საკითხავისასარგებლო

ფენ-შუი

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით

ნებისმიერ სახლში არის საგნები, რომლებიც დადებით ენერგიებს აღძრავენ (ფსიქოლოგიაში ამას “ღუზებს” ეძახიან). ეს მარტო ავეჯი არ არის, არამედ სურნელი, ფერი, მელოდია, სხეულის გარკვეული ადგილი და ა. შ.
ყოველი “ჩართვისას” “ღუზა” გვიბრუნებს სიამოვნების ეგზალტაციის, ტკბობის შეგრძნებას, რომელიც ამეორებს უკვე მომხდარ, ქვეცნობიერში აღბეჭდილ მომენტს. საყვარელი რბილი სათამაშოები შესაძლოა, დიდი ხნით დაცულობის სიმბოლოდ იქცეს, ხოლო აყვავებული იასამნის სურნელმა რომანტიკული განწყობა მოგგვაროთ. ნუ შევჩერდებით უარყოფითი “ღუზის”განმარტებაზე, აქ ყველაფერი ანალოგიურადაა, მხოლოდ ნიშანი მინუსი (“-“) დაერთვის. უპირველეს ყოვლისა სახლში ჩვენ გვიზიდავს ის საგნები, რომლებიც სიხარულის, განახლების სურვილს გვიღძრავენ, ისინი გვამშვიდებენ და სიამოვნებას გვანიჭებენ.

ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის შერჩევისას, მაგრამ ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა გაიუკეთესოდ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. თუ თქვენ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, თქვენს ალბომში მაინც მოიძებნება თქვენი კარგი ფოტოები. ასევე შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი ადამიანების სურათები იყოს. საჭიროა მხოლოდ ფანტაზიის ჩართვაა საჭირო. დაფიქრდით სად მოათავსებდით სურათს და რა ჩარჩოს შეურჩევდით მას. დიდ ბინაში მცირე ზომის ფოტოები კარგად არ გამოჩნდება, სჯობს ისინი სარკის შუაგულში მოათავსოთ, მაგრამ სარკისთვის ჩარჩოს გაკეთება არ დაგავიწყდეთ, ცხადია ჩარჩო ფოტოსთან ფერითა და ფაქტურით უნდა შეეფერებოდეს. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ მოათავსოთ, მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მოიჩინეთ – ეს ურთიერთობების ზონაა.

სარკე სახლში ენერგეტიკული ნაკადების კორექციის უძლიერესი საშუალებაა, მას უარყოფითის მოატანაც შეუძლია. სარკე არასოდეს არ დაკიდოთ შემოსასვლელი კარის პირდაპირ, რათა მან არ აირეკლოს შემოსული ენერგია. ცუდია თუ სარკეში ცოლ-ქმრის სარეცელი ირეკლება. ის კარგად აფართოვებს სივრცეებს და ამიტომ, იგი შეუცვლელია ვიწრო ადგილებში. იგი აორმაგებს იმას, რაც მასში მოჩანს, აქედან გამომდინარე სჯობს სარკეში ყვავილები ირეკლებოდეს (ყვავილები ხელგაშლილობის ერთ-ერთი სიმბოლოცაა), მით უმეტეს, რომ სარკე მათ სინათლეს მატებს, შესაძლოა, ირეკლებოდეს ხელოვნების ნიმუშებიც. სარკე შეიძლება იყოს ცოცხალი პეიზაჟიც, თუ მას ფანჯრის ხედის წინ მოათავსებთ. სამზარეულოში სარკეები ბუნებრივი აირის ქურის წინ მოათავსეთ, ეს ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა. პოზიტიური ენერგიის წყაროდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გადაიქცეს, თუ იგი ხელითაა დამზადებული და ბუნებრივი მასალისაგან შედგება. თუ ნივთი უშუალოდ თქვენთვის შეიქმნა და ოსტატი კარგ ხასიათზე იყოს, ეს ნაკეთობა უთუოდ შეუფასებელია. თუ თქვენ თავად გიტაცებძთ შემოქმედება, მხოლოდ მაშინ დაკავდით, თუ ჯანმრთელად და კარგ განწყობაზე ხართ. გახსოვდეთ, რომ ნამუშევარში შრომის გარდა ენერგიასაც დებთ, რომელიც ფორმას იძენს.

