სხვადასხვანაირი ფერი მიიღოს. გამჭვირვალე მხოლოდ თავდაცვის მიზნით ხდება.

8. წყლის გამჭვირვალე კიბორჩხალა

ეს კიბორჩხალები ჰავაის წყლებშია ნაპოვნი, გარეგნობის გამო ძალიან ჰგავს მედუზას.

9. გამჭვირვალე სალპი

ეს არსებები ჰგვანან მედუზებს, თუმცა ცნობილები არიან როგორც სალპები. იკვებებიან წყლის პატარა მცენარეებით, რომელსაც ფიტოპლანკტონი ჰქვია. სალპები გამჭვირვალე და მოგრძო ფორმის არსებები არიან. იზრდებიან 10 სანტიმეტრამდე (სიგრძეში)

10. გამჭვირვალე მედუზა

ალბათ ბევრი გამჭვირვალე მედუზა გინახავთ. ისინი არიან ყველა ოკეანეში, ასევე ზღვებშიც. უამრავი მედუზა იმდენად გამჭვიირვალეა, რომ მათი შემჩნევაც კი ძნელია. ფაქტიურად წყლის ფერი არიან. ზოგიერთ მათგანს აქვს მანათობელი ორგანოები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close