უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 1)

debdb4031fc2

თავი მეშვიდე

_ რას აკეთებ, შემოვა ახლა პაპა და მერე… _ ეს სიტყვები სიცილმა შეაწყვეტინა წითელქუდას, რომელსაც ნაცარქექია მუცელზე კოცნიდა.
_ პაპა რა, ჩვენხელა არ ყოფილა თუ რა? _ ისევ თავისას აგრძელებდა.
_ გააჩერე ახლა ხელები, შე დეგენერატო! _ თან სიცილი ისტერიულ სახეს იღებდა.
_ მლანძღავ, ხო? _ თუმცა ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ისინი ვარდისფერ გადასაფარებლიან ტახტზე იწვნენ, რომელსაც ზედ ჩურჩხელები ეხატა.
ოთახში სიბნელე იყო, მხოლოდ ფანჯრიდან შემოდიოდა მბჟუტავი სინათლე, რომელიც ამ, ისედაც ეროტიულ სცენას, მეტ ინტიმურობას სძენდა. ნაცარქექიაც ხომ კაცი იყო, ბოლოს და ბოლოს. კაცი და თან, რა კაცი! მაგრამ ქალმა მაინც თავისი გაიტანა და წითელქუდამ იმდენი ქნა, რომ ნაცარამ თავი გაანება.
_ აჰა, გავჩერდები და ერთი, ათ დათვლაში არ შემოსულა, მერე ნახავ, რასაც გიზამ!
_ შენ რა, ათ დათვლაში აპირებდი ყველაფრის გაკეთებას? _ ჰკითხა წითელქუდამ ნაცარას
და სიცილისგან კინაღამ შუაზე გაიხა.
_ არა რა! დამპალი ხარ და, ვაბშე, _ უკვე წყენა შეეპარა ხმაში. წითელქუდა მიხვდა, რომ
აწყენინა და ახლოს მიუჩოჩდა. შავი ადიდასის საცვალი ეცვა. თმები უკან ჰქონდა გადაწეული.
მიუჩოჩდა და ყურში უჩურჩულა:
_ კაი, რა იყო, გაგეხუმრე, შე შტერო! შენთან ხუმრობა არ შეიძლება, არა? მარტო შენ უნდა
მეკაიფო და მე ერთიც რომ გაგეხუმრო, მაშინვე სახე ჩამოგტირის და იძაბები. რა იყო, არ შეიძლება?
თუ მე ზანგი ვარ, ვერ გავიგე. _ დაამთავრა გამოსვლა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ნაცარქექიამ
თავი, როგორც ყოველთვის, დამნაშავედ იგრძნო და ბოდიშიო, უთხრა, მაპატიეო:
_ ისე რა მაგრა გავუჩალიჩეთ არა გუშინ, იმ პოლიციელებს? _ სხვა თემაზე გადაიტანა
საუბარი, რადგან იცოდა, რომ იგივე თემაზე გაგრძელების შემთხვევაში, წითელქუდა კიდევ უფრო
გაბრაზდებოდა. ნაცარას კი არ უყვარდა, როცა მისი სიყვარული ბრაზდებოდა.
_ ხოოოო! მაგარი იყო. არადა, იმ დეგენერატს ეგონა, რომ მართლა მივცემდი! აზრზე ხარ?? ასე
როგორ უნდა გამოშტერდე ადამიანი, რომ ვერ მიხვდე, როდის გეკაიფებიან და როდის გეუბნებიან
სიმართლეს…
_ მე რა ვიცი, ისე დაზასე, რომ ლამის მეც დავიჯერე, ხომ არ დაევასა ეს მსუქანი პოლიციელიმეთქი.
_ სულელი ხარ რა, სულელი! _ გადმობრუნდა და აკოცა. თან ისე მაგრად, რომ ნაცარას თავიდან
სუნთქვა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მერე ცხვირის ნესტო საიდანღაც გამოყო და ჰაერს გზა მისცა.
