საკითხავისაქართველო

როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი :*

7ab181e4d975
16 რჩევა მამაკაცებს

1. იყავით განუმეორებელი, არც სიმდიდრე, არც აღნაგობა საჭირო არ არის ქალის გულის დასაპყრობად. მთავარია ინტელექტი. ღირსეული ქალი ამას შენიშნავს და დააფასებს.

2. დაიცავით ჩვეულებრივი წესი: მამაკაცი ზრუნავს ქალზე და არა ქალი – მამაკაცზე.

3. ფული აუცილებლად თქვენ უნდა გადაიხადოთ და არავითარ შემთხვევაში – ქალმა. თანასწორუფლებიანობა კარგია საქმიან ურთიერთობებში. სასიყვარულო საქმეებში მამაკაცი ყოველთვის კავალერი უნდა იყოს.

4. ყოველთვის დაურეკეთ მას პირველმა და იშვიათად.

5. ქალს უნდა “მოსწყურდეს” თქვენი ნახვა. არ გააბათ სატელეფონო საუბარი 10 წუთზე მეტხანს. ქალმა არ უნდა იგრძნოს, რომ შეიძლება იჯდეს რბილ სავარძელში და გაერთოს ძვირფას ადამიანთან საუბრით. ასეთი პრივილეგიისთვის უნდა “ასწიოს ერთი ადგილი”. :lol2:

6. პაემანი დანიშნეთ 3 დღით ადრე. არ შეაწუხოთ. ცოტა ინერვიულოს :dasja:

7. ინიციატივა თქვენს ხელშია. შეხვედრის შემდეგ გამოიჩინეთ ინტერესი და სურვილი – დაურეკეთ მას, ჰკითხეთ არის თუ არა კმაყოფილი.

8. დროა იზრუნოთ საჩუქარზე. საჩუქარი უნდა დაემთხვეს რომელიმე დღესასწაულს – ახალ წელს, სიყვარულის დღეს ან თუნდაც გაზაფხულის დადგომას. საქმე ფასში არ არის, სურვილი, აჩუქოთ მას რაიმე, გულიდან უნდა მოდიოდეს. იგი გაცნობის დღიდან ელოდება ამას.

9. თქვენი შეხვედრები კვირაში ორს არ უნდა აღემატებოდეს.

10. მამაკაცი ლიდერია – დაიმახსოვრეთ. ( ეს თავში არ აგივარდეთ კაცებო :D ) თქვენი უფლებაა კაფე-რესტორნის არჩევა და სიტყვა “მიყვარხარ” პირველმა თქვენ უნდა თქვათ.

11. ნუ მოითხოვთ ყველაფერს ერთად. პირველი შეხვედრა მხოლოდ კოცნით დაამთავრეთ. თქვენ გიყვართ ყველაფერი ერთად, უცებ. ასე წააგებთ. :yes:

12. როდესაც მიზანს მიაღწევთ გააგრძელეთ თავის კონტროლი. დაუტოვეთ ყოველგვარი ინიციატივა ქალს პირად ურთიერთობაში. მიეცით მას თავისუფლება, ეგონოს, რომ თქვენ “სასწაული” ხართ, ასე უფრო გამოაჩენს თავის უარყოფით მხარეებს.

13. ნუ იჩქარებთ ერთად ცხოვრებას. არ დატოვოთ მასთან თქვენი ნივთები, ცოტა მოითმინეთ. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენი დაკარგვა შესაძლოა და უნდა გაფასებდეთ.

14. აგრძნობინეთ მას მუდამ თქვენი სიძლიერე და გავლენა, ქალს უყვარს ძლიერი მამაკაცები, იყავით მისთვის დასაყრდენი.

15. რა უსიამოვნებაც არ უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ ცხოვრება შექმნილია თქვენთვის და არა თქვენ – მისთვის. ამიტომ, ისწავლეთ, მიიღოთ ცხოვრებისგან მხოლოდ სიამოვნება.

16. გიყვარდეთ ქალი – იგი შექმნილია სიყვარულისთვის!

წყარო : ჯურნალის ნაგლეჯი :lol2:

By Malli : )

მსგავსი ამბები

Back to top button