არქივი

მკვლელი შინაური ეგზოტიკური ცხოველები

0df9388b471b
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს იზიდავს ეგზოტიკური ცხოველების მოშინაურება და თითქოს ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მთავრდება და ერთ დღეს შეიძლება თქვენი “უწყინარი” ობობის მსხვერპლი გახდეთ

1. შინაური ობობის მიერ მოკლული კაცი
bcdaddec944a

მარკ ვოგელი, რომელიც იყო 30 წლის იპოვნეს თავის სახლში (გერმიანია) მკვდარი. მისი სხეული გახვეული იყო აბლაბუდაში. 200 ობობა, რამოდენიმე გველი, ათასობით ტერმიტი და გეკონი „ქეიფობდა“ მის გვამზე. მყრალი სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა რამოდენიმე დღის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას. მარკს ჩაუტარდა ექსპერტიზა და აღმოჩნდა,რომ ის ობობის ნაკბენით იყო მკვდარი. ნაკბენი იყო ძალიან ბევრი , სავარაუდოდ მათი რაოდენობის გამო მოკვდა კაცი, რადგან ობობები შხამიანი არ იყვნენ. მარკის ქვრირმა განაცხადა, რომ მის ქმარს უკვე წლებია ჰყავდა ეგზოტიკური ცხოველები და კბენის შემთხვევა არასდროს ყოფილა. ის კარგად უვლიდა და ცხოველებიც მშივრები არასდროს ყოფილან. პოლიციამ მარკის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა და ეგზოტიკური ცხოველები ზოოპარკს გადასცა.

2. შავი დათვის მიერ მოკლული ქალი
82bc3bc6ff83

კელი უალზი ცხოვრობდა ბედნიერად თავის შავ დათვთან ერთად პენსილვანიაში. ერთ დღეს მოულოდნელად მისმა დათვმა ტორი დაარტყა და სიკვდილის პირას მიიყვანა. კელის დათვის გარდა ჰყავდა აფრიკული ლომი და ბენგალური ვეფხვი. მას ცხოველები გალიაში ჰყავდა, რომელსაც ყოველდღე უსუფთავებდა.ასე მოიქცა სიკვდილის დღესაც. დათვს საჭმელი მისცა და შემოტრიალდა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს ცხოველი და ეს თავდასხმა მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. მისი კივილი გაიგო მეზობელმა, რომელიც სასწრაფოდ შევარდა კელის ეზოში და ესროლა დათვს. კელი უალზი 37 წლის იყო.

3. მკვლელი ასპიტი
c07b5a6de28c

44 წლის ქალი გარდაიცვალა შხამიანი გველების ნაკბენით, რომელიც (თავისი ჭკუით) მოშინაურებული ჰყავდა. მისი სახლი გახდა 9 შხამიანი გველის თავშესაფარი. გველების გარდა ჰყავდა ხვლიკები და ნიანგიც კი. პოლიციამ დაადგინა, რომ ქალს რამოდენიმე გველმა უკბინა. მეზობლები განაცხადებენ,რომ ქალი თავისი ფეხით მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში. იგი 3 დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიცია დაუკავშირდა ზოოპარკის თანამშრომლებს, რათა წაეყვანათ გველები. როცა სახლი დაათვალიერეს, დაინახეს, რომ უზარმაზარი გველები და ხვლიკები დადიოდნენ საძინებელში. სახლის გარშემო იყო 2 ნიანგი. გველები იყვნენ ტანსაცმლის კარადაშიც კი. ქვეწარმავლები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ხალხის მიმართ. ძნელად, მაგრამ მაინც მოხერხდა მათი ზოოპარკში გადაყვანა.

4. შინაური აქლემი
3657e3350195

ავსტრალიელი ქალბატონი მოკლა სახლის აქლემმა, რომელიც მას 60 წლის იუბილეზე აჩუქეს. ცხოველი ცდილობდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას, მან ქალი წააქცია და ზემოდან დაადგა. ფეხი შემთხვევით მუცელზე დააჭირა და მოკლა. ამ ქალის ქმარმა ცოლის გვამი აღმოაჩინა იმ საღამოსვე. მისი განცხადებით აქლემს ამგვარი საქციელი თხასთან და ცხვართანაც ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ცოლს ვერ გააგდებინა, რადგან ძალიან უყვარდა და კარგად უვლიდა. ვერ წარმოიდგენდა თუ აქლემის მორიგი მსხვერპლი მისი ცოლი იქნებოდა.

