არქივი

მორზეს ანბანი

6e65f1f7073e

მორზეს ანბანი არის სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალება. მისი საშუალებით ანბანის თითოეული ასოს, ციფრების და სასვენი ნიშნების ნაცვლად გამოიყენება გრძელი და მოკლე სტანდარტული ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალები ან ნიშნები და ცნობილია როგორც „წერტილები“ და „ტირეები“.

470ef603da30

მისი შემქმნელია სამუელ მორზე და პირველად სწორედ მის ტელეგრაფში გამოიყენებოდა 1840-იან წლებში. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა რადიოკომუნიკაციაში 1890-იან წლებში.

1844 წ. 24 მაისს ქ. ვაშინგტონსა და ქ. ბალტიმორს შორის გაგზავნილია პირველი დეპეშა, რომელიც იყენებდა მორზეს მეთოდს.

სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე დაიბადა 1791 წლის 27 აპრილის ჩარლსთაუნში.მორზეს არ ჰქონდა სპეციალური ტექნიკური განათლება, ის იყო მხატვარი, ხელოვნების პროფესორი და ამერიკელი გამომგონებელი. მის განსაკუთრებით ცნობილ გამოგონებას წარმოადგენს — ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი («მორზეს აპარატი», 1836) და მორზეს ანბანი.
გარდაიცვალა 1872 წლის 2 აპრილი ნიუ-იორკში.

SOS სიგნალი მორზეს ანბანის საშუალებით:

df55eeff8232

წყარო:ვიკიპედია და ჩემი ისტორიის წიგნი

–. –..-.– …- .- .-. … ..- -.-. -. .- ..- .-. .. -… .-.. –. ..

smile ;)

მსგავსი ამბები

Back to top button