გართობაუცნაური

ყველაზე უიღბლო მძარცველები

8effea3cd8de

უიღბლონი… :)

1. გაუპატიურებული მძარცველი.
ერთმა მძარცველმა გადაწყვიტა ხეირი ენახა 28 წლის პარიკმახერის ბინაში, რომელიც აგრეთვე კარგად ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას. გოგონა არ დაიბნა, დააცხრა ყმაწვილს და ხელბორკილით ბატარეას მიაბა. ამის შემდეგ გულუხვად დაალევინა ვიაგრა და ამით ისარგებლა კიდეც :) და ამგვარი პატიმრობა გაგრძელდა 48 საათი, რის შემდეგაც მძარცველი გათავისუფლებულ იქნა, რომელმაც მაშინვე მიაკითხა საავადმყოფოს დაზიანებული და წახდენილი მამაკაცური ღირსების გამო :))
მან აგრეთვე მიმართა პოლიციას სექსუალური ძალადობის ბრალდებით სიყვარულით აღსავსე პარიკმახერისადმი, რომელიც თავისთვად ირწმუნებოდა, რომ მან დააპურა და ცოტაოდენი ფულიც კი მისცა გზისთვის. საბოლოოდ ორივემ გადაიხდა ჯარიმა – გოგონამ გაუპატიურებისთვის, ბიჭმა – ქურდობის მცდელობისთვის. და აი ასე მშვიდობით დაშორდნენ ერთმანეთს. :)))

2. სიყვარული და სიღარიბე.
კოლუმბუსში, შტატ ოჰაიოში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. 3 მძარცველისგან შემდგარი ჯგუფი შეიჭრა ერთ-ერთ ბინაში, შეაშინა მასპინძლები, მოკრიბა ყველა ძვირფასი ნივთი და დაიმალა. თითქოს ყველაფერი ამით უნდა დამთვარებულიყო,მაგრამ ერთერთი მძარცველი სტეფონ ბენეტი, მალევე დაბრუნდა და ხელი სთხოვა ოჯახის დიასახლისს დიანა მარტინეზს. გოგონამ უჩვეულო ლოველასში ამოიცნო მძარცველი და ჩუმად სთხოვა ოჯახის წევრებს პოლიციის გამოძახება.
სტეფონი პირდაპირ ამ სახლში დააპატიმრეს ძარცვის ბრალდებით და ჩასვეს ციხეში. მისი გათავისუფლების თავდების თანხა შეადგენდა 100 000 დოლარს, რაც რა თქმა უნდა ახალგაზრდა მამაკაცს არ გაჩნდა… ყველაფერი კი სიყვარულის გამო … :)

3. ღვთისმოშიში ქურდი
Advance Americ-ის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა გარეგნულად თითქოსდა ნორმალური მძარცველი. მან ამიღო პისტოლეტი და მოლარეს მოსთხოვა ფული. ქალი,მიხვდა რა მის განზრახვას, ატირდა, და სთხოვა არ დაეშვა ეს შეცდომა, რადგან ღმერთს უყვარს თავისი ყველა შვილი და ასეთი და ამდაგვარნი მრავლად … მოულოდნელად ყველასათვის, მოისმინა რა მძარცველმა მოლარის გოდება, შევიდა მასთან დისკუსიაში, განმარტა , რომ მას არ აქვს ფული, ოჯახს კი რჩენა უნდა. მან შესთავაზა მოლარეს მასთან ერთად ელოცა, პისტოლეტიდან ტყვიები გამოიღო და ქალს გადასცა ნიშნად იმისა რომ გასროლას არ აპირებდა. ამ უჩვეულო მოვლენების შემდეგ, მძარცველმა მოლარეს გამოართვა მობილური ტელეფონი, სთხოვა ტუალეტში ჩაკეტილიყო და 20 წუთის განმავლობაში პოლიციისთვის არ გამოეძახებინა. რის შემდეგადაც სალაროდან 20 დოლარი 5 დოლარიანი კუპიურებით აამოიღო და მიიმალა. დანარჩენი ფული ხელუხლებელი დატოვა. მიუხედავად ვიდეოჩანაწერისა , უჩვეულო მძარცველი ჯერაც არ დაუკავებიათ…

