მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი გარდაიცვალა
WWW.UcnaUri.COM-ი დიდი მწუხარებით იტყობინება, რომ ამაწლის ოქტომბერში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტულის მფლობელი! :mamao:
ცალთვალა, სამფეხა ძაღლი, კანის დაავადებით, რომელმაც მოიგო ზემოთ ხსენებული ტიტული ზაფხულში, იყო 9 წლის და გარდაიცვალა სიმსივნის გამო.
ფეხი მან დაკარგა კანის დაავადების გამო, ხოლო თვალი დაკარგა კატასთან ხელჩართულ ბრძოლაში! :dabneuli: :D
ეს ძაღლი ერთმა ოჯახმა იპოვა შემთხვევით ასეთ მდგომარეობაში ერთ-ერთ გარაჟში დამწყვდეული და სასამართლოს ძალით ჩამოართვა მის პატრონებს უფლება გაეზარდათ შინაური ცხოველი. :d ამის შემდეგ ის “იშვილეს” და წაიყვანეს ყოველწლიურ ჩემპიონატზე “მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი”, რომელიც ტარდებოდა სონომა-მარინში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში.
ამ ძაღლის პატრონებმა განაცხადეს მისი სიკვდილის შემდეგ: “ის ფული, რომელიც მან მიიღო ამ ტიტულის მოგებასთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეხარჯა სხვა ძაღლების სამკურნალოდ”.
არვიცი, მეც მყავს უბანში ერთი ძაღლი, რომელიც შესაძლებელია ყველაზე მახინჯი ვერ გახდეს, მარა ყველაზე მსუბუქი ყოფა-ქცევის ძაღლებს შორის, უდავოდ ფავორიტი იქნება! :D რამე ჩემპიონატში უნდა მივაღებინო მონაწილეობა… :thanks: