ახალი ამბებისაკითხავი

აშშ-ს სამმა უნივერსიტეტმა Apple iPad «დაბანა»

16f2b5a41f7e
The Wall Street Journal-ის მონაცემების თანახმად, პლანშეტით Apple iPad, რომელიც აშშ-ში ამ თვის დასაწყისიდან იყიდება, ინტერნეტით სარგებლობა ერთდროულად სამ უმაღლეს სასწავლებელში აიკრძალა – კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University), პრინსტონის უნივერსიტეტში (Princeton University) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (George Washington University).

ირონია იმაში მდგომარეობს, რომ Apple-ის აზრით განათლების სფერო ერთ-ერთი სეგმენტია, სადაც მნიშვნელოვანი მოთხოვნილება უნდა იყოს “ვაშლოვან” პლანშეტზე, როგორც სხვადასხვა სასწავლო მასალისადმი სწრაფი მიწვდომის საშუალებაზე, აგრეთვე ელექტრონული წიგნის სახით. აკრძალვა ვრცელდება ამ დაწესებულებების კორპუსებზე, რასაც ნამდვილად ვერ ჩავთვლით კარგ სიახლედ იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც უკვე შეიძინეს პლანშეტის i Pad

პრინსტონსა და ვაშინგტონში აკრძალვის გადაწყვეტილება ლოკალური ქსელების ფუნქციონირების უსაფრთხოებით დაასაბუთეს მაშინ, როდესაც კორნელის უნივერსიტეტმა აკრძალვა იმის შიშით შემოიღო, რომ პლანშეტის გამოყენებამ შესაძლოა ადგილობრივი უსადენო ქსელების მუშაობისას პრობლემები შექმნას.

ექსპერტების აზრით, სამივე უნივერსიტეტში აკრძალვის მიზეზი ერთი და იგივეა, და ეს Wi-Fi ქსელების არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურაა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მაგალითისთვის, ამასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია უსადენო ქსელებთან ფლეერის iPod Touch და სმარტფონის iPhone მიერთებაა აკრძალული. ამ დაწესებულებების სტუდენტებისთვის ერთადერთი გამოსავალი iPad-ის 3G-ვერსიების შეძენაა, რადგანაც Wi-Fi ქსელებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.

წყარო: www.aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button