არქივი

თბილისი როკ ფესტივალი (1980 წელი)

398b763cfec5
თბილისში 1980 წლის 8-16 მარტს ჩატარდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი როკ-ფესტივალი.ფესტივალს ეწოდა “გაზაფხულის რიტმები”.

ფესტივალი ჩატარდა თბილისის ფილარმონიის ორგანიზებით.მასში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს არტიომ ტროიცკიმ და ასევე ედუარდ შევარდნაძემ.
ფესტივალის მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ტალანტების მოძებნა.”გაზაფხულის რიტმებს” ჩვეულებრივი კონკურსის სახე ჰქონდა,გამარჯვებულს კი ჟიური ასახელებდა.ჟიური წევრები იყვნენ:გია ყანჩელი,იური საულსკი,კონსტანტინ პევზნერი და სხვები.

ფესტივალში მონაწილეობდა შემდეგი მუსიკალური ჯგუფები:
“ავტოგრაფი”; “აკვარიუმი”; “არიელი”; “გლობუსი”; “ზემლიანი”; “ინტეგრალი”; “კრონვერკი”; “მაშინა ვრემენი” – რუსეთი;
“75”(თბილისი); “ბლიცი”(თბილისი); “ლაბირინთი”(ბათუმი) – საქართველო;
“გუნეში” – თურქმენეთი;
“დიალოგი” – უკრაინა;
“მაგნეტიკ ბენდი” – ესტონეთი;
“ტიპ-ტოპი” – ლატვია
.

ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდა სამი საუკეთესო ჯგუფი:
1.”მაშინა ვრემენი” სიმღერით “Хрустальный Город” და “Снег”.
2.”ავტოგრაფი” სიმღერით “«Ирландия,Ольстер”.
3.”ლაბირინთი” სიმღერით “საქართველო”.

“მაშინა ვრემენი”

b61c098392ba

4e31adafd91b

ფესტივალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია,ამ სკანდალს კი მოჰყვა ჯგუფ “აკვარიუმის” დისკვალიფიკაცია.საქმე იმაში იყო,რომ აკვარიუმის სოლისტმა ბორისგრებენშიკოვმა სიმღერის შესრულების დროს სცენაზე დაცვა,გიტარა ფეხებს შორის ჩაიდო და ასე შეასრულა მცირედი მონაკვეთი სიმღერისა.ეს ჟესტი კი მიუღებელი აღმოჩნდა ორგანიზატორთათვის.

“აკვარიუმი”

0c806c376c32

ფესტივალს აშუქებდა ფინელ ჟურნალისტთა ჯგუფი,მათ შემდგომ გამოუშვეს 40 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “საბჭოთა როკი” ამ ფესტივალის შესახებ.გთავაზობთ ამ ფილმს

ბოლოს კი მოუსმინეთ “მაშინა ვრემენის” შედევრს.მე პირადად მაგრა მომწონს ეგ ჯგუფი.

http://www.youtube.com/watch?v=5X8s_7aLSwc

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button