_ რა ამბავში ხართ, ჰა, თქვე საზიზღარო ბავშვებო?! _ ოთახში საშუალოზე ოდნავ მაღალი
მოხუცი შემოვიდა. ხელში ჯამი ეჭირა, სადაც რაღაცა ბლანტი სითხე ესხა. სითხე ვარდისფერი
გახლდათ, ოღონდ უფრო თვალშისაცემი ვარდისფერი, ვიდრე ტახტის გადასაფარებელი. გაღებულ
კარში გვერდზე ოთახიდან რაღაც გემრიელმა სუნმა შემოაღწია, რამაც აქეთ ოთახში მყოფთ ჭამის
სურვილი აღუძრა და ნაცარა ფეხზე წამოხტა:
_ არ უნდა ვჭამოთ, პაპა, ჰა? როდის ჩამახეთქებ შენს გემრიელ საჭმელს? _ აი, ასე უაზროდ
ლაპარაკობდა და თან ნერწყვს ვერ იკავებდა.
_ დაეგდე! ჯერ ეს წამალი უნდა წაგისვა მაგ ჭრილობებზე, თორემ დაგიჩირქდება და მერე ივლი,
დაგლეჯილი ცხოველივით. _ პაპა თან ჯამში რაღაც ტილოს ასველებდა. მერე ნაცარასკენ წავიდა,
რომელსაც შარვალი უკვე ჩაეცვა.
_ არ მინდა, კაცო, ეგ რაღაც წამლები, თავისით გაივლის, ხო არ მოვკვდები, არა?
_ ნუ იქცევი, ბიჭო, ცხოველივით, რა იყო, გრძნობა სულ დაკარგე? არ შეიძლება-მეთქი,
დაგიჩირქდება!! _ უკვე გაბრაზდასავით პაპა. _ შენც უთხარი რამე, გოგო, თორემ ხომ ხედავ, რა
საშინლად იქცევა.
საბოლოოდ დაითანხმეს და ნაცარამაც აიტანა ყრუ ტკივილი, რომელსაც წამალი ჭრლობაზე
წასმის შემდეგ იწვევდა. ოთახიდან გამოსვლისას, სკამს ისე გაჰკრა ფეხი, რომ წამალი ფეხზე
წასასმელიც გაუხდა. სკამები, ისევე, როგორც ბევრი რამ ამ სახლში, მასიური ხისგან იყო
დამზადებული. ამ სახლის პატრონს ეტყობოდა, რომ ძველმოდური გახლდათ, რადგან სახლში
ყველაფერს სიძველისა და ზღაპრულობის ელფერი დაჰკრავდა. მთავარი ოთახი, რომელიც ამ სახლში
ყველაზე დიდი იყო, მრავლკარიანი გახლდათ; ანუ ოთხი საძინებელი ოთახი მთავარში გადიოდა.
ოთახის შუაგულში ძალიან დიდი ჭაღი ეკიდა, რომელიც ლურჯად ანათებდა და იმ შემთხვევაში, თუ
ასანთების გვერდით, ღილაკს დააწვებოდით, იგი სხვა ფერს მიიღებდა. ჭაღის ქვემოთ, ძალიან დიდი
მაგიდა იდგა, რომელსაც დაკიდებული ჭაღი, ჩამოვარდნის შემთხვევაში, ზუსტად შუაზე
გადაამტვრევდა. მაგიდის გარშემო ოთხი სკამი იყო შემოწყობილი. სკამები ერთმანეთის პირისპირ
იდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუმრები მაგიდასთან დაჯდომისას, ერთმანეთს თვალებში შეხედავდნენ.
