არქივი

ტომას სანკარა – აფრიკული ლეგენდა

f3edc2bdd243

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის 90-იანი წლები, რამეთი განსხვავდებოდა აფრიკული “ბანანის რესპიუბლიკების” წარსულისა თუ აწმყოსაგან, გამუდმებული შიდა არეულობები, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, სადაც დემოკრატები ჩამოაგდებენ დიქტატორებს და რათა მეორე დღეს საკუთარი თავი გამოაცხადონ ახალდაბადებული აფრიკული დესპოტიის ერთადერთ მმართველად, შიმშილი, უმუშევრობა ეს არის აფრიკის ჩვეულებრივი სახე. მიუხედავად ამისა, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, არის რაღაცეები, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ერთერთი აფრიკული ლიდერიდან და იყოს სერიოზული მაგალითი ჩინოვნიკებისათვის. გამაოცა იმან, რის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდი, ეს არის აფრიკული ლეგენდა – ტომას სანკარა.
აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სახელმწიფო -ბურკინა-ფასო, მისი ისტორია ცოტათი თუ განსხვავდება აფრიკაში ყოფილი ევროპული კოლონიების ისტორიისაგან. ქვეყანა 1960 წელს განთავისუფლდა ფრანგული კოლონიალიზმიდან. ახალი სახელმწიფოს პრეზიდენტი ხდება ადგილობრივი დისიდენტი და “აფრიკული დემოკრატიული გაერთიანების” ერთერთი ლიდერი მორის იამეოგო. რომელმაც პირველი რაც გააკეთა, აკრძალა ყველა პარტიების ფუნქციონირება გარდა თავისისა. 1965 წელს იამეიგო კვლავ იმარჯვებს არჩევნებში, რომელშიც ის ამომრჩეველთა ხმების 99.9% იღებს. მაგრამ სამი თვის შემდეგ საერთო ნაციონალური გაფიცვის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები სანგულე ლამიზანის მეთაურობით. 1970 წელს ზემო ვოლტა იღებს ახალ კონსტიტუციას, დაშვებულია პოლიტიკური პარტიების მოქმედება, მაგრამ “დემოკრატობანას თამაში” ბეზრდება ლამიზანს, რომელსაც უხდება ლავირება რესპუბლიკაში შექმნილ გავლენიან ჩინოვნიკების ჯგუფებსა და ოლიგარქებს შორის. საპასუხოდ ის ახდენს ხელისუფლების უზურპაციას და ანიჭებს თავის თავს დიქტატორულ უფლებამოსილებებს. 1980 წელს ზემო ვოლტაში ხდება მორიგი სამხედრო გადატრიალება და ძალაუფლება გადადის სხვა პოლკოვნიკს საიე ზერბოს ხელში.

სწორედ მაშინ პოლიტიკურ არენაზე ჩნდება “აფრიკული ჩე გევარა” ტომას სანკარა. ეს პრეზიდენტი მართლაც გამოიყურება უნიკალურ მაგალითად, შავი აფრიკის დიდებულ სასახლეებში მცხოვრები სხვა მმართველების ფონზე. 1981 წელს სანკარა დაინიშნა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად. კაბინეტის პირველ სხდომაზე ის მოვიდა ველოსიპედით. 1982 წელს ის მიდის ზერბოს ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიაციაში და სამხედროებს ადანაშაულებს მშრომელების და პროფკავშირების შევიწროებაში.

იმავე წელს ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტის სავარძელს იკავებს მაიორი ჟან ბატისტა უედრაოგო, რომელი სანკარას ნიშნავს ზემო ვოლტის პრემიერმინისტრად. მაგრამ ფრანგები თავისი ყოფილი კოლონიებიადან ფორმალურად წასვლის შემდეგ, მაინც ინარჩუნებდნენ გავლენას ადგილობრივ ისტაბლიშმენზე და სანკარას შეხედულებები ჩათვალეს “ძლიერ რადიკალურად”. მას აპატიმრებენ და მიუსჯიან შიდა პატიმრობას. სამი თვის შემდეგ დედაქალაქის გარნიზონში მომხდარი ბუნტის შემდეგ ტომას სანკარას ათავისუფლებენ და მალე ის იკავებს უმაღლეს სახელმწიფო პოსტს.

სანკარას პირველი დეკრეტი არის ქვეყნის სახელწოდების შეცვლა, ზემო ვოლტის ნაცვლად ქვეყანას ეწოდა ბურკინა-ფასო (მოუსყიდველი ხალხის ქვეყანა) და ის აცხადებს სოციალური რევოლუციის კურსს.

