საკითხავისასარგებლოუცნაური

13 უბრალოდ რიცხვი, თუ….

158b4906f1bb

რატომ სძულს ეს რიცხვი ხალხს? :rules:

9b6a30529176

ცამეტი – უძველესი დროიდან არასასიკეთო ნიშნად იყო მიჩნეული. ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნდა: მთვარის კალენდარი თავისი ადრინდელი ფორმით მეცამეტე არასრულფასოვანი თვის დამატებას ითხოვდა, რომელიც უკვე ამიტომ იყო ათვალწუნებული. გარდა ამისა რადგან თორმეტი სრულყოფილი რიცხვი იყო, ცამეტი ახალი ციკლის, ახალი სიცოცხლის დასაწყისს მოასწავებდა. მაგრამ ეს სიახლე ამავდროულად სიკვდილსაც გულისხმობდა და სიმბოლიკამ ცამეტის სწორედ ეს ნეგატიური ასპექტი გაამძაფრა. ამ ინერციითაა რომ საიდუმლო სერობისას ცამეტნი არიან- მაცხოვარი და მისი თორმეტი მოწაფე.

21712fb7f969

არ აის გასაკვირი რომ ცამეტმა განსაკუტრებული ადგილი დაიკავა დემონოლოგიაში: თორმტი კუდიანის თავშეყრას აუცილებლად ახლავს მეცამეტე სატანა. შავი მაგიის რიტუალებში ცამეტჯერ იძახებენ ეშმაკს; როდესაც მეფე არტურის ციკლის ერთ-ერთი გმირი- ბრძენი ჯადოქარი- მერლინი დედამიწას ტოვებს თან ცამეტი გრძნეული ნივთი მიაქვს…

8916303907c8

ამ ატავისტური რწმენის გამო ცამეტი დგესაც ავისმომასწავებელ რიცხვად ითვლება. ამასთანავე ცამეტი პოზიტიური რიცხვი იყო მაიას ტომებში(13 ზეცა), ხოლო ებრაული ეზოთერიული მოძღვრების- კაბალის მიხედვით, სამოთხეში ყოველივე ცამეტია- შადრევანი, სათნოების კარიბჭე ტუ ბალზამის მდინარე. 01e80b11293f

ანტიკურ საბერძნეთში ბრძენკაცები ხალხს ურჩევდნენ, რომ თესვა 13 რიცხვში არ დაეწყოთ.

ბრიტანელი მეცნიერების აზრით 13 რიცხვში ე.წ. “შავ პარასკევს” 52% – ით იზრდება ავტო ან ავიაკატასტროფებში მოხვედრილ ადამიანებთა რიცხვი.

რიჰარდ ვაგნერი, რომელიც 1813 წელს დაიბადა, 13 წლისამ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, დაწერა 13 ოპერა; მისი სახელი და გვარი კი ლათინური ტრანსკრიფციით 13 ასოს შეიცავს.

13 განსაკუთრებით უიღბლოდ ითვლება თუ ის პარასკევს ემთხვევა, დღე როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

რიცხვ 13_ის მიმართ შიშს ტრისკადეკაფობია ჰქვია.

49e05088d68a

.

მსგავსი ამბები

Back to top button