გამოგონება

პლაჟის სანდლები ჩაშენებული ლითონდეტექტორით

a0e6f5f27dd3
შეიძლება თუ არა სასიამოვნო სასარგებლოს შევუთავსოთ? ვთქვათ, ზღვის სანაპიროზე დასვენება და ფულის შოვნა? შესაძლებელია, ოღონდ ოდნავ ექსტრავაგანტურად – ეს არის ჩაშენებული ლითონდეტექტორიანი სანდლები.

ნებისმიერ დიდ პლაჟზე იკარგება დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონი და სამკაული, ამიტომ ხანდახან იქ შეხვდებით ადამიანებს (ჩვეულებრივ, ადგილობრივებს), რომლებიც პლაჟზე ხელში ლითონის დეტექტორით დასეირნობენ. ახლა, თქვენც გაგიჩნდათ შანსი მათ კონკურენცია გაუწიოთ! სანდლები შედგებიან დეტექტორისგან, რომელიც ლანჩშია ჩაშენებული და შეტყობინების სისტემით – ან ვიბრაციით, ან LED-ინდიკატორის ციმციმით მცირე ზომის მართვის პულტზე. შესანიშნავი ნივთია მათთვის, ვინც ჩვეულებრივ პლაჟზე მოწყენილია. თუმცა, ბარი მაინც დაგჭირდებათ.

არ ვიცი ვის გამოადგება უაზრო ქმნილებაა ჩემი აზრით :D

წყარო: internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button