საკითხავისასარგებლოუცნაური

ნოსტრადამუსი – წინასწარმეტყველება თუ სისულელე?

7364ff2ba4f3

რა თქმა უნდა ყველას სმენია დიდი წინასწარმეტყველის – ნოსტრადამუსის შესახებ და ბევრს სჯერა, რომ მას მართლაც შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება.

კითხვაზე – “გჯერათ თუ არა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების?” მრავალი დაახლოებით ასე გასცემდა პასუხს: “რა თქმა უნდა! მან ხომ 11 სექტემბრის ტერაქტი იწინასწარმეტყველა! მან წინასწარ იცოდა შენობების დანგრევის შესახებ!”, მაგრამ ასეთი ტიპის სტანდარტული პასუხი სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) მცდარია და სრულიად აზრსაა მოკლებული. ყველაფერი ნათელი რომ გახდეს პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში არსებობს ათობით ორგანიზაცია (სპეციალური ჯგუფები) და ასობით პიროვნება, რომლებიც ცდილობენ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების გაანალიზებასა და მათ მორგებას რეალობასთან. ისინი ხელიდან არ უშვებენ შანსს რომ ნოსტრადამუსის თხზულებები როგორმე რეალობასთან დააკავშირონ და რაციონალური სახე მისცენ.

დავუბრუნდეთ 11 სექტემბრის მაგალითს. მართლაც იწინასწარმეტყველა თუ არა ნოსტრადამუსმა ეს მოვლენა? ნოსტრადამუსმა დაწერა: “იქნება ჭექა-ქუხილი, ორ ძმას ერთმანეთს დააშორებს ქაოსი, დიდი ლიდერი დანებდება, სანამ ქალაქი იწვის დაიწყება მესამე დიდი ომი”. სპეციალური ჯგუფები დიდ ხანს იმტვრევდნენ თავს და ცდილობდნენ რომ ეს სიტყვები როგორმე რეალობასთან დაეკავშირებინათ. ისინი ელოდნენ რომ ოდესმე, რომელიმე ქვეყანაში ორი ძმა ერთმანეთს ხელისუფლების სათავეში მოსვლაზე შეეცილებოდა და მათ შორის მტრობა გამოიწვევდა ომს – ეს იყო ყველაზე სავარაუდო ვარიანტი და ასეთის მოხდენის შემთხვევაში ისინი უმალვე დააკავშირებდნენ წინასწარმეტყველებას ამ კერძო შემთხვევასთან. მაგრამ მათდა საუბედუროდ ასეთი შემთხვევა არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, 11 სექტემბერს, ტერაქტის დროს დაინგრა ორი შენობა. სპეციალურმა ჯგუფებმა ორი შენობა ორ ძმასთან დააკავშირეს და საქმეც “გაიჩარხა”. “რა თქმა უნდა” – ამბობდნენ ისინი – “ნოსტრადამუსმა ორ ძმაში სწორედ 2 შენობა იგულისხმა, ხოლო ქაოსში – ტერორისტული აქტი! მორჩა და გათავდა!”. თუმცა სანამ შენობები იწვოდა, არ მომხდარა მესამე მსოფლიო ომი, როგორც ამას ნოსტრადამუსის მიმდევრები ვარაუდობდნენ – თუმცა რა პრობლემაა, ოდესმე ხომ მოხდება და ეს წინასწარმეტყველებაც “ახდება” :) . ხოლო ნოსტრადამუსის მიმდევრები იტყვიან, რომ ნოსტრადამუსმა იგულისხმა რომ ტერორისტული აქტიდან ცოტა ხანში მოხდება მესამე მსოფლიო ომი – რა თქმა უნდა “ცოტა ხანი” ფარდობითი ცნებაა და მასში შესაძლოა საუკუნე იგულისხმებოდეს!

dfd682664fb7

ფაქტია: ნოსტრადამუსს გაკვითაც არ უხსენებია არც თარიღი, არც შენობები და არც მფრინავი აპარატები. ისმის კითხვა – რის საფიძველზე ამტკიცებენ რომ ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებაში” სწორედ ეს მოვლენა იგულისხმება? ძალიან მარტივი შესაძლებელია რომ რომელიმე ჩვენგანმა დაწეროს რაიმე “სიმბოლოებით” სავსე წინადადება რომელიც, მომავალში შეიძლება წარმატებით დავაკავშიროთ რომელიმე რეალურ მოვლენასთან და “ავახდინოთ”, მით უმეტეს თუ უამრავი მიმდევარი გვეყოლება. სხვა საქმე იქნებოდა ნოსტრადამუსს თუნდაც თარიღი რომ მიეთითებინა.

