საკითხავისასარგებლო

გოთები

1a8ec8804c4f

გოთები XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოჩნდნენ. პირველად ტერმინი – “გოთური” ინგლისურ პრესაში გაჩნდა, როცა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ჯგუფი Joy Division გოთებად აღიარეს. 80-იან წლებში ლონდონში ღამის კლუბი – “დათკეივი” გაიხსნა, სადაც მთელი ინგლისის გოთები იყრიდნენ თავს.

ჩამოყალიბდა ახალი მუსიკალური მიმდინარეობები: გოთიკ-როკი, გოთიკ-მეტალი. მუსიკოსი გოთები ყოველწლიურად ლაიფციგში (ქალაქი გერმანიაში), მუსიკალურ ფესტივალზე იკრიბებიან.

გოთებს იმიჯიც თავისებური აქვთ: მათ ტანისამოსში შავი ფერი ჭარბობს. ზოგიერთი ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებს – მაქმანს, ხელთათმანს (ქალები გრძელ კაბას, მამაკაცები – ფრაკსა და ცილინდრს) იყენებს. ყურადღებას იქცევს რკინის სამკაულები და მკვეთრი მაკიაჟი, რომელსაც მამაკაცებიც იკეთებენ. გრძელ თმას შავად ან წითლად იღებავენ და უცნაურ ვარცხნილობას ატარებენ.

მათ ცხოვრების თავისებური ფილოსოფია, მუსიკა და მსოფლმხედველობა აქვთ. გოთური სტილი გავრცელებულია ლიტერატურაში (ედგარ პო, მერი შელი, ბრემ სტოკერი, ენ რაისი), კინემატოგრაფიაში (“დრაკულა”, “ფრანკენშტეინი”, “ადამსების ოჯახი”), მულტფილმებსა და კომიქსებში.

Mopey Goths-ის მიმდევრებისთვის გოთიკა მთელი ცხოვრებაა. ისინი მარტოსულები, დეპრესიულები და ჩაკეტილები არიან. მათგან განსხვავებით, Perky Goth-ის მიმდევრები ყურადღებას იმიჯს აქცევენ, მათთვის დეპრესია და ჩაკეტილობა უცხო ხილია.

კიბერ-გოთები თმას არაბუნებრივ ფერად იღებავენ, ვარცხნილობაც გამორჩეული აქვთ და თვალებშიც არაბუნებრივი ფერის ლინზებს იდგამენ.

პანკ-გოთი რკინის სამკაულებს ატარებს, დახეული ჯინსი და ტყავის ქურთუკი აცვია.
არსებობს გოთი-ვამპირი, ფეტიშ-გოთი, ვესტერნ-გოთი და ა.შ.

საზოგადოების კონსერვატორული ნაწილი გოთებს აკრიტიკებს. სუიციდის (ზოგიერთი გოთი თვითმკვლელობის ინსცენირებას ვენების ვითომ გადაჭრით ახდენს), დეპრესიის, სატანიზმის, ვანდალიზმისა და სხვა უარყოფითი მოვლენების პროპაგანდაში ადანაშაულებს.

წყარო: :ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close