არქივი

უჩვეულო დაავადებები

2dcd64c5eea8

უცნაური და იშვიათი დაავადებები…

696bfbb3b701

ალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომი

აღმოჩნდა, რომ ასეთებიც ხდება… ამ ნეიროლოგიური აშლილობის დროს ადამიანი რთულად ასხვავებს საგნებს ზომის მიხედვით,ის აღიქვამს შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია) . ყველაზე მეტად ასეთი სინდრომი გვხვდება ფსიქოტროპული მედიკამენტების მოწამვლისას ან ტვინის კიბოს დროს

822d3cc8ec11

აფეთქებული თავის სინდრომი

ეს უჩვეულო სინდრომი, საბედნიეროდ არ იწვევს თავის აფეთქებას, მაგრამ ავადმყოფს ესმის საშინელი ხმაური და შეგრძნება აქვს რომ თავი ფეთქდება. ეს სინდრომი ძირითადად ვითარდება დაძინებიდან 2 საათის შემდეგ. ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გაურკვეველია. ყველაზე ხშირად ის ვლინდება გადატანილი დიდი სტრესისა და დაღლილობის დროს. დასვნების შემდეგ ძირითად შემთხვევებში სინდრომის სიმპტომები ქრება.

5e60f43dd944

უცხო აქცენტის სინდრომი

ამ სინდრომის სიმპტომებია (FAS) – მეტყველების აშლილობა, გამოხატული ინტონაციის უმნიშვნელო ცვლილებებში, სისწრაფეში და მახვილში, რის გამოც ავადმყოფის მეტყველება ჰგავს უცხოელის ლაპარაკს, რომელიც ცდილობს უცხო ენის ათვისებას. ასეთი სინდრომი ვლინდება ტვინის სხვადასხვა დაზიანებებისას, ტრამვიდან 2 წლის შემდეგ. 1941 წლიდან სულ 50 შემთხვევაა დარეგისტრირებული. სპეციალური თერაპის შემდეგ ავადმყოფები ხელახლა ”სწავლობენ” სწორად ლაპარაკს, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება იტანჯება ამით.

aa07bc62d7a6

ფატალური ოჯახური უძილობა

ეს მემკვიდრეობითი დაავადება, ცნობილია მხოლოდ 40 ოჯახში. ამგვარი უძილობის დროს ტვინში წარმოიქმნება განსაკუთრებული არე, რონმელიც აფერხებს ძილის ცენტრს, რომელიც იწვევს დაძინების შეუძლეობლობას. ადამიანს უფრო და უფრო უჭირს დაძინება, იღლება, აწუხებს ჰალუცინაციები და თავის ტკივილები და რამდენიმე წლის შემდეგ იღუპება გადაღლილობის გამო.

60cc6117c506

ტკივილის უგრძნობლობა

არებობენ ადამიანები, რომელთაც უმნიშვნელო გენეტიკური მუტაცია ადამიანის სხეულში თიშავს ტკივილის სიგნალების მექანიზმს ნერვებში. ასეთი ცხოვრება – ტკივილისა და ტანჯვის გარეშე – უბრალოდ ოცნებაა ყოველი ადამიანის, მაგრამ სინამდვილეში ავადმყოფი რისკის ქვეშ იმყოფება, რადგან  ტკივილი – ეს საფრთხის ინდიკატორია, რომლის გარეშეც სიცოცხლე ხდება საშიში.ავადმყოფმა კი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიჭრას, დაიწვას და შეცდეს, რადგან ვერ შეამჩნიოს იგი მაშინვე… აშშ-ში ამ სინდრომით დავადებულთა სულ 100 შემთხვევაა ცნობილი

b54ceddc46a9

მაქციის სინდრომი

მეცნიერულად მას ეწოდება ჰიპერტრიხოზისი და გამოხატულია იმით, რომ ადამიანს ეწყება თმის ზრდა – ყველგან და უკონტროლოდ, განსაკუთრებულად სახეზე. ცნობილია მხოლოდ 50 შემთხვევა, უმეტესობა მემკვიდრეობითააა გადაცემული. 2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა აღმოაჩინეს , რომ ტესტოსტერონის ინექცია აფერხებს თმის ზრდას და ასტიმულირებს მის ცვენას უჩგვეულო ადგილებიდან. აი ეს ერთი ვარიანტია ამ დაავადების განსაკურნავად.

b0282917dcf8

სტენდალის სინდრომი

ამ სინდრომის დროს ადამიანი განიცდის ძლიერ მღელვარებას, ცახცახს, ჰალუცინაციებს და თავბრუსხვევას , როდესაც ხელოვნების ნიმუშებს უყურებს. ყველაზე საშიში ადგილი ასეთი ადამიანებისთვის არის ფლორენციაში უფიცის გალერეა. სწორედ ამ გალერეაში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა. პირველად კი ამ შემაშფოტებელ სიმპტომებზე დაწერა სტენდალმა წიგნში ”ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიომდე”.