ესე იგი, ამ სუფრაზე ტყუილები ნაკლებად ითქმებოდა. თუ მაგიდას ჰორიზონტალურად შეხედავდით,
მის ერთ ბოლოში, მეტად უცნაური სურათი ეკიდა, რომელიც, როგორც ჩანს, სახლის პატრონს ძალიან
უყვარდა, რადგან ასეთ ადგილას დაკიდა. სურათზე დათოვლილი ტყე ეხატა. უფრო ზუსტნი რომ
ვიყოთ, ნაძვის დათოვლილი ტყე. მაგრამ გასაოცარი ის გახლდათ, რომ სურათი მოძრავი იყო; ანუ,
როდესაც არ უნდა შეგეხედათ იმ სურათისთვის, ნახავდით, რომ თოვლი სულ მოდიოდა. დროთა
განმავლობაში, სურათზე თოვლის პაპა გადაივლიდა, რომელსაც ერთი ხელით უნაგირიანი ირემი
ეჭირა, ხოლო მეორეთი – ბავშვებისთვის სათამაშოებით სავსე ხურჯინი მიჰქონდა. პაპას თეთრი
ნაბადი ეცვა და თავზე ყაბალახი ეხურა. დაკვირვების შედეგად, სურათზე გაკვალულ ბილიკს
დაინახავდით, რომელიც შემდეგ, თოვლის პაპასთან ერთად, ტყეში იკარგებოდა. აი, ეს სურათი
ყოველთვის მეორდებოდა; ხოლო ამ სახლის პატრონს, გამუდმებით შეეძლო მისი ყურება. მაგიდის
მეორე ბოლოში, ჰორიზონტალურად ეკიდა სალვადორ დალის სურათი, რომელიც არავინ იცოდა,
ორიგინალი იყო თუ არა. თუმცა ამას პატრონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან
მას ამ სურათისთვის კარგა ხანია არ შეუხედავს; ხოლო ვერტიკალურ ბოლოებში, მაგიდას ჯადოსნური
ცისფერი სკივრები ედგა. სკივრების გახსნის შემთხვევაში, იქედან უამრავი სხვადასხვა ფერის არსება ამოფრინდებოდა და ოთახში დადიოდა; ხოლო თუ თხოვდი, შეიძლება სიმღერაც დაეწყოთ. მთავარი
ოთახიდან, სახლის პატრონის საძინებელში გადიოდით, რომელიც, რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია.
ამ ოთახში, წლის ნებისმიერ დროს, როცა კი არ უნდა შესულიყავით, მწვანე ნაძვის ხე იდგა, რომელიც
არასდროს არ ხმებოდა. ან, რა გაახმობდა – ის ხომ მიწაში იყო ჩარგული. ეს ნაძვის ხე ზემოდან
მთვარისფრად იყო განათებული და მუდამ ათოვდა.
ნაძვის ხეზე სათამაშოები არ ეკიდა. უბრალოდ, შიგნიდან ანათებდნენ ვერცხლისფერი
წერტილისხელა არსებები, რომლებიც მთვარესთან და თოვლთან ერთად, არაჩვეულებრივ სანახაობას
ქმნიდნენ. ოთახის მარცხენა კუთხეში საწოლი იდგა. ოთახის ბინადარი ამ საწოლს აუცილებლად შუაში
დადგამდა, რომ არა ნაძვის ხე, რომელიც, თავის მხრივ, შუაში იდგა. საწოლს თეთრი გადასაფარებელი
ჰქონდა, რომელსაც ზედ, მუქი ლურჯი ნახევარმთვარეები ეხატა, ხოლო გვერდით სკამი ედგა,
რომელზეც ტანსაცმელი იყო გადაკიდებული; ალბათ, გამოსასვლელი. ოთახში ერთადერთი სურათი
ეკიდა, რომელიც ცხოველებისადმი ამ კაცის სიყვარულზე მიუთითებდა. ეს იყო ირმისა და მისი ოჯახის
დიდი სურათი, რომელსაც თითქმის მთელი დასავლეთი კედელი ეკავა. ოთახს ერთი ფანჯარა ჰქონდა,
თანაც _ მოზრდილი. არცთუ ისე დიდი ფანჯარა ეზოში გადიოდა, სადაც ცეცხლისფერი ფრინველები
დაფრინავდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დროს, ამ ეზოში გამუდმებით თოვდა და უფრო
ხშირად ღამე.
