არქივი

დრაკონის სამკუთხედი

c3e861b34585

ბერმუდის სამკუთხედის გარდა სხვა მსგავსი საიდუმლოებით მოცული ადგილი არსებობს, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი… ერთ-ერთი ასეთია დრაკონის სამკუთხედი, იგივე ეშმაკის ზღვა, რომელიც უფრო საშიში და მისტიკურია ვიდრე ბერმუდის სამკუთხედი. ეს ადგილი შეიძლება მივიჩნიოთ მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალ ადგილად.291

ამ რაიონში დასავლეთ იაპონია, ჩრდილოეთ ტოკიო და წყნარი ოკეანის გარკვეული ნაწილი შედის. ეს ადგილი ვულკანურად აქტიურია და ხშირად გრიგალები იცის. აქ ერთ ღამეში შეიძლება კუნძულებიც კი გაქრეს. გამოცდილი ნავიგატორების მიერ შედგენილ რუკებსა და დოკუმენტებზე ხშირად საკმაოდ ბევრ კუნძულს ვეღარ პოულობენ. ძველ იაპონურ ჩანაწერებში ამ ადგილის შესახებ სხვადასხვა ცნობა არსებობს. ჩვენი წელთაღრიცხვით 1000 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყალქვეშა სასახლეებში დრაკონები ბინადრობენ. ისინი დროდადრო ზღვის სიღრმიდან ამოდიან და უიღბლო ნაოსნები თავიანთ სამფლობელოში მიჰყავთ. სხვადასხვა კატასტროფის მიუხედავად, ამ ადგილს მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაქციეს ყურადღება. მართალია იაპონურ პრესაში დრაკონის სამკუთხედის ზონაში ხომალდების გაქრობაზე იწერებოდა, მაგრამ საერთაშორისო პრესაში ასეთი ცნობები არ მოხვედრილა. ბერმუდის სამკუთხედიც კი იმიტომ გახდა ცნობილი, რომ იგი ამერიკის სანაპიროსთანაა.2lbkos0

ძველად ასეთ შემთხვევებს ღმერთებს, დემონებს და იდუმალ ქმნილებებს უკავშირებდნენ, დღეს – უცხოპლანეტელებს, შავ ხვრელებს, სხვა განზომილებებს, პარალელურ სამყაროს, სამეცნიერო და სამხედრო ექსპერიმენტებს და ა.შ. რაც უნდა იყოს ამ უჩვეულო გაუჩინარების მიზეზი, ფაქტია, რომ ეს სამყარო ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. მეცნიერები, როგორც დრაკონის, ისე ბერმუდის სამკუთხედებში უჩვეულო და იშვიათ ოპტიკურ მოვლენებს, დედამიწის მაგნიტიზმის გარღვევას და სხვა მოვლენებს სწავლობენ. ეს მართლაც ამოუცნობი ადგილია, სადაც საერთაშორისო ექსპედიციებმაც კი ვერაფერი დაადგინეს.

8ca6f64a7595

წყარო: wikipedia.com bliss

d0d9b61d5e04

მსგავსი ამბები

Back to top button