საკითხავი

ომი და სიყვარული…

8284d87ee956

როცა მზე ამოდის თითქოს ცხოვრება იცვლება…

ამ სამყაროში ყველა ყველას ებრძვის,დაობს,ეჩხუბება,,, ეს ყველაფერი მათ სიყვარულს ფარავს და აზრს უკარგავს..

030b065d582b

2 მსოფლიო ომი გადალახა დედამიწამ,ალბათ მესამეს ელოდება და ვერ ისვენებს,ადამიანებს ერთმანეთის დახოცვაში ატომური ბომბი ეხმარება,,

ატომურ ბომბს უამრავი მსხვერპლი მოზდევს თAნ,ორსულ ქალებს ავადმყოფი შვილები ებადებათ,ეს თაობიდან-თაობაზე გადადის

428a77aa335b

და მაინც რა დააშავა ზოგმა რომელსაც არ უნდოდა ომი?

60b6ccc490a9

არაფერი დაუშავებიათ,უბრალოდ ადამიანების ცოდვებისგან დაიწვნენ,,,

ead4f62b89d0

ატომურმა ბომბმა მათი ტანი დაწვა და სისხლი მოუწამლა…

4c508067af83

ზოგიც გაქცევამდე დაეცა და წამში დაიწვა,,,(Nagasaki-ს ომის სურათებია ატომური ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ)

36d11e125865

ვხედავთ თუ როგორ მოდიოდა ზეციდან ბომბი ქალაქისკენ, სანამ დავარდებოდა ერთმანეთს გადავხედეთ,ყველას ჩემს ირგვლივ ცრემლები ჰქონდათ თვალებზე მომდგარი, უმწეოდ მიყურებდნენ,ბოლოჯერ შევხედე მათ და დავიმახსოვრე ისეთები როგორებიც არიან,რადგან ვიცოდი რომ მათი სახეები შეიცვლებოდა, ბომბი ჩამოვარდა და მისმა ძალამ ყველანი უკან გადაგვაგდო, ირგვლივ ყველაფერი დაინგრა და ცაში დიდი ალი ავარდა, ალი რომელიც გვახრჩობდა, მინდოდა ვინმე დაგვხმარებოდა მაგრამ ირგვლივ სიჩუმე იყო,მხოლოდ ადამიანების განწირულ კივილს თუ გაიგონებდი,ზოგი დამწვარიყო და კიოდა,არ ვიცი რატომ კიოდა,ალბათ იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ ცნობდა,უკან გავიხედე და დავინახე სისხლი,მხოლოდ სისხლი რომელიც წამის წინ არ იყო,წამის წინ მათ შიშს ვხედავდი,წამის წინ უნდოდათ გადარჩენა და სიცოცხლე,მაგრამ ახლა ალბათ მხოლოდ სიკვდილზე ან დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მეც მინდოდა დროის დაბრუნება , დავაბრუნებდი მხოლოდ იმიტომ რომ ჰაერი მესუნთქა,მხოლოდ იმიტომ რომ სხვებისთვის შემეხედა და მათი ღიმილი დამენახა,მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც უცნობი საცოდავისთვის თვალებში შემეხედა და მეთქვა რომ მარტო არ იყო და მეც ისეთივე ვიყავი როგორც ის, ირგვლივ კივილი შეწყდა,ჩემს წინ ჩემი და იწვა,მუხლები დამწვარი მქონდა და ნელა მივედი მასთან,თვალებში ჩავხედე,მისი თვალები წითელი იყო,ტკივილისგან გაგიჟებული და მომკივარი, დაო,პასუხი არ იყო… დაო რატომ დამტოვე ,დავიღალე დაო,დავიღალე,,, (mia-tu გადარჩენილის მონაყოლიდან )

78d10b354e82

ამ სამყაროში ბევრი ტკივილია,ბევრი ცრემლები და ამაოება,დაიღლები,ოდესმე დაიღლები და მოგინდება გაქრობა,მოგინდება სისხლის და ტკივილის გაქრობა…

5f7536562800

მერე გააქრე,გააქრე უბრალოდ გაფანტე,თითქოს არც არსებობდა.. გაფანტე ღრუბელი..

c9db3b14dd78

ოდესმე დაიღელბა ადამიანი ბრძოლით,დაიღლება არა ბრძოლით,არამედ უსუსურობით,მოუნდება სიწყნარე,სიმშვიდე,სიყვარული…

666dbab41839

ოდესმე აიხედება ადამიანი ცაში,სადაც მისი გონება არაფერს მიწვდება,უბრალოდ შეხედავს და ინანებს რომ აქამდე გონებაშI მისი შეხედვის აზრი არ მოსვლია..

b28f9ff7aeab

ოდესმე ინანებს ადამიანი,და იდგება მარტო , მას ნიავი ჩაეხუტება,მისი სინანულის ნიავი..

3c46867e70d2

ზოგისთვის გვიანი იქნება,მხოლოდ ინანებს და მორჩა..

8efbb6363992

რა საჭიროა ომი როცა მარტო არ ხარ,როცა შენს ირგვლივ სხვებია,რა საჭიროა სიბრმავე როცა თვალებს გაახელ და დაინახავ ყველაფერს.. რა საჭიროა ომი…

უბრალოდ: გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ს ე რ თ მ ა ნ ე თ ი ! ! !

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close