საკითხავისასარგებლო

რამოდენიმე ეპიზოდი ალექსანდრეს ცხოვრებიდან

ყველამ იცით ალექსანდრე მაკედონელი ვინც იყო. ამ პოსტში მისი ცხოვრების რამოდენიმე ეპიზოდია.

***
მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა თუ ის ქალაქი აიღო და ამა თუ იმ ბრძოლაში გაიმარჯვაო.ალექსანდრე ამ ამბებს მოღუშული სახით ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: ” ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო საქმეები რომ ჩავიდინოო.”

***

როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოსალოცად მასთან. არ ჩანდა მხოლოდ ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი, რომელიც კორინთოს მახლობლად ცხოვრობდა განმარტოვებით. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ალექსანდრეს გარშემო მომხდარ ამბებს.
მაშინა მთავარსარდალი თავად გამართა ფილოსოფოსის სანახავად. ალექსანდრესა და მის ამალის მიახლოებისას დიოგენე წამოწოლილი იყო და ისვენებდა, დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე იგი ოდნავ წამოიწია, მთავარსარდალი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა: “ხომ არაფერი გჭირდებაო”, ხოლო დიოგენემ უპასუხა:”ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარებიო”.
ამ პასუხმა ალექსანდრე შეაცბუნა, ხოლო როცა დიოგენეს გასცილდნენ და მეგობრებმა სიცილი და ხუმრობა დაიწყეს მომხდარზე, მაკედონელმა მათ უთხრა :”ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდიო.”



***

ელაინე წერს: ” მე არ შემიძლია არ გამეცინოს ალექსანდრეზე, ფილიპეს შვილზე, როცა მან გაიგო, რომ დემოკრიტე თავის თხზულებებში ლაპარაკობდა მრავალრიცხოვანი მსოფლიოს ქვეყნების არსებობაზე, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგან ამ ქვეყნებიდან ერთზეც კი არ მბრძანებლობდა. ღირს კი ლაპარაკი როგორ დასცინებდა მას დიდი გამქირდავი დემოკრიტე?”

***

ფილიპე მაკედონელი ძალიან ამაყობდა ქერონესთან ათენელებზე მოპოვებული გამარჯვებით, მაგრამ ცდილობდა არ გაამაყებულიყო, ამიტომ, მისივე ბრძანებით ერთ-ერთ მსახურს დავალებული ქონდა ყოველდღე გაეფრთხილებინა მაკედონიის მეფე, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და მეტი არაფერი.
ყოველ დილას სამჯერ ამგვარი გაფრთხილების შემდეგ იწყებდა ყოველდღიურ ცხოვრებას ფილიპე მაკედონელი, მამა ალექსანდრესი, რომელმაც თავი ღმერთად გამოაცხადა.

***

სამხედრო თათბირზე ერთ-ერთი სარდალი პარმენიონი, ალექსანდრეს დაჟინებით ურჩევდა მიეღო საზავო პირობები, რომელსაც მეფე დარიოს III სთავაზობდა მაკედონელებს. ეს პირობები მართლაც ხელსაყრელი იყო ალექსანდრესათვის. იგი იღებდა სპარსეთის იმპერიის თითქმის ნახევარს, 10 000 ტალანტს, დარიოს III მაკედონელთა მეფეს ცოლად სთავაზობდა თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, სამხედრო კავშირს და მეგობრობას. მაკედონელის არმია დაღლილ-დაქანცული იყო. წინ მოსალოდნელი ბრძოლებო კი მეტად საშიში და გაურკვეველი მოსჩანდა.
ამიტომ ეუბნებოდა პარმენიონი მაკედონელს:
-მე რომ ალექსანდრე ვიყო ამჟამად შექმნილ ვითარებაში მივიღებდი ამ საზავო პირობებს და არ მივანდობდი თავს შემდგომ ხიფათსა სა იმის ცბიერ ბედს.
– მე რომ პარმენიონი ვიყო – მიუგო ალექსანდრემ თავის სარდალს, – მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ რადგანაც მე ალექსანდრე ვარ და არა პარმენიონი ასე მოქცევა არ შემიძლია.


***

ალექსანდრეს მეგობრებმა კითხეს, ოლიმპიური შეჯიბრებების დროს სირბილში ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას.
-სიამოვნებით, – უპასუხა ალექსანდრემ, -თუკი ჩემი მოწინააღმდეგები მეფეები იქნებიან.

***

სპარსეთის იმპერიას რომ იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელი, გზად ერთ ბერძნულ ქალაქს – ლამპსაკს მიადგა, რომელსაც სპარსული ორიენტაცია ეკავა.მცხოვრებლებს შეეშინდათ, მაკედონელები ქალაქს დაანგრევენო და ალექსანდრეს მისი მამის- ფილიპეს მეგობარი – ფილოსოფოსი ანაქსიმენე გაუგზავნეს, თხოვნით : შეეწყალებინა მცხოვრებნი და ქალაქი დაენდო.
როცა ანაქსიმენე ქალაქის დაელეგაციით მეფეს მიუახლოვდა, ალექსანდრე მიხვდა რის სათხოვნად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და მიაძახა : “ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ თქვენს თხოვნას”. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ფიცის ქვეშ, მეფე არ აასრულებდა ანაქსიმენეს თხოვნას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაკედონელები ქალაქს გაანადგურებდნენ.
მაშინ ბერძენი ფილოსოფოსი არ დაიბნა.
-მეფევ!- მიმართა ანაქსიმენემ ალექსანდრეს, – გთხოვთ, დაანგრიოთ ქალაქი. ფიცის თანახმად ალექსანდრემ რაღა თქმა უნდა არ შეასრულა ანაქსიმენეს “თხოვნა” და ქალაქი ლამპსაკიც გადარჩა.

***

მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია : “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო”.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close