გართობა

საინტერესო ფაქტები ”უკანასკნელ გმირზე”

92ee8f2ae845

1.პირველად რეალური შოუ ”უკანასკნელი გმირი” 2001 წელს Real Life Televison-მა ადაიღო. მას შემდეგ მსგავსი პროექტი, რამდენიმე ქვეყანაში, განხორციელდა….. ძალიან მალე ”უკანასკნელი გმირის” ამერიკულ, რუსულ, ინგლისურ და შვედურ ვერსიებს ქართულიც შეემატა.

2.ამერიკული ”უკანასკნელი გმირი” დაახლოებით მილიონი დოლარი დაჯდა, პროექტის განხორციელებაში ამდენივე დახარჯეს ინგლისელებმაც. რაც შეეხება რუსებს, ”Паследнй Герой”-ის გადაღება, გაცილებით მეტი, დაახლოებით სამი მილიონი დაჯდა.

3.რუსული ” Паследнй Герой” პირველად პანამაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ ბოკას მიდამოებში გადაიღეს. პროექტის გამარჯვებულს სამი მილიონი რუბლი გადაეცა.

4.2002 წელს ”Паследнй Герой ”-ს რუსმა პროდიუსერებმა, 55 00 კონკურსატიდან 17 გმირი შეარჩიეს. ქასთინგმა დაახლოებით ორ თვეს გასტანა.

5.ყველაზე შთამბეჭდავი შოუ რუსებმა 2003 წელს გააკეთეს. ”Паследнй Герой 3”-ში წუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. ”Паследнй Герой 3” -ს, ცნობილი შოუ-მენი ნიკოლაი ფომენკო უძღვებოდა. გამარჯვებული მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვი გახდა.

6.”უკანასკნელი გმირი” ქართული ტელევიზიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია, სამყაროს მეორეხარისხოვან ქვეყნებს შორის, ასეთი ძვირად ღირებული რეალური შოუ, პირველად ”რუსთავი 2”-მა გააკეთა.

მსგავსი ამბები

Back to top button