ყოველ 15 წუთში თვითმკვლელობა
იაპონია რაც არ უნდა უცნაური იყოს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ადამიანთა თვითმკვლელობებით.
სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია , რომ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ სენს მოიხსენიებს როგორც იაპონურ ეპიდემიას , სტრუქტურა მთლიანად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იღწვის. სტატისტიკურად ბოლო 11 წლის მანძილზე მთლიანად იაპონიაში ყოველ 15 წუთის ინტერვალით ხდებოდა თვითმკვლელობები.
იაპონიის პოლიციის ანგარიშით ყოველ წლიურად 30,000 – ამდე იაპონელი იკლავს თავს. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა კი 2008 წელს მოხდა , ამ წელს 32 ათასმა იაპონელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამხელა ციფრი უკავშირდება სერიოზულ სოციალურ და ფრიქოლოგიურ პრობლემებთან. ოჯახური პრობლემები , ჯანმრთელობის პრობლემა , ვალები და ასე შემდეგ ეს ყვეალფერი სასიკვდილო ზეგავლენას ახდენს იაპონელებზე.2009 წელს 40% – მა იაპონელმა თავი მოიკლა სამსახურის დაკარგვის , ხოლო 20% – მა სამსახურის ვერ პოვნის მიზეზით. უფრო მეტად მამაკაცები… ეს რაც შეეხება ზდასრულებს… :(
2008 წელს სტატისტიკის მონაცემებით სულ მოხდა 32,249 თინეიჯერის თვითმკვლელობის შემთხვევა. 337 შემთხვევაში ძირითადი მოტივი დაკავშირებული იყო სკოლის / უნივერსიტეტის პრობლემებთან : ცუდი აკადემიური მოსწრება , ურთიერთობა თანატოლებთან , დაცინვა , არასწორი პროფესიის შერჩევა , სასიყვარულო პრობლემები და ა.შ :cry:
წყარო: http://iaponia.wordpress.com/