გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ამბები საკვების შესახებ

0f6490131ee3

საინტერესო  ამბები საკვების შესახებ

80fdacfc348b

XVIII საუკუნის დასასრულს შვეციაში ჩატარდა საინტერესო სამედიცინო ექსპერიმენტი. მეფე გუსტავ III-ს ძალიან აინტერესებდა – მავნებელია თუ სასარგებლო ყავა? ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად მეფემ შეიწყალა ორი სიკვდილმისჯილი ტყუპი ძმა, რომელთაც  ყოველდღიურად უნდა ესვათ ერთს ყავა, მეორეს- ჩაი. ტყუპებს მუდმივ მეთვალყურეობას უწევდა ორი პროფესორი, რომელთაც მცირედი ცვლილებაც კი უნდა ეცნობებინათ მეფისთვის. იმ პერიოდში ყავისადმი დამოკიდებულება ისეთი იყო, რომ ტყუპისცალი, რომელიც ყავას იღებდა ყოველ დღე ერთი წლის თავზე უნდა გარდაცვლილიყო საშინელი წამებით.
სინამდვილემ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თანაც საკმაოდ ცინიკური მეთოდით. პირველი ამ ხუთეულიდან გარდაიცვალა ორივე პროფესორი; მესამე  გახლდათ თავად მეფე, ხოლო ტყუპებმა ამ მეთოდით ყველაზე დიდხანს გაძლეს, ამასთან საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე. და მათგან პირველი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ის , რომელიც სვამდა … ჩაის :)

6c1a88fe92e3

საკვებში გამოყენებულმა ხაშხაშის თესლმა შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია სისხლში ნარკოტიკების ტესტზე.

2c9487e374e1

სკანდინავიის ქვეყნებში გავრცელებულია გაფუჭებული თევზის კერძები. მაგალითად ისლანდიაში კერძი ”ჰაკარლი” (Hákarl) მზადდება ზვიგენის გაფუჭებული ხორცისგან, ხოლო შვედური ”სიურსტრომინგი” (Surströmming) – ამჟავებული ქაშაყისგან.

d4332e2073c8

XIX საუკუნის შუამდე რესტორნებში ერთად მოჰქონდათ ყველა შეკვეთილი კერძი – ასეთი მეთოდით მომსახურებას ეწოდება – service à la française (ფრანგული სისტემა). 1830-იან წლებში საფრანგეთში იმყოფებოდა რუსი კნიაზი ალექსანდრე კურაკინი, რომელმაც რესტორატორებს ასწავლა სხვაგვარი სისტემა – კერძების თანდათანობით ჩამოტარება, რომელიც თანამედროვე რესტორნებში ყველაზე პოპულარულია და service à la russe ეწოდება.

13b7eb070e56

ყველი კამამბერი, რომლის გემო სოკოსაც კი მოგაგონებთ, აუცილებლად უნდა გამოიყენო რაც შეიძლება ახლოს ვადის გასვლამდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ.

58a72dd20b30

მწეველებისთვის არ შეიძლება სტაფილოსა და პომიდორის ჭამა. მათში შემავალი ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ იცავს უჯრედებს ავთვისებიანი წარმონაქმებისაგან, მწეველებისთვის ზიანის მოატანა შეუძლია. ის მწეველის ორგანიზმში რეაგირებს კანცეროგენულ ნივთიერებებთან, რომელიც თამბაქოს კვამლშია და თავადაც გარდაიქმნება კანცეროგენად.

21664d0bd561

რუჯის მოყვარულებმა ზაფხულში ხშირად უნდა მიირთვან პიცა. გერმანელმა სწავლულებმა პიცაში აღმოაჩინეს ისეთი კომპონენტები, რომელიც კანს იცავს მზის დამწვრობისაგან. ერთი საშუალო ზომის პიცა დამწვრობისაგან დაგიცავთ დაახლოებით 2 კვირა.

258d9408e4a7

ძველ დროში, როცა კიტრი უიშვიათესობას წარმოადგენდა, თურქმა სულტანმა მუჰამედ მეორემ, რომელიც გამოირჩეოდა სისასტიკითა და სიძუნწით, ერთხელაც  გასცა განკარგულება ყველა მისი ქვეშევრდომი მუცელზე გაეკვეთათ, რათა გაეგო, თუ ვინ შეუჭამა ერთი ცალი კიტრი, იმ კიტრებიდან რომელიც მას საჩუქრად მოიუძღვნეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close