4. უჩვეულო იარაღი
2007 წლის 27 დეკემბერს ლეიჩესტერის ერთ-ერთ ბუკმეკერულ კანტორაში , დაკეტვის დროს შეიჭრა მამაკაცი, რომელსაც ხელში პაკეტში გახვეული მოგრძო ნივთი ეჭირა, რომელიც მოლარეს დაუმიზნა და ფული მოითხოვა. მოლარემ გადაწყვიტა , რომ პაკეტში ცეცხლსასროლი იარაღი იყო და 600 ფუნტი გადასცა, რის შემდეგედაც მძარცველმა ”იარაღი” მენეჯერს დაუმიზნა, რომელმაც იმდენივე თანხა გადასცა.მძარცველი მაღაზიიდან გამოიქცა და ახლომდებარე პაბში შევიდა იღბლიანად დამთავრებული ღონისძიების აღსანიშნავად.მაგრამ მან ვერ შეამჩნია , რომ კანტორიდან აედევნა ერთ-ერთი თანამშრომელი, ამასთანავე ძარცვის ვიდეოჩანაწერიც დარჩა. უიღბლო დამნაშავე პოლიციის პატრულმა დააკავა და აღმოჩნდა, რომ არავითარი იარაღი მას არ ჰქონდა ! პაკეტში მისი დაქალის ვიბრატორი იდო :) . მძარცველი ციხეში 5 წლით ჩასვეს.

5. მძარცველი მოუშორებელი ნიღბით
აიოვას შტატის ერთ-ერთი ქალაქის პოლიციაში გაისმა ტელეფონის ზარი ბინის მფლობელისგან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მის ბინაში შემოიჭრა 2 მძარცველი შავ სამოსში შავად მოხატული სახით და სახლთან ახლოს დიდი თეთრი მანქანა იდგა. ოპერატიული ღონისძიებების შემდეგ პოლიციამ დააკავა თეთრი ავტომანქანა , რომელშიც ორი უცნაური სუბიექტი იმყოფებოდა ჩამოურეცხავი მარკერით(როგორც მერე აღმოჩნდა) მოხატულნი წვერზე, ულვაშებზე და ”სახვევით” თვალებზე.

6. ნამუსიანი ქურდი
2007 წელს ნიუ-მეხიკოში  შეიჭრა უცნობი , ვინმე სიუზი ფრონტეროტის ბინაში და ოჯახის ძვირფასეულობა მოიპარა, რომელიც პატრონისთვის იყო დაღუპული ქმრისა და მშობლების სახსოვარი. რა თქმა უნდა დანაკარგი მტკივნეული იყო, მაგრამ სიუზი მდგომარეობას შეეგუა, მითუმეტეს რომ პოლიციამ მძარცველი ვერ დაიჭირა.
ძარცვიდან 3 წლის შემდეგ სიუზიმ მიიღო ამანათი მოპარული ძვირფასეულობით და წარწერით: ” მომიტევეთ , რომ თქვენი ქონება მოვიპარე, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა მას შემდეგ, მაპატიეთ…”. მან აგრეთვე მოიწერა, რომ დააბრუნებდა მოპარულ 1000 დოლარს , როგორც კი მოაგროვებდა. გახარებულმა სიუზიმ პოლიციას სთხოვა არ დაესაჯათ მძარცველი თუ იპოვიდნენ და მისი ამგვარი საქციელი გაეთვალისწინებინათ.

7. როგორ გავაცინოთ ქურდი
ერთი ოჯახი ოაკ ჰილიდან სახლში დაბრუნდა და საღამოს ოჯახური ფაციფუცისას ქმარმა მეუღლეს სასაცილო ისტორია მოუყვა, რომელიც გადახდა მას , ან მის ნაცნობს. ისტორიის დასრულების შემდეგ სახლის მეორე სართულიდან გაისმა თავშეუკავებელი სიცილი. აღმოჩნდა, რომ მძარცველს, რომელიც იმალებოდა , რადგან ვერ მოესწრო გაქცევა, მასპინძლის მოყოლილმა ამბავმა სიცილი ვერ შეაკავებინა. საინტერესოა რა ამბავი მოყვა ოჯახის უფროსმა :)))

8. სადაა თქვენი საჩივრების წიგნი?
ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში დილით მძარცველი შეიჭრა, მოითხოვა ფული და აღმოჩნდა, რომ სალაროში ნაღდი ფული უბრალოდ არ იყო !მძარცველი ძალიან გაბრაზდა, აიღო საჩივრის წიგნი და ჩაწერა ფულის არარსებობაზე, შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. რა თქმა უნდა ბანკში პოლიციაც გამოჩნდა, რომლებმაც მძარცველს შორს წასვლა არ აცალეს და დააკავეს კიდეც. ბანკის თანამშრომლები, ვიდეოკამერები და ხელწერის ექსპერტიზა გახდა რკინისებური სამხილი და ახლა მძარცველს ციხეში უწევს საჩივრების წერა :)))

მსგავსი ამბები

Back to top button