ამ სახლის პატრონი, აქაურობას კიდევ უფრო კარგად მოაწყობდა, რომ არა რამდენიმე
უბედურება, რომელიც მან გადაიტანა და რომელმაც, შეიძლება ითქვას, მის ცხოვრებაზე დიდი
გავლენა იქონია.
ის უხსოვარ დროში დაიბადა და დაბადებისთანავე, განსაზღვრული იყო მისი ბედი. არავინ იცოდა,
საბოლოო ჯამში, რით დაამთავრებდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რით დაიწყებდა. მას დიდი, ცისფერი
თვალები ჰქონდა, რომლებიც სიბერეში ოდნავ დაპატარავდა, თუმცა სილურჯეს მაინც არ კარგავდა.
თავის დროზე, დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. არასდროს ყოფილა ძალიან მაღალი.
უბრალოდ, ბავშვობაში ყოველთვის ყველაზე დიდი იყო. მასზე მაღალი ბიჭებიც კი, რომლებიც
ეტოლებოდნენ, თავს, მეტისმეტად, პატარებად გრძნობდნენ. ეს მისი ბედისწერა იყო. მასთან თავს
ყველა ბავშვად გრძნობდა, რადგან თოვლის პაპა გახლდათ. დიახ, სწორედ თოვლის პაპა, რომელიც
მაშინ მიხვდა თავის მოვალეობას, როცა პატარა ბავშვები მის დანახვაზე ტირილიდან სიცილზე
გადადიოდნენ და როდესაც ნებისმიერი საჩუქრის გაჩენა შეეძლო.
თმები თავიდანვე გაუჭაღარავდა და წვერიც მალევე გაეზარდა. სკოლაში არასდროს უვლია,
რადგან მის პატარა სოფელში სკოლა არ ყოფილა. ანდა რა საჭირო იყო, იქ ხომ ისეთი თოვლი იცოდა,
ბავშვები ხშირდ თვეობით ვერ გამოდიოდნენ სახლიდან. იმავე მიზეზის გამო, პაპამ ძველი წიგნების
კითხვა დაიწყო და იმ დროს, როცა სხვა ბავშვები თოვლის გადაღებასა და თანატოლებთან ერთად თამაშს ნატრობდნენ, იგი ბეჯითად კითხულობდა წიგნებს, საიდანაც უამრავი წამლის დამზადების
რეცეპტსა და ჯადოქრობის რიტუალებს სწავლობდა. ასე რომ, ყოველი სამთვიანი თოვის
დამთავრების შემდეგ, იგი უფრო ჭკვიანი და გათეთრებული უბრუნდებოდა თანატოლებს. საბოლოოდ
კი ისე მოხდა, რომ თანატოლები მას ბავშვებად ეჩვენებოდა და წაკითხული წიგნებიდან, მრავალ
საინტერესო ამბავს უყვებოდა. მართალია, ბევრი რამ შეისწავლა, მაგრამ ის ნიჭი, რომელსაც
საჩუქრების გაჩენა ერქვა, მას განგებამ უბოძა. პირველად ეს ნიჭი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც პატარა
დამ თხოვა, ლეკვი მინდაო. არ იცოდა, საიდან მოეყვანა ლეკვი, მაგრამ ლეკვი მასთან თვითონ მოვიდა
_ აი, კარი გაიღო და ოთახში შემობაჯბაჯდა. მერე მეგობარმა თხოვა, კომპიუტერი მინდაო, და მანაც
აუწყო და მისცა. არ იცოდა, როგორ, მაგრამ შეძლო და აუწყო. საჭირო მასალა მის საძინებელ ოთახში
ყოველთვის თავისით ჩნდებოდა. უბრალოდ, მას იმ ნივთის გაკეთება ევალებოდა, რომელსაც ვიღაცა