5. „შინაური“ ვეფხვი?
fa37fddffd6e

66 წლის ნორმან ბუვალდა ცხოვრობდა ონტარიოში ვეფხვთან ერთად. მისი შინაური ცხოველი 300 კგ-ს იწონიდა. ნორმანი იყო კანადის ეგზოტიკური ცხოველების მფლობელების ასოციაციის თავმჯდომარე, ის იბრძოდა, რომ ეს დიდი კატები გაეხადა შინაურ ცხოველებად. 2004 წლის ივნისში 10 წლის ბიჭი სერიოზულად დაშავდა ნორმანის სახლში. ის ფოტოს იღებდა, როცა ვეფხვი დაესხა თავს. მეზობლები ნორმანს უჩიოდნენ ამ ცხოველების ყოლის გამო, მაგრამ მას ძალიან უყვარდა ვეფხვები და ყველაფერს აკეთებდა მათ შესანარჩუნებლად. რამოდენიმე წლის შემდეგ ნორმანი შევიდა ერთერთი ვეფხვის გალიაში, ცხოველი უმიზეზოდ დაესხა თავს და მოკლა. ოჯახმა მოგვიანებით იპოვა მისი დასახიჩრებული გვამი ვეფხვის გალიაში.

6. შინაური აფრიკული ლომი
dfd398ca8ac1

კაცი,რომელსაც ჰყავდა ეგზოტიკური ცხოველები მოულოდნელად მოკლა თავისმა შინაურმა ლომმა. ალ აბელი ასუფთავებდა ლომის „ოთახს“ როცა ცხოველი თავს დაესხა. მან არ დაკეტა გალიის კარები, სადაც დროებით გადაიყვანა ლომი, რათა დაელაგებინა მისი ადგიილი. რამოდენიმე საათის შემდეგ აბელის ცოლი დაბრუნდა და დაინახა ,რომ ლომი გარეთ იყო გამოსული. სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში, რომლებმაც მოკლეს ლომი და მალევე აღმოაჩინეს აბელის გვამი.

7. მკვლელი მგლები
a2802e5b770e

სანდრა პიოვესანი თავისმა შინაურმა მგლებმა მიიყვანეს სიკვდილამდე. მან 9 მგელი პატარაობაშივე აიყვანა და გაზარდა. მისი სიკვდილის ფაქტი დაუჯერებელი იყო, რადგან სანდრას არაერთხელ უთქვამს მეზობლებთან, რომ მგლები საოცრად მოსიყვარულეები იყვნენ. 50 წლის ქალი ერთერთმა მეზობელმა იპოვა მისი ეზოს უკან. გამოიძახა პოლიციამ, რომლებმაც მოგვიანებით დაიჭირეს 9 მგელი.

ქალბატონი პიოვესანი ბავშვებივით ზრდიდა მგლებს და ახლობლებთან ყოველთვის მათზე ლაპარაკობდა. ის დაქორწინებული არ იყო და ფფაქტიურად შვილებივით ჰყავდა ეს მტაცებელი ცხოველები. ხშირად იმეორებდა რომ ცხოველები „ განუსაზღვრავ სიყვარულს ანიჭებდნენ „ – განაცხადა მისმა მეზობელმა.

8. შინაური ხარის მიერ მოკლული კაცი

რიკი უეინჰოლდს მეორე დღეს უნდა აღენიშნა 53 წლის იუბილე, მაგრამ საუბედუროდ არ დასცალდა და თავისმა შინაურმა ხარმა მოკლა. ის იმყოფებოდა თავლაში და ალაგებდა, როცა ხარი თავს დაესხა და რქებით დაეტაკა. რიკის სხეული მეორე დღეს იპოვა ფერმის პატრონის შვილმა. მკვლელობის ფაქტის შემდეგ ხარი ძალიან აგრესიული გახდა და მისი მოკვლა მოუწია ფერმერს. მეზობლების განცხადებით ხარის თავდასხმა პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მას ადრეც დაუზიანებია რიკი , მაგრამ ის ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

მსგავსი ამბები

Back to top button