უცნაური

საინტერესო და უცნაური ფაქტები #15

74bf7ffdafa2

1.რა,დენიმე ხნის წინ მეცნიერებმა მეტად საინტერესო ფაქტს მიაკვლიეს: პირველი მსოფლიო ომის დროს, სტატისტიკის მიხედვით, დანიის ერთი სული მოსახლე კვირაში 750 კგ ცხიმს (კარაქსა და ზეთს) მიირთმევდა, ხოლო თითოეული შვედი – 80 ტონა შოკოლადს. აღმოჩნდა, რომ სკანდინავიელების ასეთი გაძლიერებული მადის მიზეზი გერმანია ყოფილა, რომელიც ომის დროს საიდუმლოდ ყიდულობდა სურსათს ამ ნეიტრალური ქვეყნებიდან.

2.ამ კუნძულის აღმოჩენა პორტუგალიელების ზღვაოსნობის იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ისინი მარადიული ახალგაზრდობის ლეგენდარული მიწის საძებნელად მოგზაურობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი კუნძულის აღწერა ლეგენდარული მიწისას ემთხვეოდა – ულამაზესი პალმები, ხილით სავსე კორომები, ბროლივით კამკამა წყაროები, პორტუგალიერებმა მაინც არ დაიჯერეს და ურწმუნო თომას პატივსაცემად კუნძულს სანტ-ომე დაარქვეს.

3.”ათასერთი ღამის” ზღაპრებში ხშირად გვხდება ორი ქვეყანა – რუმი და ფარსი. რუმი, თუ არაბულიდან ვთარგმნით, საბერძნეთია, ხოლო ფარსი – საბერძნეთი.

4.ერთხელ მუსიკოსებმა უარი თქვეს შეესრულებინათ შუმანის ერთ-ერთი ნაწარმოები. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მუსიკალური ნაწარმოების დასაწყისში ავტორისეული განმარტება იყო: ”დაუკარით რაც შეიძლება ჩქარა და… კიდევ უფრო ჩქარა”.

5.მოგეხსენებათ, ტყის სულები – დრუიდები კელტური მაგიის წარმომადგენლები იყვნენ. დრუიდი ქართულად ბრძენკაცს ნიშნავს.

6.1938 წლის 10 სექტემბერს ჰოლივუდში მოულოდნელად აალდა ყველა ძველი დეკორაცია. ირგვლივ მცხოვრები ხალხი შეშფოთდა, თუმცა, ყველაფერი მალე გაირკვა. აღმოჩნდა, რომრეჟისორები ფილმ ”ქარწაღებულნის” ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენას ”ხანძარი ატლანტაში” ირებდნენ. :D

7.”ბატებმა იხსნეს რომი” – ეს გამოთქმა ყველასათვის ცნობილია. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც მუსულმანები მთვარედ გადაარჩინა. ჩვენს ერამდე 339 წელს ფილიპე მაკედონელის არმია ქალაქ-სახელმწიფო ბიზანტიას შემოერტყა გარს. იერიშით მისი აღება ვერ მოხერხდა. გადაწყდა, ქალაქის გალავნის ქვეშ გვირაბი გაეთხარათ და კედელი აეფეთქებინათ. სამუშაოები ღამით მიმდინარეობდა (ამ ქვეყანაში წელიწადის თითქმის ყველა ღამე უმთვაროა), მაგრამ სწორედ სამუშაოს დამთავრების დღეს ცაზე ბადრი მთვარე ამოცურდა და მოალყეებს გეგმები ჩაეფუშათ. ფილიპე მაკედონელი გარდაიცვალა და ქალაქიც გადარჩა (ალბათ, სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად არის გამოსახული სხვადასხვა მუსულმანური ქვეყნის დროშებზე მთვარე).

მსგავსი ამბები

Back to top button