საკითხავისასარგებლო

პაბლო ესკობარი – სასტიკი ნარკობარონი


1993 წლის 3 დეკემბერი,კოლუმბიის ქალაქ მედელინას ქუჩები ხალხით სავსეა.ზოგს სახე ჩამოსტირის,ზოგიც კი ბედნიერია.ეს კი გამოიწვია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მსხვილი ნარკობარონის პაბლო ესკობარის დაღუპვამ.
ეს სტატია სწორედ პაბლო ესკობარზეა,მან თავისი სისასტიკით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.მან ნარკობიზნესი ახალ სიმაღლეზე აიყვანა და კოლოსალური რაოდენობის თანხა იშოვა ამ ბინძური გზით,”Forbes”_ის მონაცემებით მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევდა.

დასაწყისი

პაბლო ემილიო ესკობარი დაიბადა 1949 წლის 1 დეკემბერს კოლუმბიის ქალაქ მედილინაში უღარიბეს ოჯახში.
ბავშვობაში ესკობარი აღფრთოვანებული იყო ლეგენდარული კოლუმბიური ბანდის “ბანდიტოს”_ის ისტორიებით და ყოველთვის ამბობდა გავიზრდები თუ არა მეც ასეთი “ბანდიტოსი” გავხდებიო.თუმცა ამაზე ყველას ეღიმებოდა და ბავშვურ ახირებად მიაჩნდათ ეს,თუმცა ისტორია სულ სხვაგვარად განვითარდა.

ესკობარი უმეტეს დროს ღარიბი უბნების დანაშაულებრივ დაჯგუფებების გარემოცვაში ატარებდა,რამაც მასზე დიდი გავლელა მოახდინა.ერთ დღესაც მან შემოიკრიბა რამდენიმე მეგობარი და შექმნა ბანდა.მათი პირველი საქმე კი საკმაოდ ამაზრზენი აღმოჩნდა,ისინი სასაფლაოების ხშირი სტუმრები იყვნენ და იპარავდნენ მეტალს.ამ დროს ესკობარი მხოლოდ 16 წლის იყო.

თუმცა ამას ესკობარი მალევე შეეშვა და უკვე ძვირაფსი მანქანების გატაცებაზე გადავიდა.შემდეგ კი მოპარულ მანქანებს ნაწილებად ასაღებდნენ.21 წლის ასაკში ესკობარს უკვე ყველა უფრთხის,მან ამ დროს საკუთარ “ბიზნესს” უფრო სასტიკი სახე მისცა და ადამიანების გატაცებას მიჰყო ხელი.
1971 წელს ესკობარის ბანდა იტაცებს ბოგოტელ ბიზნესმენ დიეგო ეჩევარიოს,ისინი ითხოვენ რამდენიმე მილიონიან გამოსასყიდს,წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ბიზნესმენის მოკვლით.საბოლოოდ კი ყველაფერი დიეგო ეჩევარიოს მოკვლით დასრულდა.ეს ამბავი მალევე გავრცელდა ქალაქის ღარიბ უბნებში,თუმცა ამან ღარიბთა სიხარული გამოიწვია,რადგან მათ სძულდათ ყველა მდიდარი.ამ ფაქტმა ესკობარის პოპულარობა გაზარდა და ღარიბთა 90 % ესკობარს დადებითად ახასიათებდა.
პაბლომ ამას კეთილი ჟესტით უპასუხა და დაიწყო ღარიბთა “გამოკვება”-ის მათ უშენებდა სახლებს,ეხმარებოდა ფულით და ა.შ.პრაქტიკულად ის კოლუმბიელ რობინ ჰუდად გადაიქცა,თუმცა…

აღმასვლა

1972 წლამდე ესკობარი მხოლოდ მედელინაში ახორციელებდა თავის “ბიზნესს”,ხოლო შემდეგ კი მან დაიწყო მოქმედების არეალის გაფართოება.

