გამოგონება

3D დისპლეის ნოუთბუქი

a8d0c8081071
ტაივანურმა კომპანიამ MSI ამ დღეებში თავისი პირველი 3D-დისპლეის მქონე ნოუთბუქი წარმოადგინა. ამ მოწყობილობის გამოჩენას ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში CES 2010-ის გამოფენაზე ელოდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც არ აეწყო და მხოლოდ ახლა გაჩნდა ამ სიახლის ახლოდან დათვალიერების შესაძლებლობა.

ახალი ნოუთბუქის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. ამ მომენტისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ უსახელო კომპიუტერი აღჭურვილია 15,6-დიუმიანი დისპლეით, რომლის გამოსახულების განახლების სიხშირეა 120 ჰც. სამგანზომილებიანი გამოსახულების შესაქმნელად მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია NVIDIA Vision 3D, რომელიც 120 ჰც-იანი გამოსახულების თითოეული თვალისთვის ორ 60 ჰც სიხშირის გამოსახულებად გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა. სამგანზომილებიანი გამოსახულებების დასათვალიერებლად კომპლექტში შედის სტერეოსათვალე NVIDIA 3D. ვარაუდობენ, რომ სიახლე მუშაობს Intel Core i7 ოჯახის პროცესორზე.

GADGETFOLDER.com

მსგავსი ამბები

Back to top button