გართობაკულტურა

ტურისტულად ულამაზესი

640px A view towards Torres Del Paine
ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

640px A view towards Torres Del Paine
ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო’ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

პნომპენი
300px Phnom Penh aerial
პნომპენი — კამბოჯის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარე მეკონგზე. ქვეყნის დედაქალაქია ფრანგული კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული. ამჟამად, პნომპენი კამბოჯის ეკონომიკური, ინდუსტრიული, ტურისტული, და ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია.
ერთ დროს ცნობილი, როგორც აზიის მარგალიტი, 1920-იან წლებში, ფრანგულ არქიტექტურულ სტილში ნაშენი პნომპენი მიიჩნეოდა ინდოჩინეთის ულამაზეს ქალაქად.
ქალაქი დაარსდა 1434 წელს და მისთვის ფრანგულ არქიტექტურასთან ერთად, დამახასიათებელია ულამაზესი, ისტორიული არქიტექტურა.
პნომპენის მოსახლეობა შეადგენს 1,327,615 ადამიანს (2008).

სათაფლიის კარსტული მღვიმეები
220px Sataplia
სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
220px Sataplia1
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
220px Sataplia2
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასყურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
სათაფლიის II მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება. იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი. გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. ჰავა დინამიურია. გაედინება ნაკადული, რომელიც პატარა ტბას აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება სათაფლიის III მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის სტალაქტიტები და ნაღვენთები. გავლა ადვილია.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის IV მღვიმე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები. აქვეა ოღასყურას მღვიმე (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს სამგურალის სერის სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია, რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე ოღასყურას.

იკაკოსის ნახევარკუნძული
230px Varaderobeach
იკაკოსის ნახევარკუნძული (Peninsula de Hicacos) — ნახევარკუნძული კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, მატანსასის პროვინციაში. სიგრძე 18 კმ,[1] სიგანე 0,5 კმ-იდან 2,5 კმ-მდე. მთავარი ქალაქია ვარადერო, რომელიც საკურორტო მნიშვნელობისაა. სახელწოდება წარმოსდგება კაქტუსების სახეობიდან. ვრცელდება კარდენასის ყურესა და ნიკოლასის სრუტეს შორის. ნახევარკუნძულზე წარმოდგენილია კუბის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სანაპიროებზე განვითარებულია მარჯნის რიფები. პლაჟი ქვიშიანია. სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის პატარა ნავმისადგომები და დელფინარიუმი.
იკაკოსის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკი (ფართობი 3,12 კმ²), სადაც თავმოყრილია ბუნების ულამაზესი ძეგლები, მღვიმეები, ტბები და სხვ. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა.
ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო განვითარებულია ტურიზმი.

სან-მარტინის ტბა
260px Lago O%27Higgins 3
სან-მარტინი (ესპ. Lago San Martín) ან ო’ჰიგინსი (ესპ. Lago O’Higgins) – ფიორდული წარმოშობის ტბა ჩილესა და არგენტინაში. მდებარეობს აისენის რეგიონის (ჩილე) და სანტა-კრუსის პროვინციის (არგენტინა) ტერიტორიაზე. ტბა ცნობილია სან-მარტინის სახელით არგენტინაში, ხოლო ო’ჰიგინსის სახელით ჩილეში.
ტბის ფართობი 1058 კმ². უდიდესი სიღრმე 836 მ. მმდებარეობს ზღვის დონიდან 250 მ. სიმაღლეზე. იგი ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა. ერთვის მდინარე მაიერი და კიდევ რამდენიმე პატარა ნაკადული, ხოლო გამოედინება მდინარე პასკუა, რომლის საშუალებითაც დაკავშირებულია წყნარ ოკეანესთან.

წყარო : http://ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button