70_იან წლებში კოლუმბია ნარკობიზნესმა მოიცვა,კოლუმბიაში აწარმოებდნენ მაღალი ხარისხის კოკაინს.აშშ_ში კოკაინის პირველი პარტია შეტანისთანავე გაიყიდა და ამერიკელ ახალგაზრდებში პოპულარობა მოიპოვა.მოთხოვნა კოკაინზე იზრდებოდა.ეს ფაქტი კი ესკობარს არ გამორჩენია მხედველობიდან და მცირედი ფიქრის შემდეგ საკუთარ ბანდას განუცხადა,რომ დამთავრდა ხალხის გატაცება და რეკეტი დროა უფრო მეტი ფული ვიშოვოთ…

ესკობარმა ნარკობიზნესის დასაწყებად იოლი გზა მონახა.მისი თავზეხელაღებულობის და სისასტიკის შესახებ ყველამ იცოდა ამიტომ მას უფრთხოდნენ.ესკობარმა ბანდა შეაიარაღა და პირდაპირი საცეცხლე იერიში მიიტანა ცნობილ ნარკობარონებზე,ვინც დანებდა სიცოხლე შეინარჩუნა,ხოლო ვინც წინააღმდეგობა გაბედა ადგილზევე მოკლეს.სწორედ ამ გზით ჩამოიცილა ესკობარმა თავისი კონკურენტები,დაეუფლა მათ ბიზნესს და დაძრა კოკაინით სავსე “მატარებელი” ამერიკისკენ.

თანდათან ესკობარის “ბიზნესი” მთელ სამხრეთ ამერიკას მოედო.მან ყოველგვარი შუამავლების გარეშე გადაწყვიტა კოკაინის ჩატანა ამერიკაში,ამისათვის ბაჰამის კუნძულებზე შექმნა საპორტო პუნქტი,საიდანაც ხდებოდა ტვირთის აშშ_ში გადაგზავნა.ასევე კოლუმბიის ჯუნგლებში შექმნეს სპეციალური ლაბორატორია სადაც კოკაინის დახვეწა ხდებოდა.1976 წლისათვის ესკობარი პრაქტიკულად დოლარების ‘აბაზანებს” იღებდა.

1977 წელს ესკობარი და მასთან დაახლოებული სამი ბიზნესმენი ქმნიან მედელინის ნარკოკარტელს.ეს იყო უმსხვილესი კარტელი,რომელიც ავრცელებდა კოკაინს აშშ_ში.მათ დახვეწეს კოკაინის გადაგზავნის მეთოდები,იყენებდნენ თვითმფრინავებს და წყალქვეშა ნავებსაც კი.

ალბათ დაგაინტერესათ სამართალდამცველი სტრუქტურები სად არიანო.ისინი აქვე არიან,თუმცა კოლუმბია ყოველთვის კორუფციული ქვეყანა იყო და ამით სარგებლობდა ესკობარიც,მას თითქმის ყველა ცნობილი პოლიციელი და მოსამართლე მოსყიდული ჰყავდა და არ უჭირდა თავისი “ბიზნესის გაპრავება”.

1979 წელს მედელინის ნარკოკარტელი ამერიკული ნარკობაზრის 80 %_ს აკონტროლებს.ხოლო ესკობარი მედელინის აყვავებას და ხალხის “დაპურებას” ისევ აგრძელებდა.
პაბლო ესკობარი უკვე წარმოადგენდა მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს და ნარკობარონს.

ესკობარი პოლიტიკაში

80_იანი წლების დასაწყისში პაბლოს მობეზრდა მხოლოდ ნარკობარონობა და გადაწყვიტა პოლიტიკაში ეცადა ბედი.მისი საბოლოო მიზანი კი კოლუმბიის პრეზიდენტობა იყო.ასევე ეს იყო გზა მისი ფულის “გათეთრებისა”.მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა კონგრესის არჩევნებზე და გაიმარჯვა კიდეც.ის გახდა კოლუმბიის კონგრესის ჩვეულებრივი წევრი,თუმცა მას ბოგოტაში ეჭვის თვალით უყურებდნენ.ანუ გამოჩნდა,რომ მედელინის მსგავსად დადებითად ესკობარს დედაქალაქში არ ახასიათებდნენ.

