უცნაური

უცნაური რიცხვები

da365fec9607

თუ გინდა რომ ვინმე გააკვირვო შემოიხედე  :lol2: 

1) აირჩიეთ სამნიშნა რიცხვი რომელშიც რიცხვები მიმდევრობითაა დაწყობილი და შემოაბრუნეთ

(მაგ:321,543,987…)

შემდეგ ამ რიცხვს გამოაკელით ის რიცხვი, რომელიც თავიდან გქონდა.

მაგალითად თუ აირჩიეთ 321 იქცევით ასე:

321-123=198.

რა სამნიშნა რიცხვზეც არ უნდა სცადოთ ყოველთვის მიიღება 198. თვითონ შეგიძლიათ
დარწმუნდეთ :yes: .

2)აირჩიეთ ნებისმიერი რიცხვი 1-დან 9-ის ჩათვლით და გაამრავლეთ 3-ზე.

მიღებული რიცხვი გაამრავლეთ 37037 ზე. მიიღება 6 ნიშნა რიცხვი, რომელიც თქვენს მიერ
შერჩეული რიცხვისგან შედგება.

თუ აირჩიეთ რიცხვი 4 იქცევით ასე:

4 x 3 x 37037=444444

3) 6174 – თითქოს ამ რიცხვში უცნაური არაფერია…

1. აირჩიეთ 4 სხვადასხვა ციფრი. მაგალითად 4 5 6 1.

2. ამ ციფრებისგან შეადგინე ყველაზე დიდი რიცხვი, ეს იქნება 6541.

3. ახლა შეადგინეთ ყველაზე პატარა რიცხვი – 1456.

4. შედგენილ ყველაზე დიდ რიცხვს გამოაკელით ყველაზე პატარა:

6541-1456=5085

5. ახლა 5085 ზე იგივენაირად იმოქმედეთ. ყველაზე დიდი შედგენილი რიცხვი ამ ციფრებისგან
იქნება 8550, ყველაზე პატარა – 0558.   8550-0588=7992

6. შემდეგ გააკეთეთ ასე რამდენიმეჯერ:

9972-2799=7173

7731-1377=6384

6543-3456=3087

8730-0387=8352

8532-2358=6174 !!!

4) ახლა ავხსნი თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი რიცხვისგან ისეთი რიცხვის მიღება, რომელიც
თავიდან და ბოლოდან ერთნაირად იკითხება :yes:

აიღეთ რაიმე რიცხვი.

მაგალითად 165. ამ რიცხვს დაუმატეთ შებრუნებული 165 ანუ 561.

165+561=726 <– როგორც ხედავთ ასეთი რიცხვი ვერ მივიღეთ მაგრამ განვაგრძოთ…

მიღებულ 726-ზე იგივე ოპერაცია შევასრულოთ :

726+627=1353 ისევ ვერ მივიღეთ. მაგრამ იხტიბარს ნუ გაიტეხთ:

1353+3531=4884

გარანტიას გაძლევთ რომ ნებისმიერ რიცხვზე გამოვა რამდენიმე ცდის შემდეგ :lol2:

5) აირჩიეთ 111 ის ჯერადი რიცხვი 1000 ამდე.

მაგალითად 333. 333-ის ციფრები შეკრიბეთ > 3+3+3=9 333/9=37

ახლა აიღეთ 444: 4+4+4=12 444/12=37

ყველა შემთხვევაში მიიღება 37. ;)

6)13 ის მიღების ფორმულა… :lol2:

აიღეთ ნებისმიერი სამნიშნა რიცხვი, მაგალითად 546 და გვერდით იგივე რიცხვი მივუწეროთ.
მიიღება 546546.

შემდეგ ეს რიცხვი გაყავით 77 ზე (ასეთი რიცხვი 77-ზე ყოველთვის იყოფა) .

546546/77=7098

შემდეგ 7098 გაყავით რიცხვზე, რომელიც სულ თავიდან აიღეთ:

7098/546=13 :dabneuli:

რა თქმა უნდა ესეც ყოველთვის გამოდის…

7) აირჩიეთ 3 რიცხვი 1 დან 6 ის ჩათვლით. არ არის აუცილებელი იყოს სხვადასხვა.
(მაგ : 446)

1. აქედან აიღეთ ერთ-ერთი რიცხვი  და გაამრავლეთ 2 ზე

4 x 2=8

2. მიღებულ რიცხვს დაუმათეთ 5 და გაამრავლეთ 5 ზე.

5(8+5)=65

3. დაუმათეთ მეორე რიცხვი და გაამრავლე 10-ზე

10(65+4)=690

4.დაუმათეთ მესამე რიცხვი და გამოაკელით 250…

690+6-250=446

მივიღეთ რიცხვები რომელიც თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული. :papa:

წყარო: ბავშვობაში ნაყიდი წიგნი :lol:

იმედია ეს პოსტიც მოგეწონათ

მსგავსი ამბები

Back to top button