არქივი

საზიზღარი/ლამაზი მწერები

78e50cae8c11
ზოგისთვის საზიზღარი , ზოგისთვის ლამაზი მწერები. ზოგიერთი მათგანი მართლაც ძალიან ლამაზია, გამოირჩევიან მკვეთრი ფერებით :yes:

1. ჩრჩილი ლიმანტრიდი
ab4fbb25ac01

ეს ჩრჩილი გავრცელებულია დანიის ტყეებში. დედალ ლიმანტრიდებს შეუძლიათ დადონ 300-400 კვერცხი. პატარები არიან ძალიან თმიანები და ქარს  შეუძლია ადვილად გადაადგილოს ისინი. შემოდგომის ბოლოს იზრდებიან და ჩრჩილად იქცევიან. დაახლოებით 5 სანტიმეტრია სიგრძეში. არიან ძალიან ლამაზი ფერის, საცხოვრებელს იკეთებენ მიწაზე დაყრილი ფოთლების ქვეშ, იქ თხელ აბრეშუმის პარკს აკეთებენ და შიგნით ძვრებიან.

2. ეშმაკის ყვავილი – ღვთისმლოცველა
6afe0cb9faec

ღვთისმლოცველას მრავალ სახელი აქვს შერქმეული, მათ შორის „მწერების მეფე“-ც. მას სხვა მწერებისგან გამოარჩევს სილამაზე, ზომა და იშვიათობა, ანუ ეს სახეობა ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს, რადგან ღვთისმომლოცველების უმეტესობა მწვანე ფერია.

3. ქალწული ბუზი (Damselfly)
a2e5ee994d0a

ეს ბუზები ხასიათდებიან წაგრძელებული ტანით, დიდი თვალებით, რომლებიც ერთმანეთისგან დიდი მანძილითაა დაშორებული, და ორი წყვილი ძლიერი, გამჭვირვალე ფრთები. დასვენების დროს ამ ფრთებს მუცლის ღრუს ზევით კეცავს ერთად ან ნახევრად გაშლილს ტოვებს. ფოტოგრაფებისთვის ისინი მეტად პოპულარულები არიან რადგან მათ აქვთ მკვეთრი ფერები, რომლებსაც ხშირად იცვლიან.

4. გულწითელა ჩრჩილი
f21dac85b0ee

ეს ჩრჩილები არიან ყველაზე დიდი ჩრჩილები ჩრდილოეთ ამერიკაში, ხანდახან მათი სიგრძე 15 სანტიმეტრსაც კი აღწევს. დედალი გულწითელა ჩრჩილების გაშლილი ფრთების სიგრძე 13 სანტიმეტრია. კვერცხებს დებენ ძირითადად ნეკერჩხლის ხეებზე, მაგრამ იკვებებიან ველური ალუბლის და არყის ხეებზე.

5. აბრეშუმის ჩრჩილი
3ad99079eed1

ეს ჩრჩილები პირველად აღმოაჩინეს მექსიკაში, გვატემალაში და ამერიკაში. იკვებებიან და ცხოვრობენ ნებისმიერ ხეზე.

6. ღვთისმლოცველა – ორქიდეა
42c27f159246

ღვთისმლოცველების ეს სახეობა ნაპოვნია მალაიზიაში და ინდონეზიაში. ძალიან ჰგვანან ორქიდეას. იმალებიან ყვავილებში და ელოდებიან გემრიელ მსხვერპლს.

7. ხოჭო -ჰერკულესი
531373a573a0

ეს მარტორქისებრთა სახეობის ხოჭოა, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში. ხოჭო ჰერკულესს შეუძლია გაიზარდოს 15 სანტიმეტრამდე სიგრძეში (რქების ჩათვლით) აქვს დიდი ძალა. ზურგით შეუძლია გადაზიდოს თავისთავზე ბევრად მძიმე რამ. ეს ხოჭოები ჭამენ მხოლოდ მცენარეულობას და არ არიან აგრესიულები სხვა ჰერკულესებისგან განსხვავებით, რომლებიც დედალი ხოჭოების გამო ერთმანეთს ეჩხუბებიან.

8. გიგანტური ობობა- აქლემი
b79b1dfe09e1

ამ ობობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ლეგენდა, თუ ამბავი არსებობს. ერთხელ (თურმე) ობობა-აქლემი შეიპარა მძინარე ჯარისკაცის კარავში. უკბინა მას სანამ ეძინა, საბედნიეროდ არ არიან შხამიანები და ჯარისკაცი გადარჩა. ისინი მსხვერპლის დასაჭერად იყენებენ ბრჭყალებს. ცნობილები არიან ასევე სისწრაფითაც. შეუძლიათ წრეზე ირბინონ 10 კმ-სთ – თი. ძალიან აგრესიულები არიან სხვა მწერების მიმართ. დღეში შეუძლიათ უამრავი მსხვერპლის მონადირება და შეჭმა.

9. გიგანტური წყლის ბაღლინჯო
413dd4625931

ყოველი მათგანი არის მძვინვარე მტაცებელი, რომელიც იჭერს და ჭამს წყლის კიბოსნაირთა წარმომადგენლებს, თევზებს და ამფიბიებს. წყლის ზედაპირზე წვებიან გაუნძრევლად, და ელოდებიან მსხვერპლის მოახლოებას. შემდეგ თავს ესხმიან, კბენენ და შეჰყავთ თავიანთი ნერწყვი, რომელიც იწვევს მსხვერპლის შიგთავსის გათხელებას, მიღებულ მასსას კი ბაღლინჯო ამოწოვს ნახევრად ცოცხალ არსებას.მათი ნაკბენი ერთერთი ყველაზე მწარეა მწერების ნაკბენებს შორის. ბაღლინჯოების ნერწყვი შლის შინაგან ქსოვილებს, ამის გამო საშიში არიან ადამიანისთვისაც. შეუძლიატ დიდი ზიანი მიაყენონ ხალხს.

10. ლეოპარდი ჩრჩილი
2e3f44dd7c76

გიგანტური ლეოპარდი ჩრჩილს , ან ვეფხვ ჩრჩილს აქვს შავი რგოლები ფრთებზე. სწორედ ამის გამო შეარქვეს ეს სახელები. ლამაზი გარეგნობა გამოარჩევს სხვა ჩრჩილებისგან.

მსგავსი ამბები

Back to top button