არქივი

შევამოწმოთ ინტელექტი,ცოდნა,ლოგიკა…

960f7141fe16

1. ერთ–ერთი მოაზროვნის თქმით, უკვდავების უმთავრესი პირობაა … რა?

2. ორი მოხუცი ქალი სკვერში ზის და საუბრობს:
– ნეტა, ვინ არის ის სიმპატიური მამაკაცი, რომელიც უკვე მთელი საათია თვალს არ მაშორებს?
– იმ X-ზე მეუბნები?
დაასახელეთ X

3.888cbeb96ac8

რას მოგვიწოდებს ეს ფოტო?

4. მფრინავები ხუმრობენ, რომ ალკოჰოლს არ ეტანება მხოლოდ ერთი პილოტი. რომელი?

5. ქალი ეკითხება ბავშვს:
– ბიჭი, რატომ ყვირი?
– მცემეს
– რატომ გცემეს?
რას პასუხობს იგი?

6.01ebbde7d706

რისი რეკლამაა გამოსახული ამ სურათზე?

7. რომაელები მეგობრებს უწოდებდნენ ყველაზე დიდ ქურდებს. რატომ?

8. ერთი მეგობარი ეუბნება მეორეს:
– გაიგე, ანზორიას ღვინის სმისთვის დაუნებებია თავი!
– საიდან იცი?
– აგერ ნახე … რა? (პასუხი უნდა იყოს ერთსიტყვიანი, არსებითი სახელი)

9.8d642059f7c0

მითხარით ამ სურათის ერთსიტყვიანი სახელწოდება, თუ ის ემთხვევა ქართული ესტრადის ერთ–ერთი ჰიტის სახელს.

10. 1996 წელს, ევროპარლამენტის დადგენილებით, 1996–1997 წლების ბიუჯეტში აიკრძალა თანხის გამოყოფა სპეციფიკური ბიზნესით დაკავებული ფერმერებისთვის. ამ პროექტის ავტორი თვლიდა, რომ ეს საქმიანობა მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. რა საქმიანობას ეწეოდნენ ეს ფერმერები?

მსგავსი ამბები

Back to top button