განვიხილოთ მეორე, ასევე ცნობილი “წინასწარმეტყველება”. ნოსტრადამუსი წერს: “ცაში მფრინავი ღორები იფრენენ, რომლებიც ცეცხლს გადმოუშვებენ მიწაზე და გადაბუგავენ ყველაფერს”. ნოსტრადამუსის მიმდევრებმა დიდ ხანს იმტვრიეს თავი და ბოლოს გადაწყვიტეს რომ მფრინავი ღორები დაეკავშირებინათ სამხედრო თვითმფრინავის პილოტებთან, რომლებსაც ფრენისას სახეზე სპეციალური აპარატი უკეთიათ, რომელიც რაღაცით ღორის დინგს მოგაგონებთ. ისინი მართლაც დაფრინავენ თვითმფრინავით და ზემოდან ბომბებს ისვრიან (იხ. სურათი)

f84ef65c5d99

ახლა დავფიქრდეთ და გამოვიცნოთ თუ რას იტყოდნენ სპეციალური ჯგუფები თუ ნოსტრადამუსი დაწერდა რომ ცაში ჩიტები იფრენენ რომლებიც ცეცხლს გადმოუშვებენ – რა თქმა უნდა შედეგი დიდად არ შეიცვლებოდა – ნოსტრადამუსის მიმდევრები დაიწყებვდნენ მტკიცებას რომ “ჩიტებში” იგულისხმება სამხედრო თვითმფრინავები, ხოლო ცეცხლში – ბომბები. რა იქნებოდა მაშინ თუ ნოსტრადამუსი დაწერდა რომ ცაში ძაღლები, დათვები, ან სულაც ადამიანები იფრენენ – შედეგი უცლელი იქნებოდა! ძაღლსაც აქვს წაგრძელებული “ცხვირი” რომელიც პილოტის აპარატთან მარტივად დაკავშირდებოდა. იგივეს თქმა შეიძლება დათვზეც. ხოლო თუ ნოსტრადამუსი დაწერდა რომ ადამიანები იფრენენო, ამაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა – პილოტი ხომ ადამიანია!!! რა თქმა უნდა ნოსტრადამუსი ადამიანში გულისხმობს პილოტს! ხოლო ცეცხლში ბომბებს! რა იქნებოდა მაშინ თუ ნოსტრადამუსი დაწრდა რომ ცაში იფრენენ ადამიანები, რომლებიც წყალს ჩამოასხავენ და დაბლა ცეცხლს ჩააქრობენ – ნოსტრადამუსის მიმდევრები ამ “პრობლემას” მარტივად გადაჭრიდნენ და იტყოდნენ – რა თქმა უნდა ნოსტრადამუსი გულისხმობს სახანძროში გამოყენებულ ვერტმფრენებს, რომლებიც დაბლა ხანძრის ჩაქრობაც ცდილობენ! როგორც არ უნდა ვაბრუნოთ, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება მაინც “ახდებოდა”.

ფაქტია რომ ნოსტრადამუსის არცერთი წინასწარმეტყველების შინაარსი არ გამოუცნიათ წინასწარ. ყოველთვის ხდებოდა მათი დაკავშირება უკვე მომხდარ მოვლენებთან!

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საეჭვოა ის რომ ნოსტრადამუსის “წინასწარმეტყველებები” მართლაც ახდება, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს საკმაოდ დიდი ფანტაზიის უნარი აქვს იმისთვის რომ ისინი ძალად “აახდინოს”

წყარო: Nostradamus.org, BBC Documentary, Wikipedia.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close