საკითხავისასარგებლო

S.O.S – რა დააშავეს ბავშვებმა?!

aec117bf14b4

წარმოგიდგენთ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს რასაც თან ახლავს ბავშვთა კატასტროფული სიკვდილიანობა,მათი ექსპლოატაცია და ა.შ.

1.სიღარიბე.

769b6b20a575

ef2104e99619

UNICEF_ს მონაცემებით ყოველდღიურად სიღარიბისგან 25000 ბავშვი იღუპება.განვითარებადი ქვეყნების ბავშვთა 27-28 % იკვებება არასრულყოფილად და მათი წონა ნორმირებულ წონაზე ნაკლებია.ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრია აფრიკაში საჰარის მიდამოებში და სამხრეთ აზიაში.ამ რეგიონში 2_დან 3 ადამიანს აქვს არასაკმარისი წყალი,წელიწადში დაახლოებით 1,8 მილიონი ბავშვი კვდება დიარეისგან.

განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს დაახლოებით 1,9 მილიარდი ბავშვი.აქედან:

– 640 მილიონ ბავშვს არა აქვს ნორმალური თავშესაფარი(საცხოვრებელი);
– 400 მილიონს არა აქვს სუფთა წყალი;
– 270 მილიონს სამედიცინო დახმარებით სარგებლობა არ შეუძლია მატერიალური მდგომარეობის გამო;

f9bca6dd42ff

– 2003 წლამდე 10,7 მილიონი ბავშვი ისე გარდაიცვალა,რომ 5 წელიც კი ვერ იცოცხლეს.
– ყოველწლიურად 2.2 მილიონი ბავშვი იღუპება იმ მიზეზით რომ მათ არ ჰქონდათ გაკეთებული იმუნიტეტის გასაძლიერებელი აცრა.
– 1,4 მილიონი ბავშვი კი უწყლობით იღუპება

2.მძიმე შრომა და ბავშვები.

c572d471b294

d03f74046365

122af58c7685

მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 211 მილიონი ბავშვი (5-14 წლის ასაკში) მუშაობს სრული სამუშაო განაკვეთით,რათა მცირედი თანხა შეიტანოს ოჯახში.
მილიონობით ბავშვი იძულებულია,რომ შავ მუშად იმუშაოს.აქ მათ ჯოჯოხეთურ პირობებში უწევთ შავი სამუშაოს შესრულება,მათ აძლევენ მიზერულ ხელფასს.

3.ბავშვთა პროსტიტუცია.

a1d9899983bc

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადგინეს,რომ ტაილანდში ყველა მესამე მეძავი არის 18 წლამდე მოზარდი;
ფილიპინებში UNICEF_ის მონაცემებით დაახლოებით 60 000 18 წლამდე ასაკის მოზარდი გოგონა ჩაბმულია პროსტიტუციის ბიზნესში;
ვიეტნამში 18 წლამდე მოზარდი გოგონების 5-10 % ამ ბიზნესშია;
ნეპალელი გოგონები ინდოეთში მრავლად ჩადიან იმ მიზნით,რომ მეძავობით დაკავდნენ და მცირედი თანხა მაინც მიიღონ;

6d0698ff3f58

და გამოიკვეთება ერთი საშინელი რეალობა,რომ საშუალო ასაკი მოზარდი მეძავებისა არის 13 წელი.

4.ბავშვთა გამოყენება სამხედრო მიზნებისათვის.

aa4c03951d53

4db5d5782aee

ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
დაახლოებით 250 000 ბავშვი დღეს იარაღით ხელშია და იბრძვის,სისხლში ისვრის ხელებს და არაერთ სისასტიკეს სჩადის.თუმცა ეს მათი ბრალი არაა.გამიზნულად ხდება ბავშვთა გამოყენება ამ მიზნით,”მესამე სამყაროს” მრავალ ქვეყანაში მუშაობს სპეციალური სამსხურები რომლებიც ბავშვთა გადმობირებას ახდენენ.
“ვერბოვკისათვის” არჩევენ 10-12 წლის ბავშვებს(უმეტესობა უპატრონოა,ან უყურადღებოდაა მიგდებული),მათ მრავალი ხერხით “აბოლებენ” და ქმნიან ბავშვთა ადვილად სამართავ,ზომბირებულ ბრიგადებს.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button