თხოვდა. ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ, რაც თოვლის პაპა გახდა, გამუდმებით იჯდა და ახალი წლიდან
ახალ წლამდე, ბავშვებისთვის, და მათთვის აკეთებდა საჩუქრებს, ვისაც მისი სჯეროდა. ამიტომ იყო,
რომ ხელები მეტისმეტად დაეკორძა და დაუნაოჭდა. ბოლოს, ისეთი შეხედულება ჰქონდა, რომ
თითქოს ეს მისი ხელები არ ყოფილიყო. ბევრი წამლის დამზადებაც იცოდა; მაგალითად, ჭრილობის
მოსაშუშებელი წამლის, ასევე გაქრობის, მუწუკების და სხვა. ცოლი არ ჰყავდა, ანდა სად ეცალა
ცოლისთვის, როცა საქმე თავზე საყრელი ჰქონდა. უამრავი ბავშვი ელოდებოდა მის გამოჩენას
მოწყენილი, თუმცა კი იმედიანი სახით. მამა დიდი ხნის განმავლობაში ეხვეწებოდა, მოიყვანე, შვილო,
ცოლი, სიბერეში გამოგადგებაო, მაგრამ ცოლი გამოდგომაზე არ არისო, _ ეუბნებოდა ხოლმე. თუ
არ შემიყვარდა, არავისაც არ მოვიყვანო. ჰოდა, ჩამობერდა ამ სიყვარულის მოლოდინში და აბა,
სიბერეში, უკვე, რაღა დროს ცოლი იყო. ამიტომ დარჩა უცოლო. თუმცა, ამას მაინცდამაინც არ
განიცდიდა, რადგან, ასე იყო თუ ისე, თავის თავს პატრონობდა, ხოლო ქალებში სიარული მისთვის
ცხოვრების კრედო არასდროს ყოფილა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე ცუდი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ეს სანტა კლაუსის გამოჩენა იყო. სიმართლე უნდა
ითქვას, რომ თავიდან პაპა და სანტა ერთმანეთს პრობლემებს არ უქმნიდნენ, მაგრამ სანტა ძალიან
მალე გაძლიერდა და ბოლოს იმ ტერიტორიების დაპყრობაც დაიწყო, რომელიც თავიდან თოვლის
პაპას ეკუთვნოდა. ამიტომ იყო, რომ პაპამ თავისთან დაიბარა და უთხრა, შენ რაც გინდა, გააკეთე,
მხოლოდ მე ჩემს ერთ მხარეს – საქართველოს ნუ წამართმევო. ჰოდა, სანტამაც უთხრა, პრობლემა
არ არისო, მაგრამ თვითონ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები აყვირდნენ: სანტა გვინდა, სანტა გვინდა, ის
უფრო მაგარ საჩუქრებს გვაჩუქებს და თანაც უფრო სწრაფადაცო! პაპაც იძულებული გახდა, თავისი
ადგილი სანტასთვის დაეთმო და საბოლოოდ უმუშევარი დარჩა. მერე იმ თავისი სახლის გაყიდვაც
მოუწია თოვლიან მხარეში. რადგან თოვლის პაპა აღარ იყო, უკვე გადასახადებზეც აწუხებდნენ და
ამხელა შენობის გადასახადის ფული აღარ ჰქონდა. ამიტომ გაყიდა, იქიდან მხოლოდ ერთი სურათი და ნაძვის ხე წამოიღო. სურათი ის იყო, სასტუმრო ოთახში რომ ეკიდა, ხოლო ნაძვის ხე, საძინებელში
ედგა. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის გახლდათ, რომ მისი სახლი (სათოვლეთში) სანტამ იყიდა და იქ
საქართველოს რეზიდენცია გააკეთა. პაპა იძულებული გახდა, საცხოვრებლად სულ სხვა ქვეყანაში
