აიშვარია რაი
ბლოგზე პოსტში “ყველაზე ლამაზი თვალები”, ერთ-ერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ ერთი გამაგებინეთ რა მოგწონთ ამ აიშვარია რაიში, ეგ მახინჯი და ეგ სომეხი ეგაო … :lol2: ხოდა გადვწყვიტე პოსტი გამეკეთებინა ამ ქალზე, რომელიც რაღა დაგიმალოთ და მე ძალიან მომწონს. მოკლედ, ვნახოთ როგორი “მახინჯია” ეს ჩვენი აიშვარია …
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აიშვარია სომეხი არაა. იგი დაიბადა 1973 წელს მანგალორში, ინდოეთში, სავაჭრო ფლოტის ოფიცრის ოჯახში. კოლეჯი დაამთავრა მუმბაიში. მისი სამოდელო კარიერა კი იქედან იწყება, როცა ის pepsi-ს რეკლამისთვის აირჩიეს. გაოცდნენ რა მისი არაჩვეულებრივი ფერის თვალებით, ამერიკელებმა უამრავი წინადადება შესთავაზეს სხვადასხვა რეკლამებში მონაწილეობის მისაღებად და ჟურნალებისთვის ფოტოების გადასაღებად. ასევე მოწვევებს იღებდა ბოლივუდიდან.
ყოველწლიურად იგი 4-5 Fილმში თამაშობს, თუმცა აიშვარია არ დასჯერდა ბოლივუდს და ჰოლივუდის დაპყრობა დაიწყო. მან ითამაშა გირენდერა ჩადხის ფილმში ‘Bride & Prejudice’. შეასრულა როლი ფილმში ‘Mistress of Spices'(2005,აშშ) და ასევე ფილმში ‘The Last Legion.
1994 წელს იგი გახდა მის მსოფლიო და ამ წელსვე აღიარეს მის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ლამაზ მისად. :yvavili:
მისი წლიური შემოსავალი შეადგანს დაახლოებით 50 მილიონ დოლარს. აქვე მინდა გითხრათ რომ აიშვარია პროფესიით არქიტექტორია. :yes:
მას აღებული აქვს პრემია ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი მას აღიარებს, როგორც ულამაზეს ქალს.
სულ ეს იყო.