1736-1783 წლებში მოღვაწეობდა ცნობილი ავსტრიელი მოქანდაკე ფრანც ქსავიერ მესერშმიდტი.ეს იყო მართლაც გენიალური ოსტატი,ის ქმნიდა ბიუსტებს სახის გამოკვეთილი მიმიკებით.მისი ქმნილებების სახეებზე ამოიკითხავთ ირონიას,მწუხარებას,აღფრთოვანებას,სიმშვიდეს და სიგიჟესაც კი.ეს ბოლო სიტყვა ტყუილად არ მიხსენებია… დანარჩენი გაგრძელებაში
1770 წლიდან ფრანცს თავისი ბიუსტები კლასიცისზიმს ეპოქაში გადაჰყავს,ამ დროს ფრანცი რომში ჩადის და “მარადიული ქალაქის” არქიტექტურამ მის გონებაში დიდი კვალი დატოვა.ის ერთმანეთში აზავებს კლასიცისზმსა და ძველ რომაულ სტილს,შედეგად კი რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ქანდაკებას იღებს.ეს სახეები საკმაოდ ახლოსაა ძველი რომის იმპერატორების იულიუს კეისრისა თუ ნერონის სახეებთან.
სიცოცხლის ბოლო წლებში ფრანცს ჯანმრთელობა შეერყა,ის მიეძალა ალკოჰოლს,ასევე მას დაეწყო ჰალუცინაციები.მიუხედავად ამისა ეს პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა,მისმა ნაძერწმა სახეებმა უფრო სახასიათო მიმიკები მიიღო.აქ მრავლად შეხვდებით სახეებს “სიგიჟის” ელემენტებით.ეს “სიგიჟე” კი ალბათ ფრანცის ფსიქიკურ მდგომარეობას ასახავდა.
1783 წელს ფრანც მესერშმიდტი გარდაიცვალ,თუმცა მისი სიცოცხლის 47 წელს ტყუილად არ ჩაუვლია და მან რამდენიმე შედევრი დატოვა.
ხელოვნებათმცოდნეები ფრანცის შემოქმედებიდან,უფრო “სიგიჟის” პერიოდს გამოყოფენ.სწორედ ამ პერიოდის ერთ-ერთი ქანდაკება 2005 წელს “სოთბის” აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
Don Mindia