კულტურაუცნაური

მსოფლიოს უცნაური რეკორდები

1581d8ee162d

წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე  უცნაურ რეკორდს

cc9117fbf561

1987 წლის 20-21 ივნისს დუბლინის (ირლანდია) სახანძრო რაზმის 32-კაციანმა ჯგუფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 24 საათის მანძილზე მათ დახურულ სივრცეში ყოველგვარი ტექნიკური საშუალებების დახმარების გარეშე, 508 კილოგრამი სახანძრო მოწყობილობა და 520 კილოგრამიანი სახანძრო ტუმბო 358.8 კილომეტრზე გადაიტანეს.

6ad16a31ffe8

1989 წლის 18 მაისს, 9 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე მათ 63596 კილოგრამი თეთრეულის გარეცხვა მოასწრეს და თავიანთი სიმარჯვით დამსახურებულად დაამშვენეს გინესის რეკორდების წიგნის ფურცლები.

39caa71053c0

96,90 მეტრი იფრინა და არ გატყდა ქათმის კვერცხი, რომელიც რისტო ანტიკაინენ იურკი კორჰონენიმ სიი-ლინიარვიში (ფინეთი) 1981 წლის 6 სექტემბერს გამართულ შეჯიბრზე ისროლა.

812d23f4ad46

ფეხსაცმლის წმენდაში ჩატარებულ შეჯიბრში, რომელშიც ოთხი კაცისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, ლონდონის ქოვენთრ-გარდენის ქრისტეს ეკლესიის საზოგადოების წევრებმა გაიმარჯვეს. 8 საათის განმავლობაში მათ 11651 წყვილი ფეხსაცმლის გაწმენდა მოასწრეს. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც შეჯიბრის მონაწილენი წმენდდნენ, აუცილებლად ვინმეს უნდა ცმოდა

30c731043b13

ბრიტანელმა დეილ ლაიონსმა 4 საათისა და 18 წუთის განმავლობაში სირბილით 48.1 კილომეტრის გარბენა შეძლო. ეს ალბათ მარათონის მორბენალი სპორტსმენებისათვის ვერაფერი შედეგია, მაგრამ ლაიონსს მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელში კოვზი ეკავა, რომელზეც გატეხილი კვერცხის გული იდო

წყარო-miracle.ge

მსგავსი ამბები

Back to top button