უკატეგორიო

ბრძნული გამონათქვამები #3

0cddfcf082dd
სოკრატე-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
მონტესკიე-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.
1.ლაროშფუკო-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.
2.ბერბსტი-კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს
3.უფროს კატონი-როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო.
4.გოეთე-ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
5.ნიცშე-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.
6.სტალინი-მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა.
7.ბრანსტერი-მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.
8.დემოკრატე-დიდი საქმეა, მოვალეობის ერთგული იყო უბედურების ჟამს.
9.კაბუსი-ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია.
10.გოეთე-კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია,წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი.
11.კომენსკი-მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი.
12.კორეული ანდაზა-მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტია.
13.პასკალი-კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.
14.ფრენცელი-დრო ფულია, ოღონდ მაშინ,როცა დრო არ გაქვს.
15.ბლოხი-დრო არის საათი უციფერბლატოდ.
16.უაილდი-ზნეობა პოზაა-ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.
17.ლაუბი-თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა, ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.
18.ოლკოტი-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის. (მართალია ეს კაცი.ამის კარგი მაგალითი ქართველი ხალხია :yes: :D )
19.ოლკოტი-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
20.ჰიუგო-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.
21.ბუასტი-მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.
22.მენეკენი-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
23.კანტი-ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
24.ჟუბერი-ყველაფერი, რაც ზედმეტია, ზნესაც აფუჭებს,ადამიანს და გონებასაც.
25.სტენდალი-ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
26.გოეთე-კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.
27.უილიამსი-მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო. (ვაბოდებ ამ ნათქვამზეე)
28.შპენგლერი-მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით…
29.პავეზე-მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს,რომ ვნებებს აჰყოლილხარ.
30.ბუასტი-ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.
31.იუნგი-დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.
32.ტოლსტოი-თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი! ( :armjera: ამ ნათქვამზე რა აზრის ხართ? :no: )
33.სტენდალი-ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა.
34.რუსული ანდაზა-ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება.. ( :D მემგონი ეს რუსებზე და ქართველებზეა ნათქვამი :D არ მეთანხმებით? )
35.როლფსი-მშვიდობა კაცობრიობის ნიჭის გამოცდაა.
36.შვაიცერი-ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს…ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს.
37.გასეტი-სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება.
38.პლუტარქე-ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანრძლივი ჩვეულება.
39.ცვაიგი-ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში.
40.ტორო-თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იმსჯელეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გახარებთ დილა და ზაფხული.
41.შიფი-დრო არის ღარიბთა სიმდიდრე და მდიდართა სირაღიბე.
42.მარკუზე-აზროვნება დაძაბულობაა, რწმენა კი – კომფორტი. (მაგრამ ორივე საჭიროა ხოო?? :) )
43.ციცერონი-სამართლიანობა სიბრძნის გარეშე ბევრ რამეს ნიშნავს, ხოლო სიბრძნე სამართლიანობის გარეშე-არაფერს
44.სიყვარული და სიძულვილი ერთი ჯიშის მხეცია…
45.მიზანი საშუალებებს ამართლებს…
46.წარმატება შრომის შედეგია,იღბალი კი შემთხვევითობა…
47.ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს…
48.ვოლტერი-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს…
49.ბერნე-როდესაც პითაგორამ თავისი ცნობილი თეორემა აღმოაჩინა,ღმერთებს მსხვერპლად ხარი დაუკლა.მას შემდეგ,აღმოაჩენს თუ არა ვინმე რომელსამე ჭეშმარიტებას,ხარებს შიშის ძრწოლა და კანკალი აიტანს ხოლმე.
50.მოპასანი-სიცოცხლე მთაა.მის მწვერვალზე ასვლით ნელ-ნელა ადიხარ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვები.
51.დეკარტი-ღმერთმა ბუნების კანონები, რომ დაადგინა შემდეგ უკვე თავი მიანება და თვითდინებას მიანდო სამყარო.
52.ზოლა-რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.
53.პასკალი– რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა, რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე, ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ.
54.ბუალო-მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს სანამ შეცდომას არ გამოასწორებ.
55.შილერი-ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.
56.ბალზაკი-პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.
57.გოეთე-ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.
58.ფილდინგი-ზედმიწევნით ეშმაკი ადამიანები ხშირად ცდებიან, რადგან სხვები მიაჩნიათ უფრო ჭკვიანებად, ვიდრე სინამდვილეში არიან.
59.ტოლსტოი-ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.
60.კარამზინი-უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close