5a6eab236e5e

მებიუსის სინდრომი

ნეიროლოგიური ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება დაბადებიდანვე და გამოხატულია საკუთარი სახის კუნთების მართვის შეუძლებლობაში. ასეთი ადამიანს არ შეუძლია ღიმილი, სიცილი,ტირილი და თვალების მოძრაობაც კი. მას აგრეთვე უჭირს გადაყლაპვა. საბედნიეროდ ძალიან ცოტა ადამიანია დაფიქსირებული ამ სინდრომით.

8beb3b93ff64

სინესთეზია.

ეს მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიგს რომლებიც მემკვიდრეობით გადაიცემა. ამ სინდრომით დაავადებულს გრძნობის ორგანოები ერთმანეთში ეშლება.მაგ: მას”ესმის” და ”შეიგრძნობს” გამოსახულებას, ”ხედავს” ხმებს.მსოფლიო მოსახლეობის 5% სხვადასხვა ფორმით განიცდის სინესთეზიას. იგი ხშირად უვითარდებათ მხედველობა და სმენა დაკარგულებს, აგრეთვე მსახიობებსა და მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს.

eaa20de3a6de

კოტარდის სინდრომი

ამ სინდრომით დაავადებულნი თავს გრძნობენ მიცვალებულად ან არარსებულად. მას გონია, რომ დაკარგა ყველა საციცოხლო ძალა, სისხლი და შინაგანი ორგანოები. იგი დაკავშირებულია დეპრესიასთან ან სერიოზულ გონებრივ ჩამორჩენილობასთან.

7036fdbb4029

კეპგრასის ცდომილება

დაავადებული ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრი, უფრო ხშირად მეუღლე, სინამდვილეში კლონია. ავადმყოფი უარს ამბობს ძილზე თვითმარქვიასთან. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს ხდება თავის ტვინის დაზიანებისაგან ან მედიკამენტების პერედოზირებისას, ზოგიერთი კი თვლის რომ ეს არის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანების შედეგი

aa9dc9e8489f

ციცერო

ეს სპეციფიკური დაავადება აიძულებს ადამიანს შეჭამოს საჭმელად უვარგისი საკვები. ავადმყოფები ჭამენ ქაღალდს, თიხას, ჭუჭყს, წებოს, ნახშირს და სხვა ნაკლებად მადისამღძვრელ საკვებს. სწავლულთა აზრით ეს სრულიად გამართლებულია: როგორც ადამიანები, ისე ცხოველები, გრძნობენ რა აკლიათ მათ ორგანიზმს სხვადასხვა სასარგებლო მინერალები ან მიკროელემენტები, ცდილობენ შეივსონ ეს უკმარისობა.

15e363aa1f06

დაკარგული გენიტალიების სინდრომი

ამ სინდრომით იტანჯებიან მამაკაცებიც და ქალებიც. ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს ჰგონიათ, რომ მათი მამაკაცური ღირსება პატარავდება და მუცელში ვარდება. ხოლო სუსტი სქესის წარმოამდგენლებს კი ჰგონიათ, რომ მკერდი უვარდებათ სხეულში. ზოგიერთი იჯერებს, რომ ეს ჯადოქრობის შედეგია.

eac3d7b3ef50

ლათა (Latah)

ავადმყოფობა შეინიშნება ზრდასრულ ქალბატონებში. ავადმყოფმა შეიძლება სრულად დაკარგოს კონტროლი თავის ქცევებზე, ბაძავს მეტყველებასა და მოქმედებას ირგვლივ მყოფ ადამიანებს, შეიძლება გადაიქცეს ზომბად, და სრულად დაემორჩილოს ბრძანებას, რომელსაც მას მისცემენ. ასეთ  ქალს შეუძლია უმიზეზოდ დაარტყას ვინმეს, მას მხოლოდ უბრძანეთ…

მსგავსი ამბები

Back to top button