სახელმწიფოს მეთაურად გახდომის შემდეგ, ის ცხოვრობდა არმისს კაპიტანის ხელფასზე, 450 დოლარად თვეში, ხოლო საპრეზიდენტო ხელფასს ის რიცხავდა ობოლი ბავშვების ფონდში. მის ხელისუფლების სიახლე იყო ყველა ჩინოვნიკების შემოსავლების და საბანკო ანგარიშების გასაჯაროება.

eb0ff8028f9c

სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდენციონერის დაყენებაზე, ის ამბობდა, რომ მას სცხვენია იმ ხალხის წინაშე, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ფუფუნება. უარი თქვა თავისი პორტრეტების, ქუჩაში ან დაწესებულებებში გამოფენის სანქციონირებაზე, ის აცხადებდა, რომ ქვეყანაში ისეთი, როგორიც თითონაა არის კიდევ შვიდი მილიონი. მისი ბრძანებით გაიყიდა მთელი სამთავრობო ავტოპარკი, რომელიც ძირითადად შედგებოდა მერსედესებისაგან. მათ მაგივრად მინისტრების საჭიროებისათვის შეძენილი იქნა “რენო-5” – ყველაზე იაფი ავტომობილი ქვეყანაში იმ დროისათვის. სანკარამ შეამცირა ჩინოვნიკების ხელფასები, აგრეთვე აკრძალა მათ მიერ პირადი მღოლებით სარგებლობა და პირველი კლასის თვითმფრინავებით ფრენა. სანკარას მოსვლიდან სამი წლის შემდეგ (1986) მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ბურკინა-ფასომ დაამარცხა კორუფცია. (!)
სანკარამ შემოიღო, ქვეყანაში უფასო განათლება და ჯანმრთელობა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაირგა 10 მილიონი ხის ნერგი, რომელმაც შეაჩერა სახარის ქვიშის გადასვლა სამხრეთით. ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა ორჯერ, ტომის ბელადებს ჩამოერთვა ყველანაერი პრივილეგიები და ქონება, აიკრზალა გლეხების მიერ მათთვის ხარკის გადახდა და სავალდებულო სამუშაოს შესრულება. სამი წელში “შავმა ჩემ” შეძლო ქვეყნის სურსათით თვითდაკმაყოფილება. (!) ქალების უფლებები გაუთანაბრდა მამაკაცებისას, ქალებმა მიიღეს განათლების უფლება. აკრძალული იქნა ველური ტრადიცია, ქალებისათვის გენეტალიების მოჭრა, დაძალებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. რევოლუციის პირველ წელს ჩატარდა “სოლიდარობის დღე”, როცა მამაკაცები ვალდებული იყვნენ თავად მოემზადებინათ სადილი, წასულიყვნენ ბაზარში სავაჭროდ, რათა გაეცნობიერებინათ ქალური ცხოვრების სიძნელეები. ბურკინა-ფასოში დაიწყო კონტრაცეფციის საშუალებების გავრცელება, ხოლო სანკარას ხელისუფლება გახდა პირველი აფრიკაში, რომელმაც გამოაცხადა შიდსის ეპიდემია და მას თვლიდა სერიოზულ საფრთხედ აფრიკული ხალხებისათვის.
ტომას სანკარა მოკლული იქნა 1987 წლის 15 ოქტომბერს, ძნელი არაა მიხვედრა, რომ ეს მოხდა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების დროს. სანკარას ჩამოგდების შემდეგ, მის მიერ პრივილეგიაჩამორთმეულმა ჩინოვნიკებმა, აღადგინეს დაკარგული status quo. მაგალითად ახალი პრეზიდენტის ბლეზა კომპაორეს პირველი გადაწყვეტილება იყო პერსონალური ბოინგის შეძენა, რომელიც მან იყიდა იმ სახსრებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დედაქალაქის გარეუბნების კეთილმოსაწყობად.
ტომას სანკარა იყო მრავალმხვრივ განვითაღებული პიროვნება. პოლიტიკის მიღმა ის უკრავდა გიტარაზე ჯაზ-ჯგუფში «Tout-à-Coup Jazz», დადიოდა მოტოციკლით და ველოსიპედით, თამაშობდა ფეხბურთს. ის აგრეთვე არის ლექსებისა და პროზების ავტორი, ბურკინა-ფასოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი.
დღეს ბურკინა-ფასო მსოფლიოს ერთერთი ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის 90 % დაკავებულია ნატურალური სოფლის მეურნეობით, რომელიც ხშირად ზარალდება გვალვისაგან. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 1200 აშშ დოლარს (206-ე ადგილი მსოფლიოში) მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სიღარიბის ზრვარს ქვევით. საფრანგეთმა კი კვლავ დაიწყო ბურკინა-ფასოში საქონელის ექსპორტზე ფულის კეთება.
სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა , რომ მისი დანატოვარი ქონება არის ძველი “პეჟო” ნაყიდი ხელისუფლებაში მოსვლამდე, მაცივარი, გატეხილი საყინულეთი, სამი გიტარა და ოთხი ველოსიპედი.

 

Back to top button