1984 წელს კოლუმბიის იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება,რომ მთავრობა არ დაუშვებდა ბინძური ფულის გამოყენებას საარჩევნო კამპანიის დროს.საბოლოოდ კი ამას ესკობარის კონგრესისდან გარიცხვა მოჰყვა.

მინისტრის ეს ქცევა ესკობარს დაუსჯელი არ დაუტოვებია.1984 წლის 30 აპრილს საკუთარ მერსედესში ჩაცხრილეს მინისტრი.ამაში კი ესკობარი იყო გარეული.ეს იყო ახალი ეპოქის-“ტერორის” დასაწყისი.

ტერორი

80_იანი წლები.ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი ავალებს სამართალდამცველ უწყებებს ბრძოლას ნარკობარონთა წინააღმდეგ არა მარტო აშშ_ში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ამერიკელებმა კოლუმბიის ხელისუფლებას მოსთხოვეს ესკობარის და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის გადაცემა,კოლუმბიელები დასთანხმდნენ და დაიწყეს ექსტრადიციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება,რასაც რამდენიმე თვე სჭირდებოდა.
ეს ამბავი პაბლო ესკობარმა მალევე შეიტყო,გააგებინა მის მეგობრებს.ერთობლივი მსჯელობის შედეგად ესკობარმა წამოაყენა წინადადება,რომ შეექმნათ ტერორისტული ორგანიზაცია,რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებას თავის ადგილას “მოსვამდა”.ასე შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია “ლოს ექსტრადიტაბლესი”.

1985 წელს ესკობარმა დაიქირავა ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიზანები,შეაიარაღა კბილებამდე ერთი მისიით,ისინი უნდა ჩასულიყვნენ ბოგოტაში,შესეოდნენ უზენაეს სასამართლოს და გაენადგურებინათ ექსტრადიციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

ამავე წელს ბოგოტაში დიდ ტრაგედია დატრიალდება.პარტიზანები დავალებას თავს წარმატებულად ართმევენ და იპყრობენ სასამართლოს შენობას,სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.კოლუმბიის ხელისუფლებამ ესკობარის ამ ნაბიჯს მკაცრად უპასუხა-გამოიყვანა ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება და პირდაპირი იერიში მიიტანა სასამართლოს შენობაზე სადაც გამაგრებულნი იყვნენ პარტიზანები.მსხვერპლი დიდ აღმოჩნდა,დაიღუპა 97 ადამიანი.

1986 წელს სასამართლომ მიიღო ნარკობარონთა აშშ_ში ექსტრადიციის გადაწყვეტილება,თუმცა რამდენიმე დღეში ამ გადაწყვეტილებას კოლუმბიის პრეზიდენტმა ვერსილიო ბარკომ ვეტო დაადო.
თუმცა 1987 წელს ესკობარის “მარჯვენა ხელი” კარლოს ლეიდერი ექსტრადირებულ იქნა აშშ_ში.

ესკობარი მიხვდა,რომ მალე მისი დროც მოვიდოდა ამიტომ ის გადაწყვეტს დამალვას,რამდენჯერმე პოლიციამ დაადგინა მისი მიახლოებითი ადგილსამყოფელი,თუმცა პოლიციის გამოჩენისთანავე ადგილობრივი მოსახლეობა ესკობარს აფრთხილებდა და ისიც ბოლო წუთას უჩინარდებოდა.

