უცნაური

ცეცხლისმფრქვეველი “დრაკონი”

df66625542d5

1) ევროპის ისტორიაში, თუკი ლეგენდას ვენდობით, ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ფოიერვერკი მოაწყვეს კრაკოვში.  მას განსაკუთრებული, მისტიკური დანიშნულებაც ჰქონდა. ამ სანახაობით მითიური მეფის, კრაკისა და მისი მცველი დრაკონის გულის მოგება განიზრახეს, სწორედ ამ მეფის სახელმა დაუდო საფუძველი ქალაქის სახელსაც.
ბაბელის კონცხზე, გამოქვაბულში, ცხოვრობდა სამთავიანი დრაკონი, რომელიც შიშის ზარს ცემდა ყველას. მოსახლეობამ ააგო უზარმაზარი ფორანი, პირამდე დატვირთა დენთით, მიაგორა გამოქვაბულთან და პატრუქს მოუკიდა. ზალპი ისეთი ძლიერი იყო, რომ კონცხი თითქმის მთლიანად ჩამოინგრა. გაჩნდა უზარმაზარი ნაპრალი რომელსაც დღესაც აჩვენებენ ტურისტებს. XX საუკუნის 70-იან წლებში გამოქვაბულის წინ სამთავიანი დრაკონის სკულპტურაც აღმართეს, რომელიც ცნობილ მოქანდაკე ბოლესლავ ხრომოვს ეკუთვნის. ბუტაფორიული მონსტრის პირიდან დროდადრო ცეცხლის ალი ამოიფრქვევა, რასაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ტურისტები.

2f515e2f177b
2) ყველაზე გრანდიოზული ცეცხლოვანი შოუ, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა მოაწყვეს ამერიკელებმა 1985 წელს. თავისუფლების ქანდაკების იუბილესთვის ფოიერვერკის მოწყობაში სამი პიროტექნიკური კომპანია მონაწილეობდა. ჰაერში 22 000 ფოიერვერკი აიჭრა. ერთოდროულად ისროდნენ 30 ბარჟიდან, ქანდაკების ძირში კი 18 000 ცეცხლოვანი შადრევანი ამოიფრქვეოდა.

3) ერთი გასროლით მოწყობილ ფოიერვერკთა შორის ყველაზე გრანდიოზული იყო იაპონელების მიერ ტბა ტოიაზე შექმნილი სანახაობა, ქალაქ ჰოკაიდოში, 1988 წლის 15 ივლისს. ჭურვისწონა 700 კილოგრამი იყო. აფეთქების დიამეტრმა 1,3 კილომეტრი შეადგინა.

4) 1988 წლის 20 თებერვალს , მალაიზიის ქალაქ ჯოხოოში, ქალაქის მმართველობამ ტურისტების გასარტობად ცაში გაუშვა მსოფლიოში ყველაზე გრძელი “ცეცხლოვანი გველი”. უჩვეულო ფოიერვერკი 3 338 777 პეტარდისგან იყო აწყობილი და მასზე 650 კილოგრამი დენთი დაიხარჯა. “გველი” 6 კილომეტრი სიგრძის იყო და დაახლოებით 9 საათისა და 27 წუთის განმავლობაში ქუხდა.

5) ფლორიდელმა პიროტექნიკოსებმა შექმნეს ყველაზე დიდი მოძრავი “ცეცხლოვანი მზე”. 1992 წლის 14 აგვისტოს, ოჰაიოს შტატში ახალმა სანახაობამ მსოფლიო გააოცა. “მზის” დიამეტრმა 15,5 მეტრი შეადგინა, ის 3 წუთისა და 45 წამის განმავლობაში იწვოდა.

წყარო: ჩემ კომპში არსებული ინფორმაცია

By Malli :>

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button