გადასულიყო და სწორედ აქ, ამ ქვეყანაში გაიცნო მან ნაცარქექია, რომელიც დახოცილი დევების
ძმებს ემალებოდა. ბნელ ქუჩაში მორბოდა და თან დევები მოსდევდნენ _ ორი ერთმანეთზე დიდი
დევი. ნაცარას ტყვიები აღარ ჰქონდა და ამიტომ დევებთან შერკინებას არ აპირებდა. ერთი დევი
იმდენად იყო გამწარებული, რომ პირიდან ცეცხლსაც კი აფრქვევდა. პაპამ დაინახა გაქცეული ბიჭი
და შეეცოდა, თავიდანვე ვერ იტანდა დევებს. ამიტომ ორ დიდ არსებას წინ დაუდგა და უთხრა: აქედან
დაახვიეთ, თქვე საზიზღრებოო! ერთმა დევმა არად ჩააგდო მისი სიტყვა. ამიტომ პაპამ ერთი დევი
ფერფლად აქცია, ხოლო მეორე – ორმოდ.
ასე გაიცნო ნაცარქექია, რომელიც ახლა მთავარ ოთახში იჯდა და ხსენებულ მაგიდასთან საჭმელს
მიირთმევდა. წითელქუდა და პუტინი კი, რომელიც ნაცარას გამოჰყვა, სახლის ერთ-ერთ საძინებელში
ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. პუტინი თავს მეტისმეტად კარგად გრძნობდა, რადგან
საბოლოოდ დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ გაბრაზება არ შეეძლო. არასდროს ეგონა, თუ
ადამიანის მოკვლა ასეთ თავისუფლებასა და სიამოვნებას მიანიჭებდა. ეგონა კი არა, ალბათ ამაზე
რომც ეფიქრა, იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ სხვისი უბდერება ახარებს და შეიძლება
თვითმკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონოდა. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოუბრუნდა,
რადგან მკვლელობამ მასში იმდენი სიამოვნება და თავისუფლება გააღვივა, რამდენიც არცერთ
ანტიდეპრესანტსა თუ ფსიქოლოგს არ გამოუწვევია. ახლა საძინებელ ოთახში იჯდა და თავს
მეტისმეტად კარგად გრძნობდა.
ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ იგი თავს, პირველ რიგში, ადამიანად თვლიდა. თოვლის პაპა
უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, რადგან ნაცარას ხელზე მალამო წაუსვა და ტელევიზორსაც
საკმარისად უყურა იმისთვის, რომ ძილი მორეოდა. უკვე თავის საძინებელში იჯდა, მისსავე ლამაზ
საწოლზე და ნაძვის ხეს უყურებდა. თან მთავარი ოთახიდან ესმოდა, თუ როგორ აწკლაპუნებდა პირს
ნაცარქექია.
_ ნუ ჭამ, ბიჭო, ცხოველივით! _ დაუყვირა ოთახიდან.
_ ოოო! ამ კაცმა ხომ შემჭამა, რა! _ ხმადაბლა თქვა ნაცარამ, _ ხოო, კაი, კაი.
და უეცრად, ნაცარამ მთავარი ოთახის შუაგულში, თავის მაგიდასთან, მისსავე ცხვირწინ მჯდომი
არსება დაინახა. იგი შავი იყო და წაწვეტებული ყურები ჰქონდა.
_ ვინ ხარ, ე?! _ ძალიან ჩვეულებრივად შეეკითხა ნაცარა.
გვერდით ოთახიდან კი წითელქუდამ უპასუხა:
_ რა მითხარი, სიხარულო?