1989 წელს ესკობარი ხელისუფლებას შეუთვლის,რომ ის ჩაბარდება პოლიციას იმ შემთხვევაში თუ მას არ გადასცემდნენ აშშ_ს.ამაზე უარით უპასუხეს,ხოლო საბოლოოდ კი ესკობარმა ისევ ტერაქტებით უპასუხა ხელისუფლებას.

1989 წლის განმავლობაში ესკობარის დაკვეთით კლავენ მის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს,ხელისუფლების წევრებს.ბოგოტა ტერაქტებმა მოიცვა,მოხდა 7 ტერორისტული აქტი და დაიღუპა 40მდე ადამიანი,ხოლო 400 დაშავდა.
1989 წლის 27 ნოემბერს კოლუმბიის ავიახაზების თვითმფრინავზე ესკობარის დავალებით დაამონტაჟეს ასაფეთქებელი ნივთიერება.ამ თვითმფრინავში სულ 107 მგზავრი იყო,მათ შორის უნდა ყოფილიყო კოლუმბიის მომავალი პრეზიდენტი სეზარ გავარია.აფრენიდან 3 წუთში თვითმფრინავი აფეთქდა და ყველა მგზავრი დაიღუპა.შემდეგ კი გაირკვა,რომ სეზარ გავარია არ იყო მგზავრებს შორის.

ხელისუფლება მაშინვე მიხვდა,რომ ამაში ესკობარის ხელი ერია.დაიწყეს მასობრივი რეიდები,გამოიყვანეს საჯარისო შენაერთები,ესკობარის ნარკოკარტელი მთლიანად გაანადგურეს.ამავე წელს აშშ_მა კოლუმბიას მოსთხოვა,რომ დაეშვა ამერიკელი ჯარისკაცები კოლუმბიაში თუმცა უარი მიიღეს.

ფიასკო და სიკვდილი

1990 წელს კოლუმბიის მთავრობის გადაწყვეტილებით იქმნება სპეციალური შენაერთი,სადაც გაერთიანდნენ ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები და პოლიციელები.ამ შენაერთის მიზანი იყო ესკობარის დაპატიმრება ან ლიკვიდაცია.
ამ შენაერთის ხელმძღვანელად დაინიშნა გამოცდილი სამხედრო,პოლკოვნიკი მარტინესი.მათმა პირველმა ოპერაციამ შედეგი გამოიღო და ესკობარი თავის რამდენიმე ხელქვეითთან ერთად ალყაში მოაქციეს.თუმცა მათი დაპატიმრება ვერ მოახერხეს,რადგან ესკობარმა თავი დაიზღვია როცა გაიტაცა რამდენიმე გავლენიანი პიროვნება.მან მარტინესს განუცხადა,რომ თუ ალყას არ მოხსნიდნენ სახლს,თუ ხელს არ აიღებდნენ ესკობარის ექსტრადიციზე მაშინ ყველა მძევალი მოკვდებოდა.
მარტინესმა მაშინვე პრეზიდენტს დაუკავშირდა,პრეზიდენტმა კი ბრძანა,რომ მოეხსნათ ალყა.
რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა საბოლოოდ აიღო ხელი ესკობარის ექსტრადიციის გადაწყვეტილებაზე,რაც მაშინვე დააფასა ესკობარმა.

ის ჩაბარდა ხელისუფლებას 1991 წლის 19 ივნისს,თუმცა ჩვეულებრივ ციხეში ჩაჯდომაზე უარს ამბობდა.ესკობარს აშენებული ჰქონდა ციხე და სწორედ ამ ციხეში იქცა პატიმრად.
შენობას სადაც ესკობარი იჯდა უფრო გასართობ ცენტრს ჰგავდა ვიდრე ციხეს,აქ იყო აუზები,დისკოტეკები,ეზოში სტადიონი.აქ ესკობარს ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები,მეძავები და ა.შ.ამ დაწესებულებას “ლა კათედრალი” უწოდეს.

