არქივი

ასტროლოგია

astrology

ასტროლოგია – ოკულტური სწავლება, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.

ზოდიაქოს ნიშნების ათი პრინციპი

ვერძი

1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო

1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. “ცუდი” მშვიდობა – “კარგ” ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალებს ზოგავ.
10. დეგუსტაცია – აი, ჩემი ძირითადი დანიშნულება.

ტყუპები

1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი “თავი” კარგია, ორი უკეთესია.
4. “ფიგარო იქ, ფიგარო აქ” – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.

კირჩხიბი

1. ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა.
2. ზრუნვა სხვა ადამიანებზე – აი, ჩემი ძირითადი მოწოდება.
3. საჭირო მოვიმარაგო ყველაფერი – მოთმინებით დაწყებული, მურაბებით დამთავრებული
4. ყველაფერი მიდის მასთან – ვისაც მოცდა შეუძლია.
5. მეგობრებს სახლში ვხვდები და არა კაფეში.
6. არაფერი ისე არ მახარებს, როგორც სავსე მაცივარი.
7. არ მინდა ის, რაც იაფი ღირს, სჯობს მოვაგროვო თანხა და ვიყიდო ძვირიანი.
8. ნუთუ ოცი წლის განმავლობაში პალტო ცვდება?
9. მძიმეა ცხოვრება იქ, სადაც მყუდროება არ არის.
10. მე საკუთარ წარსულს ისე ვატარებ, როგორც მძიმე ზურგჩანთას.

ლომი

1. მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში!
2. აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (მე თვითონ მხარდაჭერა არ მჭირდება).
3. შესანიშნავი მანერები – წარმატების ნახევარია.
4. მზე “ლომებისთვის” ანათებს.
5. წარწერა კაბინეტის კარზე – მაღალ ხელფასზე მიმზიდველია.
6. მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, თუმცა უფრო მეტის ხარჯვა მიყვარს.
7. სახლში როიალი უკეთესია, ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს.
8. მიუხედავად ჩემი მიმზიდველი გარეგნობისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ.
9. თუ რაიმეს ვაკეთებ – ე. ი. “ღირს” ჩემს შეწუხებად.
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?

ქალწული

1. მოთმინებითა და შრომით ყველა წინაღობის დაძლევა შეიძლება.
2. თავმდაბლობა საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია.
3. ყველა ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, თუმცა ემსახურებს სხვას.
4. წესრიგი ყველგან საჭიროა – თავშიც და სამზარეულოშიც.
5. ლოგიკურად დამიმტკიცეთ, რომ გიყვარვართ.
6. ცერად დაკიდული თარო ნერვებზე მშლის.
7. დიდ მასშტაბებში შეცდომებს ვუშვებ, ამიტომ დეტალებზე ვილაპარაკოთ.
8. დამაცადეთ დავიანგარიშო და პასუხსაც შემდეგ გეტყვით.
9. მე დახვეწილი და რაფინირებული ვარ.
10. სიტყვა “ქალწული” ნუ გაცდუნებთ.

სასწორი

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწეიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში “ჩავრთავ”.
10. მე თავადაც არ ვიცი – “წითელის” მხარეს ვარ თუ “თეთრის”.

მორიელი

1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას.
2. სამწუხაროდ ახლოს არავინ არ არის, რომ დავგესლო.
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს – შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებებისა.
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას, ოღონდ ბრძოლის ველზე.
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე.
8. სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე.
9. მე კაკტუსი ვარ – ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე ოტელოები ჯერ კიდევ ცხოვრობენ (მათ შორის მეც).

მშვილდოსანი

1. ენთუზიასტი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ.
3. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. მთავარი პრობლემაში – მისი მასშტაბია.
5. ჩემი იდეალი – თეთრ ცხენზე მჯომი რაინდია.
6. ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
7. სინდისის ქენჯნა – ნეტავ რა არის?
8. პასუხისმგებლობა ამშვენებს მხოლოდ “საშუალო” ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი).
9. უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია იყოს პასუხისმგებლობის მქონე (ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ).
10. წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.

თხის რქა

1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ… საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.

მერწყული

1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე “შეგქმენი”, იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

თევზები

1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც… ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ.
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ… საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც… თევზი.

