არქივი

ბნელი აზროვნება…

53fc5aae0eb7
წარმოგიდგენთ დიალოგს, რომელიც ავტობუსში მოვისმინე… მე პირადად როგორც ქართველს მეწყინა :(

დილით წავედი მათემატიკაზე და ვაგზალზე ავტობუსში ავედი. ამ ავტობუსში უკვე გამართული იყო დიალოგი კაცსა და ქალს შორის, უფრო სწორედ, ბებიასა და ბაბუას შორის, რადგან მათი ასაკი 60 მიტანებული ნამდვილად იქბებოდა… მე რომ ავედი მათი დიალოგის თემა იყო ქურდები და მათი ავ-კარგიანობა. შევეცდები რეალურთან მიახლოებულად აღვადგინო დიალოგი და მერე თქვენ განსაჯეთ რა ხდება ამ კაცის თავში.

კაცი: ეს ბაჩო ახალაია რომ დაერია ქურდებს მალე ეტირება დედა…
ქალი: აბა, აბა..!
კაცი: საერთოდ რა ხალხია ამ მთავრობაში, სააკაშვილის მეთაურობით.
ქალი: აბა, აბა..!
კაცი: ღმერთს იმას ვთხოვ, რომ ებრალიძე მოვიდეს და სულ გაასუფთაოს ამათგან საქართველო…
ქალი: ჰოო…
კაცი: მოხდება ეგ ნახე თუ არა. “ტეხნიკით” წამოვა რუსეთი და აიღებს ყველაფერს, მთავრობის სასახლესაც აიღებს და მორჩა.
ქალი: ხო, ალბათ…
კაცი: ხოდა რო წამოვა რუსეთი, ვიქნებით ისევ იმათთან. რა ცუდი იყო?
ქალი: არა, რატომ იყო ცუდი?!
კაცი: რა კარგი ხალხია არიან რუსები, მომენატრა მაგთთან საუბარი, ან რა კარგი გოგონები ყავთ…
ქალი: აბა, აბა..!
კაცი: სოჭის არაჟანს რომ შეჭამდი ის იყო თუ იყო, აბა ახლა რა არის, ცარიელი ნავთობია… ( :wtf: :wtf: )
ქალი: ჰო, აბა…

ძალიან მინდოდა დისკუსიაში ჩავრეულიყავი, უფრო სწორედ დისკუსია არც იყო, გამოზომბებული კაცი, აზომბებდა ქალს…

მსგავსი ამბები

Back to top button