ხელისუფლებას თავიდანვე არ მოსწონდა ესკობარის ასეთი პატიმრობა,თუმცა გამოსავალი სხვა არც იყო.თუმცა ერთ დღეს ესკობარმა ძაან შეტოპა,მან რამდენიმე მოღალატე მეგობარი მოაყვანინა “ციხეში”,საკუთარი ხელით აწამა და შემდეგ მოკლა.ამის მოთმენას კი აღარ აპირებდა პრეზიდენტი.მან გასცა საიდუმლო ბრძანება რათა ესკობარი ნამდვილ ციხეში გადაეყვანათ.
ეს საიდუმლო როგორღაც გაიგო ესკობარმა და 1992 წლის 22 ივლისს გაიქცა “ლა კათედრალიდან”.

ესკობარის მთავრი პრობლემა ის იყო,რომ მას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა.გაქცევის შემდეგ მან სცადა თავისი ნარკობიზნესის ისევ გაცოცხლება,თუმცა ის თითქმის სულ მარტო აღმოჩნდა,მიატოვა თითქმის ყველამ.მის გვერდით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა.
თვითონ ესკობარიც ხვდებოდა რომ ის განწირული იყო,თუმცა მაინც არ ფიქრობდა დანებებას,ის სისხლის მორევში იყო ყელამდე და სწორედ ამ მორევში სიკვდილი ელოდა.

1993 წლის 30 იანვარს ბოგოტას ცენტრში ისევ გაისმა აფეთქება,ეს ესკობარის მიერ შეკვეთილი ბოლო ტერაქტი იყო.აფეთქება იმ დროს მოხდა როცა ქუჩა სავსე იყო.დაიღუპა 21 ადამიანი,მათ შორის რამდენიმე ბავშვი.
ამავე წელს შეიქმნა ორგანიზაცია “ლოს პეპესი”(პაბლო ესკობარის მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხი-ასე ითარგმნებოდა ეს აბრევიატურა).

1993 წლის 1 დეკემბერს ესკობარი 44 წლის გახდა.მას ძალიან ენატრებოდა საკუთარი ცოლი და შვილები,რომლებიც დიდი ხანია არ ენახა.მან აიღო ტელეფონი,აკრიფა შვილის ხუანის ნომერი.მათი საუბარი 5 წუთს გაგრძელდა.ეს საუბარი მოისმინა პოლიციამ,მალევე გაარკვიეს ესკობარის ადგილმდებარეობდა და დაიგეგმა სპეც.ოპერაცია.
ესკობარის სასახლის გარე პერიმეტრი რამდენიმე წუთში გაავსეს სნაიპერებმა.ყოველივე ეს შეამჩნია ესკობარის მცველებმა და ცეცხლი გახსნეს.თუმცა გარეთ მთელი ბატალიონი იდგა.მცველები მალევე დაიღუპნენ.ესკობარი მარტო აღმოჩნდა და სიკვდილს თვალებში უყურებდა.მას ჩაბარება არც უცდია,ხელში აიღო პისტოლეტი,გავიდა სახლის სახურავზე და გაქცევა სცადა.
ამ დროს გაისმა გასროლის ხმა და ესკობარი უგონოდ დაეცა.

სამართალმა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა და სისასტიკით განთქმულმა პაბლო ემილიო ესკობარმა სული დალია…

ალბათ საინტერესო იქნება რამდენიმე დეტალი:
-ესკობარს საკუთრებაში ჰქონდა 34 სასახლე,500 000 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი,40 მდე “როლს როისი” მარკის ავტომობილი;
-მის მთავარ სასახლეს ამშვენებდა ზოოპარკი,სადაც მრავალი სახეობის ცხოველი იყო-120 ანტილოპა,30 გარეული ხარი,6 ბეჰემოტი,3 სპილო,2 მარტორქა და სხვა;
-მიუხედავად იმისა,რომ ის ნარკობარონი იყო კოკაინს არ მოიხმარდა და უარყოფითი აზრის იყო ნარკომანებზე.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close