კულტურა

Panasonic-მა ტელევიზორით ურთიერთობის შესაძლებლობა მოგვცა

2123720844e6

Panasonic-მა კომპიუტერის გარეშე ქსელში ურთიერთობებისთვის განკუთვნილი ვებ-კამერა წარმოადგინა – მოწყობილობა TY-CC10W ტელევიზორების ეკრანებზე Skype ვიდეოკონფერენციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ – Viera სერიის თხევადკრისტალური პანელები. გარეგნულად მოწყობილობა ძალიან ჰგავს Microsoft-ის Project Natal. ვებ-კამერის მიერთება USB 2.0 პორტით ხორციელდება, თანაც ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა თხევადკრისტალური პანელისა და კამერის პირველივე “კონტაქტისას” ავტომატურად ყენდება. Skype-ის კონტაქტ-ფურცლის მართვა, ზარების მიღება და განხორციელება პირდაპირ ტელევიზორის მენიუთია შესაძლებელი.
249ff41da59c

ვებ-კამერას TY-CC10W შეუძლია ტრანსლაცია HD-გარჩევადობით 1280 х 720 (720p) წამში 22 კადრის სიხშირით აწარმოოს, ხოლო ხმის გადმოსაცემად Panasonic-მა ოთხი მიკროფონი გაითვალისწინა. კომპანია თვლის, რომ ეს მოწყობილობა განსაკუთრებით ხანშიშესულ ადამიანებს გამოადგებათ, რომელთათვისაც IP-ტელეფონიის ჩვეულებრივი ვარიანტების გამოყენება ზედმეტად რთულია. კამერის ღირებულების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა, მაგრამ ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი 200 დოლარზე მეტი არ იქნება. სიახლის გაყიდვების დაწყება 11 ივნისისთვის იგეგმება და მისი შეძენის შესაძლებლობა პირველებს იაპონიის მცხოვრებთ ექნებათ.

წყარო:internet.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button