არქივი

გადაშენების პირას მყოფი მსოფლიოს 10 უჩვეულო მცენარე

62a23025cabb

მსოფლიოში უამრავი მცენარე არსებობს. ზოგიერთი ასობით, ათასობით და მილონობით წლებს ითვლის. ისინი მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით. თუმცა მრავალ მიზეზთა გამო მათ გადაშენება ემუქრებათ. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს.

1. ბაობაბი. (Baobab Tree)

0e8b13edb7ea

ბაობაბი გავრცელებულია აფრიკასა და ინდოეთში. ის იზრდება 25 მეტრამდე და შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე ათასი წელი. მცენარე წვიმიან დღეებში საკუთარ ტანში ინახავს წყალს და მომდევნო მშრალი თვეების მანძილზე ამ წყლის მარაგით საზრდოობს. ბაობაბის ქერქი, ფოთლები, ნაყოფი ყველაფერი გამოსადეგია. მის მერქანს ქსოვილებისა და თოკების დასამზადებლად იყენებენ, ფოთლებს-წამლებისთვის, ხოლო ნაყოფს სიამოვნებით შეექცევიან მაიმუნები, ამიტომ მას “მაიმუნების პურსაც” უწოდებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ აფრიკაში, ხის ტანში ადამიანებიც იდებენ ბინას.

081973e87029

ბაობაბი წელიწადში 9 თვეს უფოთლოდ ატარებს. ამ პერიოდში მისი ტოტები უფრო ფესვებს მოგვაგონებენ. ამიტომ ხესთან დაკავშირებით სხვა და სხვა მითი და თქმულება არსებობს. მაგალითად, არაბული ლეგენდა გვიამბობს, რომ თითქოს, ბაობაბი პირველი ხე იყო, რომელიც დედამიწაზე აღმოცენდა. შემდეგ მას მოყვნენ ლამაზი, მაღალი და ელეგანტური სხვა ხეები. როდესაც ბაობაბმა დაინახა მაღალი ხე, ტირილი დაიწყო, რადგან თვითონაც უნდოდა მასავით მოხდენილი ყოფილიყო. ხოლო როდესაც ლამაზ, წითელ ნაყოფიან ხეს მოკრა თვალი, საშინლად შეშურდა, ლოცვა დაიწყო, რომ მას ჰქონოდა ეს ყველაფერი და არა სხვა ხეს. ღმერთი ძალიან გააბრაზა ბაობაბის ბოროტმა სურვილებმა და დასაჯა იგი. უკუღმა ჩარგო, ტოტები მიწაში, ხოლო ფესვები -პირიქით, ზომოთ დაუტოვა, რათა მისი გაუთავებელი უკმაყოფილება და წუწუნი აღარ მოესმინა საკუთარი გარეგნობის გამო.

2. დრაკონის ხე. (Dragon Tree)

e527d589388e

დრაკონის ხე აგავისებრთა ოჯახიდანაა. ძირითადად იზრდება კანარის კუნძულებზე. მისი გვარი შეიცავს 40-მდე სხვა და სხვა ჯიშის ხეს, რომლებსაც დაახლოებით 5-6 ათას წლამდე შუეუძლიათ ცხოვრება. მისი დატოტვილი ღერო 20 მ-მდე იზრდება, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 4 მ-ია. დრაკონის ხის ქერქის დასატვით მიიღება წითელი ფისი, სხვანაირად დრაკონის სისხლი, ხოლო ფოთლების ბოჭკოებისგან ამზადებენ ჯაგრისებს და სხვ.

3. Bois Denttle.

066b622947f7

ეს მოხდენილი მცენარე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მისი მხოლოდ ორი სახეობაღა არის შემორჩენილი. ის ძირითადად დაბურულ ტყეებში იზრდება. იგი გადაშენების გზაზეა, რადგან ტყეები სადაც ის ხარობდა გადაიწვა და განადგურდა. ამ მცენარეს აქვს ძალიან ლამაზი, თეთრი ყვავილები.

4. Baseball Plant.

cf36e05626d7

მცენარის სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. თუმცა იგი გავრცელებულია ამერიკაშიც. ის ძალიან პოპულარულია ოჯახში მოშონების მხრივ. გაშლილ მდგომარეობაში ის ძალიან ლამაზია, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მისი წვენი მომწამლავია, ბევრი ოჯახი რგავს და ახარებს მას საკუთარ ბაღებში. სწორედ ამ გადამეტებულმა სურვილებმა გამოიწვია ის, რომ მცენარე გადაშენების გზაზე დგას. :(

5. Green Jade Flower.

9c8efd788147

ეს მცენარე გამირჩევა განსაკუთრებული, მოლურჯო-მომწვანო + იისფერი შეფერილობის ფოთლებით. ისიც ასევე დიდ იშვიათობას წარმოადგენს და გადაშენება ემუქრება.

6. Tacca Chantrieri

ca5168635437

ეს ძალიან იშვიათი, ნამდვილად მშვენიერი და საინტერესო მცენარეა. იგი აქტიურად რეაგირებს გარემოზე. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტემპერატურა და სინათლეა. თუ გარემო მოეწონა შესამცნევად იწყებს გახარებასა და უფრო და უფრო მეტ ყვავილ იკეთებს, მაგრამ საკმარისი არასასურველ ტემპერატურაში მოხვდეს, რომ მაშინვე იწყებს სიკვდილს.

7. Monkey Puzzle Tree.

e5e5a5322126

ეს მარადმწვანე მცენარე ხარობს ჩილეში. იგი 40 მეტრამდე იზრდება და ახასიათებს სამკუთხოვანი, მახვილი და ბასრი ფოთლები. იგი ჩილეს იმ ნაციონალური მცენარეების სიაში მოხვდა, რომელბის სულ ცოტაღაა შემორჩენილი. ტოტების უცნაურად განლაგების გამო მას მაიმუნების თავსატეხს უწოდებენ. :lol2:

8. Titan Arum.

c127fd1e9289

ეს ნამდვილად არ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მცენარე, მაგრამ ის სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ყველაზე განიერი ფოტლების მქონე ყვავილად. ის ძირითადად კუნძულ სომტრაზე ხარობს, მაგრამ მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებში მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ დალპობის შემდეგ მას საშინლად მყრალი სუნი ასდის. smileys

9. Dendroseris Neriifolia.

64dec2118d65

ეს ხე რთულყვავილოვან, მრავალწლოვან მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება. გეოგრაფიულად ის გადაშენების პირას მყოფი ერთადერთი უნიკალური ჯიშია. საქმე იმაშია, რომ ეს მცენარე აღმოაჩინეს რობიზონ კრუზოს კუნძულზე და ერთადერთ ნიმუშს წარმოადგენს იმ გარემოში არსებული მცენარეებისა.

10. Green Pitcher Plant.

8ad726116bcb

მწვანე, დოქისმაგვარი მცენარე ხარობს ალაბამას, ჯორჯიისა და კაროლინას შტატებში. ის მწერიჭამია მცენარეა. ნიადაგის ცვლილების გამო ის შეიძლება სამუდამოდ გადაშენდეს, თუკი დროულად არ გაახარებენ სხვა ადგილებში. შეიძლება ითქვას რომ სულ რამდენიმე სახეობა დარჩა ამ მწერიჭამია მცენარისა. მას თავისებური ფერი და სუნი აქვს, რისი საშუალებითაც იტყუებს მწერებს. :)

მსგავსი ამბები

Back to top button