უცნაური

ტელეპორტაცია

f7e60aa9949c

ტელეპორტაცია – რეალური ფაქტები მსოფლიო ისტორიიდან

ტელეპორტაცია, ანუ დროსა და სივრცეში გადაადგილება, უხლოვარი დროიდან დღემდე რჩება შეუცნობელ მოვლენად. ამოუხსნელი მიზეზით ადამიანები უჩინარდებოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი სრულიად სხვა დროსა და სივცესი ჩნდებოდნენ. ასეთი ფაქტები რეალურად არის დადასტურებული თანამედროვე ეპოქაშიც.
1960 წელს ონტარიოს შტატში, უამრავი ადამიანის თვალწინ, 13 წლის ბიჭი დაიკარგა. მას ვერავინ ხედავდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი ბიჭი უეცრად იმავე ადგილას გაჩნდა, თითქოს არსად წასულიყო. 1954 წელს აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ერთხელ მეცნიერი იძულებული გახდა, ექსპერიმენტი შეეწყვიტა, რადგან ტრაგედია დატრიალდა. მათ ახლოს მდებარე ხომალდი და მისი ეკიპაჟი მოულოდნელად გაუჩინარდა. ძებნა გამოაცხადეს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ხომალდი კალიფორნიიდან 6 ათასი კილომეტრით დაშორებულ ადგილას აღმოაჩინეს. ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო. ამის შემდეგ აინშტაინის ჯგუფს მუშაობა აღარ გაუგრძელებია. სავარაუდოდ, ექსპერიმენტის დროს ხელოვნური ტელეპორტაცია მოხდა…
ტელეპორტაცია ( ბერძნ. “ტელე”, ანუ ” შორს “, ინგლის. ” პორტეიჯ ” –
” გადატანა ” ) – ეს არის მატერიალური სხეულის მყისიერი გადაადგილება სივრცესა და დროში. ეს ტერმინი პირველად 1930 წელს ჩარლზ ფორტონმა გამოიყენა.
მეცნიერებაში ტელეპორტაცია სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებისა და ხერხის გამოყენებით მიიღწევა. ამერიკელმა მეცნიერებმა თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხი აღმოაჩინეს – ” არხობრივი “,
” შემსრუტავი ” და ” გამომაძევებელი ” . პრაკტიკულად კი მხოლოდ ერთი, კვანტური ტელეპორტაცია იქნა დადასტურებული.
თანამედროვე ამერიკელი მეცნიერი ერიკ დეივისი ტელეპორტაციის გარშემო დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. 2004 წელს მან აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას საკუთარი გამოკვლევების შედეგები წარუდგინა. მოხსენებამ სამეცნიერო წრეებში საკმაოდ დიდი ხაური გამოიწვია. მეცნიერი რეკომნდაციას იძლეოდა, გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა. აქვე უნდა ითქვას, რომ დეივისს ნება დართეს, გამოეყენებინა გასაიდუმლოებული დოკუმენტებიც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ტელპორტაციას ეხებოდა. ერიკ დეივისმა ჩამოაყალიბა ტელეპორტაციის კონცეფცია და იგი ხუტ ნაწილად დაყო. ეს კონცეფცია საკმაოდ საინტრერესო და ყურედსაღებია, იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერს აშშ-ს ხელმძღვაელობამ ექსპერიმენტების გაგრზელების უფლება და საშუალება მისცა.
ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი ტელეპორტაციის შესახებ ესპანურ არქივებში გვხვდება, რომელიც 1593 წლის ოქტომბერში მექსიკაში მომხდარ შემტხვევას არწერს. ესპანური არმიის მაიორმა რიგით ჯარისკაცებში უცნაურად ჩაცმული ჯარისკაცი შეამჩნია, რომლის ჩაცმულობა და ეკიპირება სხვა ჯარისკაცებისგან სრულიად განსხვავებული იყო. როდესაც მაიორმა ჯარისკას შენისვნა მისცა, ჯარისკაცი ესპანურად ალაპარაკდა : ” მე ჟილ პერესი მქვია. გამაგზანეს გუბერნატორის სასახლის დასაცავად. თუმცა სასახლმდე ვერ მივაღწიე. ვხვდები, რომ ვიმყოფები სულ სხვა ადგილას , უცნობ ადამიანებში. ტუმცა მეც ესპანელი გახლავართ”. მაიორის შეკითხვაზე , რომელი გუბერნატორის სასახლეს იცავდა, ჯარისკაცმა უპასუხა : ” ფილიპინებზე ესპანურ კოლონიების გუბერნატორის სასხლესო”. ჯარისკაცი ამის გამო კინარამ ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა, რადგან სასულიერო პირებს იგი ეშმაკი ეგონათ, თუმცა ჯარისკაცი მართლაც ფილიპინებიდან, ესპანური კოლონიიდან აღმოჩნდა. იგი ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ ფილიპინებზე მსახურობდა, სახეზე იცნო . შესაძლოა, პერესი მოხვდა ე.წ ასტრალურ არხში, სადაც დრო და მანძილი არ არსებობს, ამ დროს იგი ფიზიკურად გადაადგილდა .
მისგან განსხვავებით, “გაუმართლა” იაპონელ სამურაის. 1862 წელს . აშშ-ში , ნიუ იორკში სამურაი, რომელმაც გამვლელების ყურადღება თავისი ჩაცმულობით და დაბნეულობით მიიქცია, დააპატიმრეს. გაირკვა, რომ სამურაი იაპონიაში , კუნძულ ჰონსიუზე მე-15-16 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა გზაზე მიმავალმა მოულოდნელად გონება დაკარგა და შემდგომში, უკვე მე-19 -ე საუკუნეში აშშ-ში აღმოჩნდა . სხვათა შორის , ერთ – ერთი ლეგენდის მიხედვით, ცნობილი გრაფი სენ – ჟერმენი დაპატიმრების შემდეგ ბასტილიის ციხიდან სწორედ ტელეპორტაციის გამოყენებით გაიქცა. მან საკე მოითხოვა . მცველებმა მიუტანეს. მეორე დღეს სენ-ჟერმენის საკანში მხოლოდ გატეხილი სარკე ნახეს . გრაფი კი არსად იყო.
1943 წელს აშშ-ში სამხედრო – საზღვაო ზალებში მეცნიერების მიერ ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გაქრა ნაღმოსანი გემი
” ელდრიჯი” , მასზე 181 ადამიანი იმყოფებოდა . გემი ასეულობიტ კილომეტრის დაშორებით გამოჩნდა . ეს ფაქტი გასაიდუმლოებული იყო და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ მე-20 ე საუკუნის დასასრულს გახდა .
რაც შეეხება დასახლებული პუნქტის ტელეპორტაციას ეს ალბათ სეუზლებელია, რადგან ქალაქი არის შენობების ერთობლიობა, რომელიც აშენებულია მიწაზე, ანუ ტელეპორტაციას განიცდის ობიექტი, რომელსაც შეუზლია გადაადგილება. ადამიანებს არ ახსოვთ მათი გადაადგილების მიზეზი და მარსრუტი. უმეტეს შემთხვევაში, გონებას კარგავენ. ბუნებრივია , შეგრძნება საკმაოდ არასასიამოვნო იქნება , რადგან ადამიანის ორგანიზმი გადადის კატალეფსიურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ცნობიერი და ქვეცნობიერიც კი გათიშულია.
ბერმუდის სამკუთხედი ამოუხსნელი ფენომენია , თუმცა უნდა ითქვას რომ დაკარგული გემების თვითმფრინავებისა და ადამიანების რაოდენობა მიუთითებს , რომ აქ ჩვეულებრივ კატასტროფებს არ ააქვს ადგილი . ფაქტია, რომ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემები ყოველთვის უკვალოდ არ ქრება. მაგალითად, გემი “მალბორო” რომელიც იქ მოხვდა მოულოდნელად აღმოცნდა ინდოეტის ოკეანეში, ათასობით კინლომეტრის დაშორებით . ეკიპაჟის ნახევარი უგზო უკვლოდ გაქრა , ხოლო დარჩენილი ნაწილი კი გარდაიცვალა. სხვა გემის ეკიპაჯი რომელმაც გემი “მალბორო” აღმოაჩინა , გაოგნებული იყო. მაგალითად, გემის მესაჭე ცოცხალივით იდგა შტურვალთან…
ტელეპორტაციის თემას ხშირად იყენებენ კომპიუტერულ თამაშებში, ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურასა და ფილმებში.

P.S კომენტარებში არ დაწეროთ კაი პოსტია მარა წაკითხვა დამეზარაო იმიტორო თითები გამისივდა ამის წერით :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button