გართობაკულტურა

“ვეფხვის ბუდე”

e75eac0ea949

წარმოგიდგენთ ულამაზეს ვეფხვის ბუდეს – ბუტანის საოცრებას!

bbcc4ab37d05

პარო ტაკტსანგი (Paro Taktsang), ან Taktsang Palphug Monastery არის ბუტანში, პაროს ველის კლდოვან ფერდობზე მდებარე ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი. ის მეორენაირად ცნობილია როგორც “ვეფხვის ბუდე”  და ენა რომ არ მოვიტეხოთ ჩვენც ასე დავუძახოთ. კომპლექსი აშენდა 1692 წელს ტაკტსანგის გამოქვაბულთან, სადაც მერვე საუკუნეში გურუ პადმასამბჰავა სამი თვის მანძილზე  შეუჩერებლივ მედიტირებდა. სწორედ გურუ პადმასამბჰავაა ბუტანში ბუდიზმის დამფუძნებელი და  გამავრცელებელი. ვეფხვის ბუდე გახდა ბუტანის კულტურულ-რელიგიური სახე. მათ სპეციალური ფესტივალიც კი აქვთ, რომელსაც ტსეჩუს უწოდებენ. ეს ფესტივალი პაროს ველზე იმართება და გურუს სახელსა და ღვაწლს აპატიოსნებს.

2bde88c5cea8

ლეგენდის თანახმად გურუ პადმასამბჰავა ამ ადგილას ტიბედიდან მოვიდა. ის უზარმაზარ დედალ ვეფხვზე იჯდა და რატომღაც მოფრინავდა.  როგორ წარმოიდგენთ თქვენი ნებაა, მაგრამ მე ძალიან სახალისოდ მეჩვენება მფრინავ ვეფხვზე შემომჯდარი გურუ, და ისიც რომ ვეფხვი დედალია. ალტერნატიული ლეგენდის მიხედვით იმპერატორის ცოლი გახდა გურუს მიმდევარი  ჯერ კიდევ ტიბეტში. იმპერატორს ეს არ მოეწონა და გურუს დევნა დაიწყო, მაშინ ქალი ვეფხვად გადაიქცა და წაიყვანა (წააფრინა) გურუ პაროს გამოქვაბულებთან, სადაც ის მედიტირებდა, ვეფხვი კი მასთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით ეს ადგილი წმინდა გახდა და ვეფხვის ბუდე ეწოდა. ზოგიერთის აზრით გურუ გარდაისახა ტენზინ რაბგიში, რომელმაც 1692 წელს ააგო ეს მშვენიერი მონასტერი. მონასტერი გეოგრაფიულად რთულ ადგილასაა აგებული, ციცაბო კლდის ფერდობი და სრიალა ქვები დიდ საშიშროებას წარმოადგენდა მშენებლებისთვის. მიუხედავად ამისა არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა, მეტიც, მათ მშენებლობის დაწყებისას საოცარი სიმბოლო იხილეს ჰაერში: ვეფხვის სული, რომელიც ციდან გადმოფრინდა და ნისლში გაქრა. ამის მერე მშენებლები გააფთრებით მუშაობდნენ, არ შავდებოდნენ და მცირედი საკვებიც კი ანაყრებდათ.

fd3c284c22d4

1998 წლის 19 აპრილს მონასტერში გაჩნდა ხანძარი. საშიშროება დაემუქრა მნიშვნელოვან ნახატებს, ქანდაკებებს,  წარწერებსა და არტიფაქტებს. ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობის დაზიანებამ გამოიწვია. ხანძრის განმავლობაში ერთი ბერი დაიღუპა. სტიქიის მიერ მიყებებული ზარალი 135 მილიონ ნგულტრუმს აღწევდა. არც კი ვიცი რამდენი ლარია, მაგრამ მიახლოებით ხომ ხვდებით. 2005 წლისთვის რესტავრაცია დასრულდა და მონასტერმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.

0459d2b77af7

ვეფხვის ბუდე ზღვის დონიდან 3,120 მეტრზეა და ფაქტობრივად ღრუბლებითაა გარშემორტყმული. ზღაპრებიდან ბევრს გსმენიათ ცაში, ღრუბლებში არსებულ სასახლეზე. ზუსტად არა, მაგრამ ეს დაახლოებით ისეთი  შედევრია, როგორსაც მხოლოდ ზღაპრებში გაიგებდით. მონასტერი ციცაბო კლდეზეა აგებული და ულამაზეს, განუმეორებელ შთაბეჭდილებას აღძრავს. მონასტრამდე მისასვლელი ბილიკი სიურპრიზებით არის სავსე, მაგალითად ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც 60 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. ბილიკზე ასევე არის კიოსკები, სადაც რთული ასვლისგან მიძაღლებულ ტურისტს შეუძლია სუვენირის ყიდვა (და ამით ტვირთის დამძიმება).

7c01154af414

მონასტერი შედგება 4 მთავარი შენობისგან, რომლებიც იდეალურად არის აგებული და ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. 8 გამოქვაბულიდან ოთხში ადვილია მოხვედრა. ყველა შენობა ერთმანეთს უკავშირდება კლდეში გამოკვეთილი კიბეებითა და გადასასვლელებით. ყოველ შენობას აქვს აივანი, საიდანაც უმშვენიერესი ხედი იშლება. მონასტერი მდიდარია უძველესი რელიქვიებითა და ხელნაწერებით. ასევა იქ არის უამრავი ნახატი და ფრესკა, რომლებიც ბერებმა თავად შექმნეს.

61186a754a5a

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და თუ როდისმე ბუტანში მოხვდებით და ვეფხვის ბუდეს არ დაათვარიელებთ, ჩათვალეთ, რომ ბედი გეკაიფათ, გეღადავათ და მერე კიდევ უფრო მაგრა გეკაიფათ.

67c28139851d

იმედია მოგეწონათ ეს პოსტი და ეს ადგილიც, რადგან ბევრი მთამსვლელი და თავგადასავლების მოყვარული ოცნებობს იქ მისვლაზე, მათ შორის მეც.

მსგავსი ამბები

Back to top button