კრისტალები (მინერალები) სიცოცხლის უნიკალური ფორმაა. ძალიან საინტერესოა კრისტალზე დაკვირვება, როგორ იზრდება იგი, იერთებს შენარევებს, ქმნის გასაოცარ სტრუქტურას. კრისტალის ხშირ გამოსხივებას შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანისა და გარე სივრცის ენერგეტიკაზე. აქ აუცილებლია ინდივიდუალური მიდგომა. მის არჩევისას საჭიროა ინფორმაციის ფლობა პირად ჰოროსკოპზე, პლანეტების განლაგებაზე და იმაზე, თუ რა კრისტალი შეესატყვისება თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი კრისტალები. გაყიდვაში გამოტანილი ქვების უმეტესობა ხელოვნურებია და ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ ენერგეტიკაზე. შეიძლება არაგამჭვირვალე ქვების გამოყენება (მაგ. ნეფრიტი; აღმოსავლეთის მრავალ ხალხებში მას წმინდა ქვად მიიცნევდნენ. ჩინელი მწერალი ხიუ-ჩინი ნეფრიტს მიაწერდა ხუთ ძირითად ღირსებას, რომლებიც ადამიანის სულის ხუთ თვისებას შეესატყვისებოდა). ეს მინერალი ბუნებაში დიდი რაოდენობით მოიპოვება, ამიტომ, სრულიად შესაძლებელია შეიძინოთ ნამდვილი ნეფრიტისაგან დამზადებული პატარა კუ და სახლის ჩრდილო-დასავლეთით მოათავსოთ. სახლში ფანჯრიდან შემომავალი ენერგიის ტრანსფორმაციის მიზნით კრისტალს ზონარზე კიდებენ და ფანჯრის რაფასთან ათავსებენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამჭვირვალე კრისტალების გამოყენება და ასევე სასურველია მთის ბროლი.

მცენარებს ფენ-შუის ტრადიციის თანახმად უნდა ჰქონდეთ მომრგვალებული, ოვალური ფოთლები, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ კაკტუსები, უარს ნუ იტყვით მათზე, ისევე როგორც ლიანებზე (ჭორიკანა), რომლებსაც უარყოფითი ენერგის უსაფუძვლოდ მიაწერენ. აქ უმთავრესი თქვენი ინტუიციაა, მთავარია თქვენს “პატარებს” კარგად მოუაროთ, წყალი და სინათლე არ მოაკლოთ და რა თქმა უნდა აღტაცება ხშირად და ხმამაღლა გამოხატოთ. ყველა მცენარე ხის ელემენტს უკავშირდება, ამიტომ, სახლის სამხრეთით განათავსეთ და ამით ცეცხლის ელემენტს გააძლიერებთ. თუ აყვავებულ მცენარეებს სამხრეთ-დასავლეთ ზონაში მოათავსებთ, ოჯახში ურთიერთობა უფრო დადებითი გახდება. ხელოვნური ყვავილები თითქმის არ მოქმედებენ სახლის ენერგეტიკაზე, სჯობს ისინი ნაკლებად განათებულ (იგულისხმება მზის შუქი) ადგილზე დადგათ, მაგ. აბაზანაში, საპირფარეშოში, დერეფანში და ნიშა-თაღებში.’

აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთებში უნდა მოთავსდეს, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება, ოქროს თევზები – სიმდიდრის სიმბოლოა, მათი ლივლივა მოძრაობა კი სტრესს ხსნიან და სხეულს ადუნებენ. ეს თევზები აკვარიუმის სხვა ბინადართაგან განსხვავებით გამუდმებით მოძრაობაში არიან. აკვარიუმის ზომებს დიდი ყურადღებით უნდა მივიდგეთ, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ოთახის შესაბამისად ირჩევა, ხოლო წყლის რაოდენობა ერთი ოქროს თევზზე ათ ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სურათები და სკულპტურული გამოსახულებები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებენ, ამიტომ, აუცილებელია შევიგრძნოთ რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა და შინაგანი სამყარო ჩვენეულ სამყაროს აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე. სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იქიდან გამომდინარე თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ აგრესიულად გამოიყურებოდეს, ეს არა მარტო თვითრწმენას და ძალის შეგრძნებას შეგმატებთ, არამდე თუ სახლის შემოსასვლელში ჩამოკიდებთ, ის დამცველი ტოტემის როლს “შეითავსებს”.

ყურადღებით დააკვირდით საგნებს საკუთარ სახლში, მოიშორეთ ყველაფერი, რაც უარყოფით ემოციას აღძრავს, დაე, ყოველი ნივთი თქვენთვის პოზიტიური ენერგიის მომტანი იყოს.

ფენ-შუი და არომატი

დღეს, როდესაც ფენ-შუი ასე მოდაში შემოვიდა და ფართო მასებს უკვე ხელი მიუწვდებათ ამ სახის ლიტერატურასა თუ მასთან დაკავშირებულ აქსესუარებზე, საჭირო ვიცოდეთ ზოგიერთი მათგანის მნიშვნელობა. თუნდაც იმიტომ, ნებისმიერი რამის “ბრმად” გამოყენება არა თუ დადებით შედეგს იძლევა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ნეგატიურ დასასრულამდეც კი მივყავართ.
ე. წ. არომატულ ჩხირებს, რომლებიც სხვადასხვა მცენარის გხვდება და რასაკვირველია მათ განსხვავებული ენერგეტიკაც გააჩნია.

