არქივი

“ღვთაებრივი ქარი”

72d31356a637
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ აშშ_ის წინააღმდეგ დაიწყო კამიკაძეების (თვითმკვლელი მფრინავების) გამოყენება.ეს სტატია სწორედ ამ მოვლენას ეხება.

“კამიკაძე” იაპონური სიტყვაა და “ღვთაებრივ ქარს” ნიშნავს.1274 და 1281 წელს იაპონიის დაპყრობა ორჯერ სცადა მონღოლეთის ძლევამოსილმა იმპერიამ.მონღოლთა ფლოტი იაპონიის ნაპირებს უახლოვდებოდა,სწორედ ამ დროს კი მათ თავს ტაიფუნი დაატყდათ,რის შედეგადაც ფლოტი განადგურდა.იაპონელებმა ეს ხსნა ღმერთს დაუკავშირეს და ამ ტაიფუნს სახელად “კამიკაძე” შეურჩიეს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ეს სიტყვა ტრანსფორმირდა და იქცა თვითმკვლელ მფრინავთა აღმნიშვნელ ტერმინად.

მეორე მსოფლიო ომში იაპონია აქტიურად ჩაერთო.მათი განზრახული ჰქონდათ წყნარი ოკეანის მთლიანი ოკუპაცია.მათ 1941 წელს პირველი საჰაერო იერიში მიიტანეს პერლ-ჰარბორის ამერიკელ ბაზაზე.ამერიკელთათვის ეს თავდასხმა მოულოდნელობა აღმოჩნდა და მსხვერპლი კატასტროფული აღმოჩნდა.
შემდეგი ნაბიჯი იყო შეტევა ფილიპინებისა და ავსტრალიის მიმართულებით.იაპონელებმა დაიპყრეს ფილიპინები და უკვე ავსტრალიას უახლოვდებოდნენ.თუმცა აშშ არ აპირებდა უმოქმედოდ ყოფნას,და 1942 წლისათვის ამერიკამ თავისი ფლოტი გადმოისროლა იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისაკენ.

1942 წლის ივნისში წყნარ ოკეანეში მიდუეის ატოლთან მოხდა ამერიკა-იაპონიის ფართომასშტაბიანი საზღვაო შერკინება.ამ ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა ამერიკელთა ფლოტის სიძლიერე.იაპონელებმა მედგრად იბრძოლეს თუმცა შეიარაღების სიმცირის გამო დათმეს ბრძოლა.ეს კი იყო იაპონიის უკუსვლის დასაწყისი.

ამ დროს იაპონია იყენებდა შემდეგ თვითმფრინავებს:Mitsubishi A6M Zero,Nakajima B6N,Yokosuka P1Y და Mitsubishi G4M.აღნიშნული თვითმფრინავები სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდებოდნენ ამერიკულ P-51 “მუსტანგს” და მათ წინააღმდეგ პირისპირ ბრძოლა აზრს კარგავდა.

Mitsubishi A6M Zero

39be4b7e6b07

Nakajima B6N

c764023590ed

Yokosuka P1Y

9255a84230d9

Mitsubishi G4M

02159e97229f

P-51

0484001908b0

ასევე იაპონია განიცდიდა პროფესიონალი პილოტების სიმცირეს,არ ჰქონდათ დიდი ოდენობით საწვავი და თვითმფრინავის დეტალები.
ეს საკითხი კი იაპონიის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებდა.ამიტომ მივიდნენ საკმაოდ უცნაურ გადაწვეტილებამდე-1944 წლის ოქტომბერში იაპონიის საზღვაო ფლოტის ვიცე-ადმირალმა ტაკიძირო ონისიმ გადაწვიტა შეექმნა სპეციალური ქვედანაყოფი.ქვედანაყოფში შევიდოდნენ თვითმკვლელი მფრინავები,რომელიც იაპონიისათვის თავს გაწირავდნენ და ასე შეეცდებოდნენ ამერიკელთა ექსპანსიის შეჩერებას.მან ბრიფინგზე განაცხადა:”მე ვერ ვხედავ სხვა გზას გარდა “კამიკაძეთა” თავგანწირვისა,ჩვენ მოვამზადებთ კამიკაძეებს.ისინი კი 250 კგ ბომბით აღჭურვილი თვითმფრინავებით შეასკდებიან ამერიკელთა ავიამზიდებსა თუ კრეისერებს.” სწორედ ტაკიძირო ონისი ითვლება “კამიკაძეების მამად”.