რა არის ასცენდენტი და რა თვისებებს გვანიჭებს

ასცენდენტი (ASC) ლათინური სიტყვაა და “აღმავალს”, “ამომავალს” ნიშნავს. ის ეკლიპტიკის წერტილია (ზოდიაქოს გრადუსი), სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილი (ე. ი. ის ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება). იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად გადის მთელს ზოდიაქოს. შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს (კონკრეტულად კი ის ყოველ ორ საათში ერთ ზოდიაქოს ნიშანს გადის). მისი ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს გაარკვიოს თუ როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, როგორია მისი იმიჯი, როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.
ასცენდენტის გამოთვლა ასტროლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ამას სპეციალური ცხრილებით ახერხებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგრამებს იყენებენ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ამის გაგება ოდნავ ძნელი საქმეა, თუმცა, თუ ელემენტარულ მოთმინებას გამოიჩენთ, მოიმარჯვებთ იმ წლის ჩვეულებრივ, კედლის კალენდარს რომელ წელსაც თქვენ დაიბადეთ და გამოიეყენებთ ქვემოთ მოყვანილ ფორმულას, პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებთ (თუმცა, ამის გარდა ზუსტად უნდა იცოდეთ საკუთარი დაბადების საათი, უკეთეს შემთხვევაში წუთიც, რადგან ასტროლოგიაში ოთხი წუთის განსხვავება ერთ გრადუსს შეცდომას იძლევა, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციამდე მივყავართ).
მაშ ასე, კალენდრით უნდა გაარკვიოთ თქვენი დაბადების დღეს როდის ამოვიდა მზე, როდესაც ამას გაარკვევთ, ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ საკუთარი ასცენდენტის დასადგენად.

ასცენდენტის ფორმულა:

– თუ თქვენ ხართ ვერძი და დაიბადეთ მზის ამოსვლის მომენტში, მაშინ თქვენი ასცენდენტი პირველ ნიშანში, ანუ ვერძის ზოდიაქოში იქნება.
– თუ თქვენ მზის ამოსვლიდან 2-4 საათის შემდეგ მოევლინეთ ქვეყანას, მაშინ თქვენი ასცენდენტი უკვე შემდეგ ნიშანში, ანუ კუროში იქნება გადასული.
– თუ მზის ამოსვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მესამე ნიშანში იქნება.
– თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლა შორის დაიბადეთ, ASC მეოთხე ნიშანშია.
– თუ მზის ჩასვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეხუთე ნიშანშია.
– თუ მზის ჩასვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეექვსე ნიშანშია.
– თუ მზის ჩასვლისას დაიბადეთ, ASC მეშვიდე ნიშანში ეძებეთ.
– თუ მზის ჩასვლიდან 2-4 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მერვე ნიშანშია.
– თუ მზის ჩასვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მეცხრე ნიშანში იქნება.
– თუ თქვენი დაბადება დაემთხვა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის ზღვარს, ASC მეათე ნიშანშია.
– თუ მზის ამოსვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთერთმეტე ნიშანშია.
– თუ მზის ამოსვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთორმეტე ნიშანშია.
პ. ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასცენდენტის ძებნისას ზოდიაქოს ნიშნების გადათვლა “საკუთარი” ნიშნიდან უნდა დაიწყოთ (თუ კურო ხართ და მზის ამოსვლისას დაიბადეთ, ASC კუროში იქნება და ა. შ.).

ასცენდენტი ვერძში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და ან მოწითალო თმებით, სქელი წარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს.
ხასიათი: აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეგა და იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი კუროში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები.
ხასიათი: ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისადმი, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი ტყუპებში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები – თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლისფერი. აქვს გამჭოლი მზერა.
ხასიათი: ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედის კონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

ასცენდენტი კირჩხიბში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარ ხელები და ფეხები.
ხასიათი: ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ასცენდენტი ლომში
გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.

ასცენდენტი ქალწულში
გარეგნობა: მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალი სახე, მუქი თმები.
ხასიათი: პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირკიტაა, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი სასწორში
გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი მორიელში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა.
ხასიათი: ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

ასცენდენტი მშვილდოსანში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა.
ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

ასცენდენტი თხის რქაში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არაგამართულად.
ხასიათი: მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: “სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ”.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.

ასცენდენტი მერწყულში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქი ფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა.
ხასიათი: ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი თევზებში
გარეგნობა: დაბალი, მიკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები,
ხასიათი: მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.

ზოდიაქოს ნიშნები

ხასიათის თვისებები

ვერძი
დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული
უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული

კურო
დადებითი: შეუპოვარი, გამტანი, უღალატო, სტაბილური, ერთგული, უყვარს კომფორტი და ხელოვნება, მოქმედებს მოფიქრებულად, თამამი, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი
უარყოფითი: ჯიუტი, ზარმაცი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზანტი

ტყუპები
დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება
უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი

კირჩხიბი
დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური
უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია

ლომი
დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული
უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული

ქალწული
დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური
უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული

სასწორი
დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა
უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას

მორიელი
დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური
უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი

მშვილდოსანი
დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული
უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური

თხის რქა
დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი
უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე

მერწყული
დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი
უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

თევზები
დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის
უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის “ტყვედ”, ცხოვრებას უყურებს “ვარდისფერი სათვალით”

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button