არქივი

ცოტა რამ ტაილანდზე

1b581f450e79
ტაილანდი საინტერესო ქვეყანაა და ამ პოსტში მინდა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი წარმოგიდგინოთ

ed98dbe75b08

ტაილანდში იმართება ბუდისტური ვეგეტარიანული ფესტივალი, რაც ევროპელებს და ზოგადად მთელ მსოფლიოს თ და გარკვეულწილად შიშს გვრის.ეს ფესტივალი კუნძულ ფუკეტზე მთვარის მეცხრე თვეს იმართება და 9 დღე გრძელდება.სახელწოდებით დიდი არაფაერი მაგრამ სანახაობრივად შემზარავია.ამ სანახაობაში გამოირჩევიან ვეგეტარიანელი მედიუმები თავისი მსვლელობით, რომლებიც ღმერთებს ხორცისადმი სიძულვილს საკუთარი სხეულის დაზიანებით და დამახინჯებით უმტკიცებენ.

f0ce1b8dad3b

სხეულს ბასრი საგნებით:დანებით,დაშნებით,ნემსებით,საჩხვლეტებით(სპიცისებრი ფორმის),სამართებლებით იჩხვლეტავენ და ისერავენ.ამ სანახაობას უამრავი ადამიანი უყურებს,ტურისტებიც კი მაგრამ სუსტი ნერვების პატრონებს სთხოვენ გაეცალონ იქაურობას.

ტაილანდი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ავტო-საგზაო შემთხვევების რაოდენობით.ყოველ ერთ საათში საშუალოდ სამი ადამიანი იღუპება. ყოველწლიურად დაზარალებულთა რაოდენობა 6 მილიონამდეა.ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყოველ გასამართ სადგურზე გაკეთებულიყო( უკვე გაკეთდა) მასაჟის სალონები, სადაც შეეძლებოდათ დაზარალებულის გადაყვანა და ტაილანდური მასაჟის გაკეთება.ეს არა მარტო დაზარალებულებისთვის არამედ საცობში მოხვედრილი მძღოლებისთვისაც სასურველი პროექტი გამოდგა, რადგან ტაინლდში საცობში შეიძლება რამდენიმე საათიც კი გაჩერდე.

არც თუ ისე დიდი ხანია
რაც ტურისტებს მისცეს უფლება დაეთვალიერებინათ ტაილანდის ციხე სახელად “ბინგ-კვანგ”.ამ ციხეში სასჯელს განსაკუთრებით საშიში პირები იხდიან, რომლებსაც საშუალოდ 20-25 წელი აქვთ მისჯილი.არიან ისეთებიც ვინც ამ ციხის სამუდამო სტუმარია.აქ არიან ნარკომოვაჭრეებიც, რომლებსაც ადგილობრივი კანონების თანახმად სიკვდილით სჯიან.ასეთ პატიმრებთან ხშირად ტურისტების რანგში მათი ახლობლებიც სტუმრობენ.აქ გაუსაძლისი პირობებია.

0e7cc3b56502

ტაილანდში და ასეც შეიძლება რომ ითქვას მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორანია “სამეფო დრაკონი”.აქ ერთდროულად 5000 ადამიანი ეტევა და 16 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.ამ რესტორანის მომსახურე პერსონალი 1000 ადამიანს ითვლის და აქედან 322 მზარეულია.

b088b9b1328d

ოფიციანტებს გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები აცვიათ რისი დახმარებითაც სწრაფად შეუძლიათ გადაადგილება და კლიენტების მომსახურება.არის სპეციალური შოუ პროგრამა, რომელიც ტურისტებს და არამარტო მათ შთაბედილების ქვეშ აგდებს. კერძოდ კი “მფრინავი ოფიციანტის შოუ”.ამ დროს გამოცდილი მიმტანი ცალ ხელში დატვირთული ლანგრით, ხოლო მეორე ხელში მთელ დარბაზზე გადაჭიმულ ბაგირს ეჭიდება და გადაფრინდება ხოლმე.ასეთ მომენტს სტუმრების ოვაციები და აღფრთოვანება ახლავს თან.

9ac32c9e07f3

e34551e7366f

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button