_არა, შენ არაფერი. ვიღაც სტუმარი გვყავს და… წითელქუდა წყნარი ნაბიჯით გამოვიდა
საძინებლიდან. უკან კი ისევ მალავდა იარაღს. საძინებლისა და მთავარი ოთახის გამყოფ კარს ხელით
მიეყრდნო და წყნარი, თითქმის საძილედ გამზადებული ხმით თქვა:
_ რა შავია, ე?
მერე პუტოც წამოდგა და მანაც გამოიხედა. ნაცარამ ცოტა ხანი უყურა სტუმარს, რომელიც ხმას
არ იღებდა და მერე ძალიან სერიოზულად ჰკითხა:
_ როგორ ვქნათ ახლა მე და შენ? ილაპარაკებ თუ რა ვქნათ? _ და აქ სტუმარმა ხმა ამოიღო:
_ შენ მე ბიჭო ნუ მემუქრები, გაიგე?! თორე გაგარღვევ ცემაში, _ და თან თვალი არ მოუცილებია
მისთვის. ნაცარამაც, რა თქმა უნდა, ხელი კოლტს წაავლო, რომელიც მაგიდაზე იდო და ის-ის იყო
უნდა ესროლა, რომ პაპას ხმა გაისმა:
_ ვააა, ბეთმენ! როგორ ხარ, ბიჭო, სად დაიკარგე ამდენ ხანს, ჰა?
პუტო მოტრიალდა და ტელევიზორის ყურება გააგრძელა. წითელქუდა კი ნაცარას მოუჯდა და
მისი თეფშიდან დაიწყო ჭამა. ბეთმენი რაღაცეებს უყვებოდა პაპას, ნაცარა კი წითელქუდას
ელაპარაკებოდა:
_ ხო იცი, რომ არ მიყვარს, როცა საჭმელს მიჭამენ.
_ ესე იგი, შენ მეც არ გიყვარვარ, არა? _ თან ჭამას აგრძელებდა.
_ არა, მე ეგ არ მითქვამს. მე ვთქვი, არ მიყვარს, როცა ჩემი თეფშიდან ჭამენ. _ დააზუსტა
_ მე კი შენი თეფშიდან ვჭამ, ანუ ამ შემთხვევაში, შენ არ გიყვარვარ მე, რადგან შენს თეფშში
შენივე ჩანგლით ვჭამ.
_ არა, მომისმინე, სიხარულო. მე არ მიყვარს სიტუაცია, ხოლო შენ – მიყვარხარ!
ეს საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ბეთმენი და პაპა, რომლებმაც ხანგრძლივი
მოკითხვების შემდეგ, სხვებისთვისაც მოიცალეს და მათკენ შემობრუნდნენ. პაპამ დაიწყო:
_ მაშ ასე, ჩემო კარგებო, გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი ბეთმენია!
_ ონ სამოვო ნაჩალა ბილ ტაკიმ ჩორნიმ ილი პატომ სტალ? _ იკითხა წითელქუდამ.
_ არ შეიძლება ასე ადამიანის დაცინვა! _ უპასუხა პაპამ. _ მერე რა, რომ შავია, შიგნიდან
თეთრია.
და ბეთმენმა არ მოიხსნა ნიღაბი?! უბრალოდ, ცალი ხელთათმანი ჩამოიწია და თეთრი ხელი
დაანახა მათ.
_ თუ თეთრი ხარ, ძმაო, _ ამოღერღა ნაცარამ, თან საჭმელს ჭამდა, ანუ ილუკმებოდა, _ მაშინ
ეგ შავი ტყავი რაღას გადაგიკრავს? რა, ჯექსონი ხარ? _ და ამ იაფფასიან იუმორზე სიცილი აუტყდა.
_ მე შენ გითხარი, ჯერ გადაყლაპე და მერე ილაპარაკე-მეთქი. არაფერი არ იცი, რა! _ გაბრაზდა
პაპა. _ მოკლედ, ეს კაცი საქმეზეა მოსული, პუტო! _ დაუძახა პუტინს, რომელიც უკვე ტელევიზორად იყო გადაქცეული. _ გამოდი, რა იყო, ეგ ტელევიზორი ხომ არ შეგიყვარდა?! მოდით,
ახლა ამ კაცს მოვუსმინოთ.