ტაკიძირო ონისი

a17d8bcd7279

ამერიკელები დიდ წარმატებას აღწევდნენ წყნარი ოკენიას კამპანიაში,მათ უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე კუნძული,მათ შორის სოლომონის კუნძულები.ფილიპინებს ისევ იაპონია აკონტროლებდა,თუმცა ამერიკელები გეგმავდნენ თავდასხმას.სწორედ აქ ხდება ყველაზე ფართომასთტაბიანი ბრძოლა წყნარი ოკეანის ფრონტზე.

“კამიკაძეთა” ქვედანაყოფის “ნათლობა” 1944 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.ორმა კამიკაძემ იერიში ავსტრალიური ფლოტის ფლაგმან “ავსტრალიაზე” მიიტანა.შეჯახების შედეგად ხომალდზე 30 ადამიანი დაიღუპა,თუმცა “ავსტრალია” გადარჩა.

ad1c03fd3e99

323876d7ec3b

0faa4bb4ee6c

შემდგომ პერიოდში კი “კამიკაძეების” შეტევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი შეტევა ოკინავისბრძოლის დროს მოხდა,სადაც 1465 “კამიკაძე” მონაწილეობდა.ამ ოპერაციის დროს ამერიკელთა დანაკარგები დიდი იყო-ჩაიძირა რამდენიმე ავიამზიდი და 25 ხომალდი.
კამიკაძეთა საწინააღმდეგოდ რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს-კამიკაძეთა გამოჩენისას პირდაპირ ცეცხლს უხსნიდნენ ხომალდების ტყვიამფრქვევეიდან ან კიდევ ახორციელებდნენ საპასუხო ავიადარტყმებს “კამიკაძეებზე”.
ამ მეთოდებმა შედეგები გამოიღო და ამერიკელებმა ოკინავას ოპერაციის დროს 1455_დან 90 % თვითმკვლელი ჰაერში გაანადგურეს.

e9356b39b1ba

c4f2ea5bbd17

4c02509eccc1

იაპონიამ მაინც ვერ გაუძლო ამერიკელთა შეტევას და 1945 წელს დაპყრობილი აღმოჩნდა და კაპიტულაციაც გამოაცხადა.კაპიტულაციამდე კი საშინელება მოხდა სახელად “ჰიროსიმა და ნაგასაკი”.

ომის დამთავრების შემდგომ გაირკვა,რომ ბრძოლაში სულ 2500მდე კამიკაძე მონაწილეობდა.მათ მოახერხეს 100მე ამერიკული სამხედრო ხომალდის ჩაძირვა.გარდა ამისა მათ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციეს ამერიკელი სამხედროები,მათთვის წარმოუდგენელი იყო სამშობლოსათვის თავის გაწირვა აღნიშნული ხერხით.

კამიკაძეების უმეტესობა სტუდენტი იყო,.კამიკაძეობის მსურველი საკმაოდ ბევრი იყო,თუმცა არასაკმარისი აღმოჩნდა თვითმფრინავები.
იაპონელთა ასეთი პატრიოტიზმი არცაა გასაკვირი,რადგან ყოველივე ეს მათ კულტურაში დევს.თუნდაც ავიღოთ სამურაების კოდექსი “ბუშიდო”.
იაპონელებს სიკვდილი სამშობლოსა და იმპერატორისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.კამიკაძეებს,როგორც გმირებს ისე მოიხსენიებენ და ლოცულობენ მათთვის.

b3b8e32b133b

8fe08ed74b07

85d9ae570e5d

73ac85f5182c

68b476d0e4dd

146a35df369e

137c96900772

fda4cfc7037b

c9d10e926dec

6320f27f05e4

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button