მაგნოლიის სურნელი ჩინური ტრადიციების მიხედვით ანმტკიცებს ხასიათს და აძლიერებს მიზანსწრაფვას, ეს ყოველივე კი პირად ცხოვრებაში წარმატებების რაოდენობას ზრდის.

ბერგამოტი დადებითად მოქმედებს მადასა და საჭმლის მონელების პროცესზე. გარდა ამისა, მისი სურნელი ასტაბილურებს კოლეგიალურ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

გვირილა პოზიტიურად მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უწყობს სახლში ჰარმონიის დამყარებაზე.

ჟასმინი ხსნის დეპრესიას და ადამიანს აყენებს კარგ განწყობაზე, განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს მეუღლეებს შორის ურთიერთობებზე. გარდა ამისა, მისი სურნელი ადამიანს ეხმარება ფინანსური იდეების მოფიქრებსა და ბიზნესის დაგეგმარებაში. ის აუცილებლად უნდა იყოს იქ, სადაც მეტი სინათლეა.

ლავანდას სურნელი უფრო იმ ადამიანებს მოუხდებათ, რომლებსაც ფსიქიკასთან და ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ის განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ბავშვებსა და მოხუცებზე.

ევკალიპტი აძლიერებს მეხსიერებას და აზროვნების პროცესს. ამიტომ, მისი სურნელი განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც საქმე ანგარიშთან, ანალიზთან, აუდიტთან და ინფორმაციის დამუშავება-გადაცემასთან აქვთ.

როზმარინიც იგივე თვისებებით გამოირჩევა, როგორიც მაგნოლია, თუმცა უფრო ძლიერი არომატი აქვს და მისი სურნელი უფრო მანდილოსნებს მოსწონთ.

ფენ-შუი, აკვარიუმი და “ოქროს” თევზები

ჩინური ტრადიციებით წყალი სიმბოლურად უკავშირდება სიცოცხლესა და სიმდიდრეს, ამიტომ, სახლში სასურველია აკვარიუმი გვქონდეს. აკვარიუმის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეფორმა ნეგატიური. ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი მრგვალი (ან მომრგვალებული ფორმების) აკვარიუმია, თუმცა კუთხეებიანიც საკმაოდ დადებით ენერგიას ატარებს. არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს წყლისა და თევზების რაოდენობას. წყალი სასურველია ერთ თევზზე ცხრა ლიტრი, თვითონ თევზები კი კენტი იყოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თევზი უძველესი დროიდან უდიდეს სიმბოლოდ ითვლება არა მარტო აღმოსავლურ, არამედ დასავლურ სამყაროშიც. თევზ(ებ)ი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანიც არის და გარდა ამისა, ის როგორც რაიმე საიდუმლოს მიმანიშნებელი ბიბლიაშიც არა ერთხელ გვხვდება. ასე რომ, თევზს როგორც მეტაფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ ასპექტში უდიდესი დატვირთვა გააჩნია.

ფენ-შუის მიხედვით აკვარიუმის განთავსება სასურველია სახლის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის არ შეიძლება განთავსდეს სახლის შემოსასვლელსა ან მისაღებში (რასაკვირველია თუ სახლის ფართობი ამის საშუალებას იძლევა), ამ დროს ფინანსური გასავლები გაიზრდება. ასევე არ შეიძლება აკვარიუმის დადგმა ორ კარს შუა, ეს ნეგატიურ ენერგიას გააძლიერებს.
სასურველია რომ თევზებისთვის ჟანგბადის მიწოდება ოქროსფერი აერატორით ხდებოდეს, ამასთან აკვარიუმის ფსკერზე ქვებთან, ნიჟარებთან და წყალმცენარეებთან ერთად, განთავსეთ ოქროსფერო მონეტა ან ბრწყინავი მრგვალი საგანი.

მათ დასამშვიდებლად კი, ვისაც აკვარიუმის ყიდვის საშუალება არ გააჩნია და არც მცირე ფართობი აძლევთ საშუალებას, რომ სახლი ფენ-შუის მიხედვით მოაწყონ, ერთ ძველ ჩინურ იგავს მოვყვები:

“გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:
_ რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.
ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.
_ გამარჯობა, – უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: – ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.
– ოოო, ეს თქვენ ხართ, – გაიბადრა ახალგაზრდა: – თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბრძენი შეცბუნდა:
– კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.
ახალგაზრდამ გაიღიმა:
– მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ”.

ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ.

ფენ-შუი და ფერები

წითელი. ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.

არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.

საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი. ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს “შეიცავს”, პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია. ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი. უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი. ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია, რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.

წყარო: zodiaqo.blogspot.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close