_ მოგესალმებით, მეგობრებო, მე თქვენთან მეტად სერიოზული საქმისთვის მოვედი. რა თქმა
უნდა, სერიოზულობა ზოგისთვის ბევრს არ ნიშნავს, _ და ნაცარას შეხედა. _ მაგრამ ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.
_ რა უნდა ერთი, რას მეიაზვება! _ ცოტათი გაბრაზდა.
_ მოკლედ, არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ბაყბაყ დევის
სამეფოა. ამ სამეფოში არავინ არასდროს შესულა. ან თუ ვინმე შესულა, იქიდან არავინ გამოსულა.
ალბათ იკითხავთ, თუ რატომ შედის ხალხი ამ სამოფოში, იმის მიუხედავად, რომ იქიდან ვეღარ
გამოდიან.
_ არა, არ ვიკითხავ, _ ისევ ნაცარა აქტიურობდა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.
_ ასეც ვიცოდი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მაინც გეტყვით მიზეზს: იმიტომ,
რომ იმ სამეფოში ჯადოსნური სარკეა, რომელიც უკვდავს ხდის ნებისმიერს, ვინც მასში ჩაიხედავს.
ასე რომ, ჩემო მეგობრებო…
_ სად დაამუღამა ეს “მეგობრებო” ამ კაცმა?!
_ ჩაიგდე, ბიჭო, ენა! _ გაბრაზდა პაპა
_ ასე რომ, ჩემო მეგობრებო, _ გააგრძელა ბეთმენმა. – შეგიძლიათ იმ სამეფოში წახვიდეთ
და ეს სარკე ხელში ჩაიგდოთ.
ნაცარქექიამ ჭამა დაამთავრა, ოდნავ გაიზმორა. მერე რაღაც ტკბილი წვენი დაააყოლა. შემდეგ
კი ჯერ წითელქუდას შეხედა, მერე პუტოს, მერე თოვლის პაპას და თქვა:
_ არა, ძმურად მითხარით, რად მინდა უკვდავების სარკე? უკვდავი კი არა, როდის მოვკვდები,
იმაზე ვჩალიჩობ და ამან უკვდავების სარკეო… არ გვინდა, ძმაო, არა, არ გვინდა მაგ სარკეში ჩახედვა.
_ და გაჩუმდა.
_ არა, ისე, პრინციპში, თქვენ ვერც ჩაიხედავთ, რადგან ნათქვამია, ვინც ამ სარკის
მოსაპოვებლად იბრძვის, შიგ თვითონ ვერ ჩაიხედავსო. თუმცა არის ერთი რამ, რაც
დაგაინტერესებთ. მე ამ სარკის არსებობაზე თქვენს იმპერატორს შევატყობინე, რომელმაც დიდი
დაინტერესება გამოხატა და მზად არის, ჩემს მიერ შერჩეულ ოთხ ადამიანს, რომელიც სარკეს
ჩამოუტანს, ასი მილიარდი ოქროს მონეტა გადასცეს; ანუ თითოს _ ოცდახუთი მილიარდი!
დამიჯერეთ, მეგობრებო, ამ ფულით ძალიან ბევრი რამის გეკეთება შეგიძლიათ. ასე რომ, რა ვქნათ,
წახვალთ, თუ სხვა მოვძებნო?
_ ვააახ, მე ჩემი დედა ვატირე! ჩაალაგე, ქალო, ჩანთა! _ დაიყვირა ნაცარქექიამ.
მეორე დღეს ჯადოსნური სარკის მოსაპოვებლად წავიდნენ ნაცარქექია, წითელქუდა, პუტინი,
რომელმ

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button